უფანჯრო ოთახი

13
მარ

უფანჯრო ოთახი

ყველა ვთანხმდებით, რომ ოთახში ფანჯარა აუცილებელია. ის არა მარტო შუქის წყაროა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტიც, რომელსაც სივრცის ორგანიზების ფუნქცია აქვს. მაგრამ რა ვქნათ თუ რომელიმე ოთახი უფანჯროდ გვრჩება? ამ შემთხვევაში არის რამოდენიმე ხერხი, რომელიც ამ პრობლემას მოხსნის.

უპირველესად, არ უნდა დაგვავიწყდეს ვენტილაცია, ვინაიდან უფანჯრო ოთახი ბუნებრივად ვერ განიავდება. ასეთ დროს ამ ოთახს უნდა ქონდეს სავინტილაციო არხი, ამწოვი, გამჭოლი, ეს უკვე თქვენს არჩვანზეა. ასევე შესაძლებელია ისეთი სისტემის დაყენება, რომელიც ვენტილაციასთან ერთად გამათბობელ და გამაგრილებელ ფუნქციასაც იტვირთავს. 

ახლა როგორ გავალამაზოთ უფანჯრო ინტერიერი?

დეკორატიული მოძრავი ტიხარი.

პატარა ბინის შემთხვევაში ეს ტიხარი, კარგი გამოსავალია. ასე თქვენ საძინებელ და სასტუმრო ზონებს გამოყოფთ, ხოლო თავად ტიხარი ლამაზ დეკორატიულ ელემენტად იქცევა. ტიხარი შეიძლება იყოს მსუბუქი ბამბუკის, ფერადი შუშის, მოზაიკური ჩანართების, მოხატული ნაჭრის და ასე შემდეგ. ეს თქვენს სურვილებზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

მატყუარა სარკმელი

დიახ, კედელზე შეგიძლიათ სარკმლის ლამაზი ხის ჩარჩო დაკიდოთ, მის უკან კი შპალერზე დახატული პეიზაჟი განათავსოთ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თუ რა ხედი გექნებათ ამ სარკმლიდა - იქნება ეს ოკეანე, პარიზი, დათოვლილი მტები თუ რამე კიბერპანკური ფუტურისტული ქალაქი. ასეთ ფანჯარას ფარდებიც დაამშვენებს და ხელოვნური განათების წყაროც.

სარკეები

ალბათ, ყველაზე გავრცელებული ხერხი, უფანჯრო ოთახის მორთვის, არის სარკე. ორი სარკე, რომელიც ერანეთის პირისპირ კიდია, თქვენს ოთახს ჯადოსნურ უსასრულობას შესძენს. 

დეკორატიული განათებული ნიშები

კედლებში ნიშები, რომლებიც ამონათებულია - კიდევ ერთი კარგი ხერხია მათთვის, ვისაც უფანჯრო ოთაახი ერგო. ასეთ ნიშებში დეორატიული სანთლების ძალიან ლამაზად ჟღერს, ასევე, შუშის დეკორატიული ელემენტებია გამოსადეგი.

ფანჯარა ჭერში

თუ თქვენ ბოლო სართულზე ხართ, იყავით თამამი და ფანჯარა ჭერში გაჭერით. ასე თქვენი სტუმარი ძალიან ხშირად შორეული გალაქტიკები იქნება. 

და ბოლოს გახსოვდეთ! უფანჯრო ოთახი აუცილებლად ღია ტონებში უნდა იყოს დეკორირებული.