ვაშენებთ სახლს და არ ვიხდით გადასახადებს!

28
ივლ

ვაშენებთ სახლს და არ ვიხდით გადასახადებს!

ვაშენებთ სახლს და არ ვიხდით გადასახადებს!

დაინტერესედით? ახლა აგიხსნით - ჩვენ ენერგოეფექტურ სახლზე ვსაუბრობთ. მოგეხსენებათ გადასახები მხოლოდ იზრდება. გაათბო სახლი ისე, რომ კომფორტი გქონდეს და არ გაკოტრდე სულ უფრო ძნელი ხდება, ამიტომ აი თქვენ რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ ავაშენოთ სახლი და დავზოგოთ ფული:

შეარჩიეთ ბუნებრივი სამშენებლო მასალები. ხე ფუფუნებაა, ძვირია, მაგრამ, გაითვალისწინეთ, მხოლოდ ერთხელ იხდით და მერე სულ ზოგავთ. მთლიანად ხის სახლი აგარაკისვთის იდეალურია, ქალაქში ნაკლებად, თუმცა დღეს სამშენებლო ბაზარზე არსებობს მასალები, რომლებიც ეფექტურად ინახავს სითბოს. მშენებლობისას შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც სამხრეთისკენ არის მიმართული. პირდაპირი მზის სხივები თქვენი მოკავშირეა. ზაფხულში დაგცხებათ? არა, აივნებსა და ფანჯრებზე დამაგრებული ტენტები დაგიცავთ სიცხისგან, ხოლო ზამთარში მზე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სითბო. 

ადგილი ქარისგან უნდა იყოს დაცული. ამაში ასევე ბუნებრივი მოკავშირეები, ხეები დაგეხმარებათ. დარგეთ რაც შეიძლება მეტი, სწრაფად მზარდი ხე და ბუჩქი, ამასთან ზოგი მათგანი მარადმწვანე უნდა იყოს - ზამთარში საფარი არ დაკარგოს და ცივი ქარისგან დაიცვას სახლი, ხოლო ის ხეები რომლებსაც ფოთოლი დასცვივდებათ სახლში ბევრ ზამთრის მზის სხვივს შემოუშვებს და ასევე დაგეხმარებათ ეკონომიაში.

კარის და სარკმლის ღიობები სწორად დაგეგმეთ. ეცადეთ ისინი ჩრდილოეთ მხარეს განალაგოთ.  დააყენეთ ორმაგი ფანჯრები.

ჭერს, კედლებსა და იატაკს სპეციალური თბოსაიზოლაციო მასალები დაატანეთ. ისინი არა მარტო სიცივისგან, ხმაურისგანაც დაგიცავთ. ასე თქვენ ძალიან მალე შეამჩნევთ რომ შუქსა თუ გაზზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავთ და მეტი ფული გრჩებათ გასართობათ!