წავუსვათ... შპალერი

22
დეკ

წავუსვათ... შპალერი

წავუსვათ... შპალერი

დღეს სულ უფრო მეტ პოპულარობას იკრებს ახალი კედლის დეკორი - თხევადი შპალერი. ის ორნაირია, უკვე გამზადებული, რომელიც შეგიძლიათ შპალერის მაღაზიებში შეიძინოთ და თვითნაკეთი, ანუ დიზაინერული.

გამზადებული თხევადი შპალერი შეიძლება იყოს ბამბის, აბრეშუმის, ან ე. წ. დანიური ბათქაშის, ხოლო დიზაინეული ანუ ხელნაკეთი თხევადი შპალერი დამზადებულია დიზაინერთა მიერ შეკვეთით, ან ინდივიდუალურად. 

ყველა შემთხვევაში თხევადი შპალერის საფუძველი, ქაღალდის, ან ნაჭრის მასალაა, რომელიც სპეციალური მეთოდით მუშავდება და სწორი გამოყენების შემთხვევაში ძალიან ეფექტურია. 1 კვადრატულ მეტრ კედელს სადღაც 350 გრამი მასალა სჭირდება. ასევე თხევადი შპალერი სუნთქავს და ეკოლოგიურია, ვინაიდან ის ბუნებრივი მასალებისგან მზადდება.

ჩვენ ასევე შეგვიძლია თავად დავამზადოთ თხევადი შპალერი და ცოტა ხნით თავი ინტერიერის დიზაინერად წარმოვიდგინოთ.

მაშ, ასე, როგორ შევქმნათ თხევადი შპალერი?

ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება: 40 ნაჭერი ფორმატის ქაღალდი (ფაქტურა გემოვნებით), 1.25 ლიტრი წყალი, 40 გრამი აკრილის ბათქაში, სამშენებლო მიქსერი.

თავდაპირველად წვრილად დახიეთ ქაღალდი და მოათავსეთ სათლში.დაასხით თბილი წყალი და აცადეთ 2 – 4 საათი. მიღებული ნაზავი ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ის საღებავი, რომელიც გსურთ და კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ მშალი ბათქაში და ისევ ურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთვაროვან მასას. დაუმატეთ შპალერის წებო.

ამის შემდეგ შეგიძლიათ კედლების დაფარვა დაიწყოთ. გამოიყენეთ შპალერის შპატელი და გახსოვდეთ რომ კედელი უნდა იყოს სწორი და გასუფთავებული. აცალეთ გაშრობა 24 საათის განმავლობაში.

ასევე იგივე მეთოდით თქვენ სეგიძლიათ დაამზადოთ შპალერი აბრეშუმის ან კოტონის ნაჭრებისგან.