როგორ მივიერთოთ აივანი
რა ვქნათ, თუ ადგილი ბინაში არ გყოფნის? პასუხი ამ კითხვაზე რამოდენიმეა და დამოკიდებულია იმაზე გაქვთ თუ არა აივანი ან ლოჯია და ესაზღვრება ის თქვენს სამზარეულოს თუ არა.
თუ ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, მაშინ თქვენ თამამად შეგიძლიათ აივნის ან ლოჯიის სივრცე ფართის გასაფართოებლად გამოიყენოთ.
1. სასადილო აივანზე
თქვენ შეგიძლიათ აივანი სასადილო ოთახად აქციოთ. მაგიდა, სკამები და რამოდენიმე დეკორატიული ელემენტი სიმყუდროვეს შემატებს თქვენს ახალ სასადილო ოთახს. ასეთი გადაწყვეტის დადებითი მხარეა ბევრი შუქი. ამისთის ჩვენ უნდა შევმინოთ აივანი და არავითარ შემთხვევაში არ ამოვაშენოთ ის. გამოიყენეთ ფანჯრის რაფები, როგორც ბარის სადგომი. და თუ ეს სივრცე თქვენს სამზარეულოს ესაზღვრება, მაშინ ძალიან იღბლიანი ხართ!
აივნის გადაკეთებისას გაითვალისწინეთ ის, რომ თქვენ აივნის დათბილვა მოგიწევთ. გაამაგრეთ ფანჯრის რაფა და იყიდეთ ბარის მაღალი სკამები. გვერდებზე შეგიძლიათ კარადები და თაროები მოაწყოთ.
2. რელაქსის ზონა
არ გჭირდებათ სასადილო, მაგრამ არ გაქვთ ადგილი სადაც დაემალებით ყველას და დაისვენებთ? აივანი (ან ლოჯია) იდეალურად გადაკეთდება ბუნაგად. შემინეთ აივანი, ჩამოაფარეთ სქელი, რბილი ფარდები, დაყარეთ სავარძელი-ტომრები (პუფები) და დადგით პატარა ჟურნალის მაგიდა. ბალიშები და ჩუმი (ან ხმამაღალი) მუსიკა დაასრულებს სურათს. და დაე მთელმა სამყარომ, დაგიცადოთ სანამ თქვენ ისვენებთ!
3. კაბინეტი
სამუშაო ადგილი არ გაქვთ? აივანი ასევე იდეალურად გადაკეთდება სახლის ოფისად. შემინული სივრციდან შუქი სამუშაო განწყობაზე დაგაყენებთ. პატარა შუშის მაგიდა, კომფორტული სკამი, თაროები და ხედი ფანჯრიდან ყოფილ აივანს იდეალურ სამუშაო ზონად აქცევს.