სამზარეულოს ფარდა

09
თებ

სამზარეულოს ფარდა

სამზარეულოა ის ადგილი, რომელშიც, გაგიკვირდებათ და, ჩვენ, ქალებიც და კაცებიც უმეტეს დროს ვატარებთ. შესაძლებელია არც გვიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ინტერიერი ჩვენს განწყობაზე ძალიან ძლიერად მოქმედებს და ხანდახან იმ ჩვენს ქმედებებსაც განაპირობებს, ამიტომაც, სამზარეულო უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს კეთილგანწყობას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო დაგეგმარებას, სამზარეულო ავეჯს, განათებას, არამედ, ისეთ დეტალსაც, როგორიც არის ფარდა. 

 ვერც ერთი ინტერიერი ვერ იქნება დასრულებული ფარდის გარეშე და საუბარი აქ მაინცდამაინც ნაჭრის ტრადიციულ ფარდებზე არ არის. დღეს ფარდა შესაძლებელია იყოს ისეთი, როგორსაც ჩევნი ფანტაზია დაუშვებს. 

თუმცა რაღაც წესებს უნდა დაეყრდნოთ, მაგალითად, თუ სამზარეულო ქანთრი სტილშია, ფარდები უმჯობესია ნატურალური, რბილი ქსოვილისგან შევარჩიოთ, თუ ჰაი ტეკია, აქ თანამედროვე, ჰაიტეკ ქსოვილების ჟალუზები მოუხდება. 

მნიშვნელოვანია ასევე ფარდის ფერი - ის არ უნდა იყოს მუქი და არ უნდა ზღუდავდეს შუქს - სამზარეულოში შუქი მაქსიმალურად უნდა იღვრებოდეს!

ახლა ძალიან მოდურია ე. წ. რომაული ჟალუზები - ეს არის ჰორიზონტალურად აკინძული ნატურალური მასალისგან შედგენილი როლეტი, რომელიც ძალიან ეფექტურია სამზარეულოში. 

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ექსპლუატაციის თავისებურებანი - რაც არ უნდა კარგი ამწოვი გვქონდეს, სამზარეულოში ფარდა მალე ისვრება და მათი შერჩევისას აუცილებლად ვიკითხოთ თუ რამდენად კარგად ირეცხება მოწონებული მასალა და რამდენ ხანს ძლებს - ფარდა ძვირი სიამოვნებაა და მას მალე გამოცვლა არ უნდა ჭირდებოდეს.