24
იან
ინტიმის ზონა
დაგვეთანხმებით, საძინებლის დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს არის ადგილი სადაც უნდა დაისვენო, მოდუნდე და ყოველთვის გინდა რაღაც განსაკუთრებული, თუმცა საბოლოოდ სტანდარტულ ავეჯამდე და ნეიტრალური ფერის შპალერამდე დავდივართ.
ჰოდა ჩვენ გვინდა შთაგაგონოთ არაორდინალურ გადაწყვეტილებებზე!
მაშ, ასე, დავიწყოთ:
2. შავი ფერის საძინებელი??? კიბატონო, თუ ის საწერი დაფა იქნება. არასტანდარტული, თუმცა ძალიან კრეატიული მიდგომა, მითუმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ - შესანიშნავი საშუალებაა გამოავლინონ კრეატიულობა.
3. თავსართი კედელი პარკეტისგან? ლამინატისგან? გაგიჟდით? დიახ, თამამად გამოიყენეთ ეს გადაწყვეტილება და იქონიეთ ყველაზე განსხვავებული საძინებელი!
4. მოგწონთ ტრავერტინი? მარმარილო? რატომ არ შეგაქვთ ეს ფაქტურა საძინებელში? ცადეთ და მიიღეთ სიაოვნება
5. თუ ვერ ამბობთ კლასიკაზე უარს, მაგრამ სტანდარტული შაპალერიც არ გსურთ, მაშინ გამოიყენეთ კედლის პანელები. ისინი შეკრავენ ინტერიერს და თქვენ გახდებით კეთილშობილური და კლასიკური სპალნის პატრონი