როდესაც ვაკრავთ ფილას
როდესაც ვაკრავთ ფილას
არც ისე დიდი ხნის წინ კერამიკულ ფილას, მარტივად, კი კაფელსა და მეტლახს ქვიშისა და ცემენტის ნაზავით აკრავდნენ. თუმცა რაც არ უნდა ოსტატურად გაეკრად, რაღაც პერიოდის შემდეგ აბაზანაში შესულებს, ამოღებული კბილივით გვხვდებოდა ამმოვარდნილი ფილები კედლებსა თუ იატაკზე.
საბედნიეროდ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალური ხსნარები, რომლებიც კერამიკულ ფილას ადგილზე დიდი ხნით „ასიკვდილებენ“.
ამ ხსნარის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია:
ფილის ზომა და მასალა
ფილის ექსპლუატაციის პირობები
თუ რა ზედაპირზე ეკრობა ფილა
თუ თქვენ დიზაინით დიდი ზომის ფილა გაქვთ გათვალისწინებული, გახსოვდეთ, რომ ის მძიმეა. ამიტომ ხსნარი უნდა იყოს ზემდგრადი. ეს თვისება დატანებულია შეფუთვაზე და ყურადღბა მისაქცევია. ასეთი ზემდგრადი წებოები უფრო ძვირია.
ზოგადად წებოები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
პირველი ჯგუფი: მარტივი ქვიშა-ცემენტის ხსნარი, რომელიც გარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. ის მშრალ და ზომიერად ნოტიო სივრცეში გამოიყენება.
მეორე ჯგუფი: ელიტური ცემენტისა და წებოს ნაზავი, შიდა სამუსაოებისთის. ასეთ ხსნარს ელასტიური სტრუქტურა აქვს. ის სხვადასხვა ტემპერატურასა და ნესტიანობას უძლებს.
მესამე ჯგუფი: ყინვის გამძლე ხსნარები. ისინი ბუხრების მოსაპირკეთებლად გამოიყენება, ასევე აუზების, მოზაიკის, მარმარილოს მოპირკეთებისას.
კერამიკულ ფილებს ნებისმიერ ზედაპირებზე ამაგრებენ. ის შეიძლება იყოს მარტივი, ან რთული. მარტივია ბეტონი, აგური, ცემენტის მოჭიმულობა. რთულია ლითონის ზედაპირი, პლასტიკი, გიფსოკარდონი.
საშუალოდ ერთ კვადრატულ მეტრზე 5 კგ მშრალი წებო გამოიყენება. ამ ციფრის ცოდნა ბიუჯეტს დაგიზოგავთ.
წებოცემენტი წყალში იხსნება და გამოსაყენებლად ადვილია.