სტილი

29
აგვ

სტილი

გესაუროთ ჭეშმარიტ სტილზე? მოგიყვეთ რა არის მოდაში დღეს? გაგანდოთ ინტერიერის დიზაინის ბოლო ტრენდი? გგონიათ მინიმალიზმი ჯერ კიდევ აქტუალურია? არამც და არამც!

ქალაქის არანორმალურ ტემპში, როდესაც სახლში მოსვლა და ტახტზე წამოგორება ხსნა და ჯილდოა, გამოციებული, მინიმალისტური ოთახები ოფისის გაგრძელებად აღიქმება და ამიტომ მათ სანაცვლოდ გონება და გული მყუდრო არეულობებს ითხოვს. ამიტომაც, აი თქვენ მოდური ინტერიერების თოპ სამეული:

სტილი „ბოჰემა“ იგივე „ბოჰო“

თუ თქვენ გსურთ გამოავლინოთ შინაგანი ბუნება და ამავდროულად, ყველაზე თამამი ჩანაფიქრები განახორციელოთ, მაშინ ეს სტილი თქვენია!

მთავარი წესი - არავითარი წესები! ბოჰემური სტილი ნებას გვრთავს გამოვიყენოთ ფანტაზია 100%-ით. ფერების სიხასხასე და კონტრასტი - თქვენი გზამკვლევია. შეუხამეთ შეუხამებლობა. შეათავსეთ შეუთავსებელი ფერები, ფაქტურა და მასალა. გსურთ ბებიის კარადა და სუპერთანამედროვე, ჰაი ტეკ სამზარეულო? კიბატონო. ვინტაჟური ნივთები და ტექნიკის ბოლო ნიმუში? რა პრობლემაა?

 

სტილი Mid-century

ასეთი ინტერიერი, კომფორტით, სიმყუდროვითა და სიმარტივით გვაჯადოებს. იაფიცაა. თავდაპირველად ფერთა გამაზე ჩამოყალიბდით, შემდეგ მოაწესრიგეთ კედლები და შეარჩიეთ იგივე ფერებში ავეჯი. მიაქციეთ ყურადღბა რეტრო ნივთებს. ისინი ამ სტილის ღერძია. ძალიან მოდურია 70-იანი წლების სტილის სავარძლები. ორი სიტყვით რომ აღვწეროთ ეს არის ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი ჭერი, კედლები და შეხამებული აქსესუარები.


 კანდინავიური სტილი

სკანდინავიურ სტილს უპირატესობას აძლევენ დიდ ქალაქებში მაცხოვრებელი თანამედროვე ცხოვრების რიტმს დაქვემდებარებული ადამიანები, რომლებსაც უყვართ კომფორტი. ამ სტილის მთავარი მახასიათებელია ღია კედლები (უმეტესად თეთრი), ხის იატაკი, ძალიან ბევრი შუქი, და კომფორტული რბილი ავეჯი.

ის გამორიცხავს მუქ ფერებს. მხოლოდ ღია პალიტრა და ძალიან ცოტა ფერადოვანი აქცენტი.