სწრაფი რემონტი

10
ივლ

სწრაფი რემონტი

სამზარეულო

დამეთანხმებით, სამზარეულო, არის ის ადგილი, სადაც უმეტეს დროს ვატარებთ. და არა მარტო ქალები. მამაკაცებიც. დილა საუზმით იწყება, სამსახურიდან მოსულებს კი ვახშამი გველის. ეპოქა, როდესაც სამზარეულო სასტუმრო ოთახისგან კედლით და ჩარაზული კარით იყო გაყოფილი, დასრულდა და საერთო სივრცე გაბატონდა. სტუდიოების მზარდი პოპულარობის პირობებში, კი სამზარეულოში საძინებელი ზონაც აღარაა უცხო. აქედან გამომდინარე, სამზარეულო სახლის საკვანძო ადგილად გადაიქცა და რამდენადაც კარგად და გამართულად იქნება ეს ზონა მოწყობილი, იმდენად კომფორტულად ვიქნებით ჩვენ სახლში.

სამზარეულო სახლის ენერგეტიკულად ყველაზე მეტად დატვირთული ადგილია. აქ უამრავი დენის წყაროა და განათებაც არანაკლები უნდა იყოს.

ელექტროობის დაგეგმარება მხოლოდ ავეჯის განლაგების ზუსტი გეგმის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამიტომ განსაზღვრეთ სად გექნებათ ხელსაბანი, სად გაზქურა ან ელექტროქურა, სად განლაგდება სამუშაო ზონა, გექნებათ თუ არა მოდური კუნძული.

სამზარეულოში ძალიან ბევრი ელექტროხელსაწყოა, რომელიც ქსელში მუდამ ჩართული უნდა იყოს. ასეთი წყაროები არც უნდა ჩანდეს და ამავდროულად გასათიშად ადვილად მისადგომი უნდა იყოს. ყველაზე პრობლემური საკითხია სად გავაკეთოთ აირღუმელის, მიკროტალღური ღუმელის და ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ჩასართავები.

ერთ-ერთი პასუხი ასეთია: აირღუმელისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩასართავები შესაძლებელია ცოკოლიდან 10 სანტიმეტრის სიმაღლეზე, სამზარეულო ავეჯის უკან დამონტაჟდეს. რამე რომ იყოს, ცოკოლის დემონტაჟი ადვილია და ჩასართავებიც ხელმისაწვდომი გახდება.

მეორე ვარიანტია ჩასართავების კარადაში დამალვა. ამ შემთხვევაში ავეჯის კედელი იჭრება. მოსახერხებელია და ადვილად ხელმისაწვდომი.

აქვე ავღნიშნავ, რომ იმ ხელსაწყოებს, რომლებიც მუდამ ჩართულია, ცალკე ავტომატი უნდა ქონდეს. ასე ბევრ პრობლემას ავიცდენთ.

როგორ მივაერთოდ სხვა ტექნიკა?

ამწოვის ჩასართავი კარადების უკან შეიძლება დავმალოთ. მაცივრის ჩასართავი იმ მიმდებარე კედელზე უნდა დამაგრდეს, სადაც მაცივარი დგას.

ტელევიზორის ჩასართავი კი იქვე კეთდება.

მიქსერების, კომბაინების, ყავის მანქანის და სხვა ყოველდღიური ტექნიკის ჩასართავებს, როგორც წესი სამუშაო ზონის კედელზე ვაკეთბთ. თუ ეს სამუშაო ზონა კუნძული არ არის და სტანდარტულად, სამზარეულოს ნაწილია, ყველა საჭირო ჩასართავი ე.წ. სამზარეულოს საყელოზეა (კაფელის კედელი სამუშაო ზონასა და კარადებს შორის).

კუნძულის შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე. ამ შემთხვევაში ელექტროკაბელი იატაკში იდება და კუნძულში „ამოდის“. იქვე მაგრდება რამოდენიმე ჩასართავი ელექტროხელსაწყოებისთის.

განათბა

სამზარეულოს ცენტრში ერთი ჭაღი მოძველებული ვარიანტია. არც არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სამუშაო ზონების განათბა. ქურის გამნათებელი წყარო როგორც წესი ამწოვებს აქვთ. ასევე შესაძლებელია კარადების განათებები, როგორც შიგნით, ასვევე ზოლად, გაყოლებაზე. ეს უკვე შუქის დიზაინის თემაა და ინდივიდუალურ გადაწყვეტას საჭიროებს.

ძალიან ლამაზად გამოიყურება დიდი აბაჟურიანი სანათი სასადილო მაგიდის ზემოთ. ის სიმყუდროვეს ქმნის, თან ძალიან მოდურია.

ასვევე მოსახერხებელია კედლის წერტილოვანი განათებები სხვადასხვა ზონებისთის - იქ სადაც ტახტია, ან სავარძელი. წერტილოვანი განათებები შესაძლებელია მოძრავი და მიმართულიც იყოს - იქით მიატრიალებთ, სადაც დაგვჭირდებათ.

ასე მოწყობილ სამზარეულოდან, მერწმუნეთ, არსად გასვლა არ მოგინდებათ!