როგორ დავრჩეთ ფეხშიშველები ზამთარში

26
აგვ

როგორ დავრჩეთ ფეხშიშველები ზამთარში

რემონტი, მშენებლობა

ჩვენ ახლა გვგონია რომ აღარასოდეს შეგვცივდება. ჩვენ ვეძებთ გრილ ადგილებს და საღამოს ნიავს გადამრჩენელივით ველით. თუმცა გავა სულ რამოდენიმე კვირა და ჩვენ მივხვდებით რომ სახლების გათბობის ჟამი სულ უფრო ახლოსაა. და თუ სახლს ვიშენებთ ან ვარემონტებთ, მითუმეტეს - როგორი გათბობის სისტემა იქნება ყველაზე მეტად ოპტიმალური?

დღეს სულ უფრო მეტ პოპულარობას „თბილი იატაკის“ პრინციპი იკრებს და არა მარტო იმიტომ, რომ ზამთარში ფეხშიშველა ტანტალი გვინდა. თბილის იატაკიდან სითბო ჰარმონიულად და თანაბრად ნაწილდება მთელს სახლსა თუ ბინაში, ამავდროულად კედლებზე „ბატარეებიც“ არ გვეჩხირება თვალებში. 

მაშ ასე, გვსურს ჩვენს საცხოვრებელში მუდამ სტაბილურად თბილოდეს? გვსურს თბილი წინდები სამუდამო დავიწყებას მიეცეს? მაშინ იატაკის გათბობა ჩვენი თემაა.

„თბილი იატაკის“ სისტემა

ინფრაწითელი ნატბის ელექტრონული კაბელის სისტემა, რომელიც იატაკის ქვეშ იდება. მას აქვს რამოდენიმე დადებითი თვისება - კაბელები საკმაოდ თხელია და ამიტომ იატაკი ამაღლებას დიდად არ საჭიროებს. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ტემპერატურა: დავუწიოთ ან ავუწიოთ მხურვალებას. იგივე რეგულაციით ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ გათბობის დრო დღე-ღამის განმავლობაში.

ასეთი იატაკი მონტაჟდება როგორც პირველად ხის ბაზაზე ასევე ბეტონის მოჭიმულობაზე. კაბელების ზედა ფენით მოჭიმვამდე, მკვებავი ელექტროელემენტები კედლებში მონტაჟდება. რეგულატორი მაგრდება კედელზე იატაკიდან 80-90 სანტიმეტრის სიმაღლეზე. შემდეგ იატაკი სპეციალური ხსნარით საბოლოოდ მოიჭიმება. ამასტან ეს შეიძლება იყოს არა ცემენტი, არამედ ნებისმიერი სხვა, თანამედროვე მოსაჭიმი ხსნარი. შემდეგი ეტაპი უკვე თავად იატაკის დაგებაა. დაგებამდე სასურველია მოხდეს გათბობის სისტემის ჩართვა და შემოწმება.

ასეთი იატაკის ნაკლი ის არის, რომ ელექტროენერგიის ხარჯი გეზრდებათ. 

იატაკის გათბობა წყლის სისტემით

იატაკის პირველად მოჭიმვაზე იდება წყლის სისტემის მილები და გათბობის პრინციპი იგივეა რაც სტანდარტულ კედლის „ბატარეების“ შემთხვევაში, ერთი განსხვავებით, მილები იატაკშია. 

„ორმაგი იატაკი“

ძველ იატაკზე იგება თბოიზოლაციური მასალები: კერამზიტი, ქვაბამბა, ნახერხი. ზემოდან იგება ახალი იატაკი. ასეთი იატაკის უპირატესობა ელექტროენერგიის დაზოგვაა. თუმცა სერიოზული ნაკლია ის რომ იატაკს რაღაც ტემპერატურაზე ზემოთ ვერ გაათბობ. ასევე საგრძნობლად აიწევს იატაკის დონე. ასევე შესაძლებელია ამ ორმაგ იატაკში ელექტროსადენების ან წყლის სისტემის დატანება. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უნივერსალურად დათბილულ იატაკს.