მოჩითული იატაკი

12
დეკ

მოჩითული იატაკი

არ გაგიკვირდეთ - დღეს ჩვენ იატაკის მოჩითვაზე გესაუბრებით. იმ პირობებში, როდესაც მოგვბეზრდა ის იატაკი, რომელიც გვაქვს, მაგრამ ახლის დასაგებად თანხმები არ გვყოფნის, ან უბრალოდ არ გვინდა ის რასაც გვთავაზობს სამშენებლო მასალების ბაზარი, მოჩითული იატაკი არის საუკეთესო გამოსავალი.

რა არის მოჩითული იატაკი? ეს არის დიზაინერული გადაწყვეტა, როდესაც იატაკზე იგება ნაჭერი და შემდეგ ეს ნაჭერი იფარება იატაკის ლაქით. ამასთან ეს ხერხი საშუალებას იძლევა ის ნახატი მიიღოთ, რომელიც გსურთ. 

თქვენ შეგიძლიათ დააგოთ მაქმანი, ჩითი, სატინი ან უხეში ტილო და ითამაშოთ ფაქტურებით. 

ასეთი იატაკი ინდივიდუალურ გემოვნებას უსვამს ხაზსს და ძალიან ტრენდულია.

როგორ და რაზე იგება მოჩითული იატაკი?

უპირველესად უნდა დაიგოს ფანერა ან ე. წ. „დეესპე“ და ზედაპირი უნდა იყოს იდეალურად სწორი. შემდეგ, ზედ მაგრდება ნაჭერი. ნაჭერი ან ლურსმნებით მაგრდება კიდეებში ან წებდება მთელს ზედაპირზე. უმჯობესია მეორე ვარიანტი, ნაოჭებისგან თავის დასაცავად. 

შემდეგი ეტაპია ზედაპირის გაუთოება. უთო 170 გრადუსზე უნდა იყოს გახურებული.

ამის შემდეგ იატაკი უნდა გაილაკოს. ლაქი 2-3 დღის ინტერვალით უნდა წაესვას და იდეალური იატაკის მისარბად აუცილებელია ლაქის 6 ფენა.

ასეთ იატაკზე გავლა მხოლოდ საბოლოო გაშრობის შემდეგ არის შესაძლებელი. გვერწმუნეთ, შედეგი დაცდათ ღირს!