ომბრე
მოდის ინდუსტრიის ახალი ტრენდი - ომბრე - ფერის გრადაციული გადასვლა მუქიდან ღიაზე, თმიდან ინტერიერის დიზაინში გადადის. თუ აქამდე ჩვენ თავს ვიტეხავდით თემაზე თუ რომელ სალონში გაგვიკეთბდნენ ხარისხიან ომბრეს, ახლა თავსატეხი მოგვემატა და კედლების ხარისხიან ტონირებაზე ფიქრში ტრანსფორმირდა.
ომბრე კედლებზე
თუ თქვენ გსურთ ინტერიერის დიზაინის ბოლო ტენდენციებს აყვეთ, თამამად სცადეთ ომბრეს ტექნიკა კედლებზე. თუმცა ამისთის მაღალი კლასის სპეციალისტი გჭირდებათ.
როგორც წესი ფერის გრადაციის დროს ღია ნაწილი უნდა იყოს ჭერისკენ, ხოლო მუქი იატაკისკენ, რადგანაც ასე თქვენი ოთახი ვიზუალურად გაიზრდება.
ომბრე დეორში
ვერ ბბედავთ ექსპერიმენტს კედლებზე? ცადეთ ფარდები. ისინი ვიზუალურად გამოკვეთავენ ფანჯრებს და მოდურ სტილს შემატებენ ინტერიერს.
ომბრე საძინებელში
ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ გრადიენტი თქვენი საწოლის თეთღეულზე და საძინებლის ხალიჩაზე.
ომბრე ავეჯში
ბაზარზე ჯერ არ გამოჩნდა ტონირებული ავეჯი, თუმცა მისი დამზადება შესაძლებელია. ცადეთ კომოდის ტონირება. ის სულ ახლებურად აჟღერდება.
და ბოლოს - ომბრე აბაზანაში
ძალიან მოდური და ახლებური თემაა გრადაციული ფილა აბაზანაში. ამ ტექნიკით თქვენ შეგიძლიათ განსაკუთრებული განწყობა მიიღოთ ინტერიერში.