რემონტი

19
აპრ

რემონტი

ყველაზე გავრცელებული შეცდომები რემონტისას არის სამუშაოების პროცესის და თანმიმდევრობის დარღვევა. ეს  არა მარტო ხასიათს გაგიფუჭებთ, არამედ ბიუჯეტს და გუნება განწყობასაც გინადგურებთ.

ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მოგაწოდოთ სამუშაოების ის ჩამონათვალი და თანმიმდევრობა, რომელიც რემონტს ჯოჯოხეთიდან სასიამოვნო პროცესად აქცევს:

შებათქაშება

იატაკის მოჭიმვა

გიფსოფილის მონტაჟი

შპაკლი


ამის შემდეგ ველოდებით მასალების სრულ გაშრობას. თუ ჩვენ არ დავიცავთ ამ თანმიმდევრობას, კედლები, ჭერი თუ იატაკი დასკდება. 

კედლების ღებვამდე ყველა მტვრიანი სამუშაო უნდა შეჩერდეს. 

დენის წერტილების მონტაჟი უნდა მოხდეს შპაკლის წინ, ხოლო თავად ჩასართველების მონტაჟი კედლების შეღებვის და შპალერის გაკვრის შემდეგ ხდება. 

სულ ბოლოს იგება იატაკი.

აბაზანა/ტუალეტი

კედლების დამუშავება

სველი წერტილების მონიშვნა

დენის წყაროების წერტილების მონიშვნა

იატაკის მოჭიმვა

ფილების გაკვრა (კედელი, იატაკი)

ჩასართველების მონტაჟი

სველი წერტილების გარნიტურის მონტაჟი

შეკიდული ჭერის მონტაჟი

აირჩიეთ ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალები. დააკვირდით ეტიკეტებს და წაიკითხეთ ანოტაციები. უმჯობესია დახარჯოთ მასალებზე მეტი, ვიდრე დაიხარჯოთ ჯანმრთელობის გამოსწორების პროცესში. 

და ბოლოს, ძალიან კარგია, თუ თქვენ გყავთ დიზაინერი, რომელიც ბინას საბოლოო სახეს შესძენს. თუ თქვენი ბიუჯეტი ამას ვერ ითვალისწინებს, მაშინ დასხედით და თავად წარმოიდგინეთ თუ როგორ გინდათ გამოიყურებოდეს ის სივრცე, რომელშიც უნდა იცხოვროთ. დაადგინეთ მიახლოებული სტილი, ავეჯის რაოდენობა და მისი ვიზუალი, მონიშნეთ ის დეტალები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია. ეს რემონტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ!