როგორ „ავხადოთ“ ჭერი
მშენებლობა და სწრაფი რემონტი
დაბალი ჭერები... რა უნდა უყო დაბალ ჭერს? უყურო და იდარდო და იოცნებო სადმე ძველი უბნის ძველ სახლში გადასახლებაზე? მგონი სხვა გზაც არსებობს: დასაჭიმი ჭრები. ისინი არა მარტო ლამაზია, არამედ ჰაეროვნების ეფექტს ქმნის და ვიზუალურად ჭერს ამაღლებს.
დასაჭიმი ჭერი ორი სახისაა: გლუვი და პრიალა. სამზარეულოსთის, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და თუ ეს სამზარეულო ახლა ასეთი პოპულარული სტუდიოა და სასტუმრო ოთახთან არის მიერთბული, პრიალა ჭერი იდეალურია. ის ამაღლებს ჭერს, ირეკლავს სივრცეს და შეგრძნება, რომ თავზე ბეტონი გადევთ, აღარ შეგაწუხებთ. ამასტან სამზარეულოს დასაჭიმი ჭერის მასალა შესანიშნავად უმკლავდება. მისი სპეციალური ანტისეპტიკური დაფარვა ებრძვის მტვერს და ბაქტერიებს.
დასაჭიმი ჭერების მონტაჟამდე რამოდენიმე წესია გასათვალისწინებელი:
1. ის კედლები სადაც დამაგრდება დასაჭიმი ჭერი უნდა იყოს მყარი.
2. ყველა კედელი უნდა იყოს იდეალურად მოსწორებული ჭერი ჩაფუშულ პარაშუტს რომ არ დაემსგავსოს. იგივე ეხება კერამიკულ ფილასა თუ გიფსოფილას.
3. საკუთრივ ჭერი უნდა იყოს იდეალურად მოსწორებული
4. ყველა კაბელი წინასწარ უნდა იყოს მიყვანილი განათების წყაროებთან.
5. ნაგავი და ზედმეტი დეტალები უნდა მოშორდეს.
6. ჭერების დაჭიმვის დროს შენობაში უნდა დაცული იყოს საჭირო, სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი.
ყველაზემოთქმული მიუთითებს შემდეგ ფაქტზე: იმისთის რომ თქვენი დაჭიმული ჭერები იდეალურად გამოიყურებოდეს, მოუხმეთ სპეციალისტებს და ნუ ენდობით სადმე ხიდის ქვეშ მდგარ ყველაფრისმცოდნე ხელოსნებს! სპეციალისტებს კი იპოვით აი აქ: http://offer.buildinghouse.ge/