თარო

01
თებ

თარო

თაროები სახლში აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ. გვერწმუნეთ, რამდენი კარადაც და სათავსოც არ უნდა გქონდეთ, თარო მაინც დაგჭირდებათ. აბა სხვანაირად სად უნდა შეაწყოთ ყველა ის საყვარელი ნივთი, წიგნი თუ ლარნაკი ახალი ყვავილებით?

მაგრამ თაროცაა და თაროც. თუ უბრალოდ კედელზე ხის ნაჭრებს მივადგამთ, ეს ყველაფერი იქნება მოსაწყენი. მაგრამ თუ ამ საქმეს კრეატიულად მივუდგებით ჩვენ თაროსგან გავაკეტებთ ინტერიერის დეკორს!

ძალიან მოდურია შეკიდული თაროების სისტემა. ჭერიდან ჩამოშვებულ ტრისებზე ვამაგრებთ თაროებს, იმდენს, რამდენიც გვსურს და ვიღებთ ორიგინალურ ელემენტს. კედელზე შეგვიძლია შევქმნათ თაროს ტალღა რაც სხვადასხვა სიგრძის თაროების ერთმანეთის მიყოლებით დამაგრებას გულისხმობს. თაროსგან ვარსკვლავიც შეგვიძლია გავაკეთოთ. 

თარო სავარძელი, თარო საწოლი ცალკე საუბრის თემაა. ფანტაზიის გაქანებაზეა დამოკიდებული ის თუ რა ტრანსფორმერს გავაკეთებთ. 

რაც შეეხება მასალას: არ არის აუცილებელი ხით ან ლამინატით შემოვიფარგლოთ! შუშა, პლასტიკი, კერამიკა - ყველაფრისგან შესაძლებელია ორიგინალური ფორმის თარო დამზადდეს.

ასევე შესაზლებელია ინტერიერის ფორმირებისას ჩაშენებული თაროების გაკეთება. თუ თქვენ გაქვთ რემონტი და იყენებთ ე. წ. „გიფსოკარდონს“ , ამ მასალით შესანიშნავად არის შესაძლებელი ნებისმიერი კონფიგურაციის კედელში ჩადგმული თაროს შექმნა.

შემდეგ თქვენ ამ ტაროებს დაფარავთ ლამინატით, ხით თუ გადააკრავთ დეკორატიულ შპალერს, ან რამე სხვა მასალით დაფარავთ, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მთავარია დაიმახსოვრეთ: თარო არასოდეს არ იქნება საკმარისი!