სახლის კარი
შემოსასვლელი კარი
რას ხედავს სტუმარი, რომელიც ჩვენს სახლს პირველად სტუმრობს? დიახ, შემოსასვლელ კარს. ინტერიერის ეს დეტალი, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წმინდა ესტეტიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვან - უცხოების სახლში შემოჭრის - აღკვეტის ფუნქციას ასრულებს. ამიტომაც, ლამაზის გარდა, კარი უნდა იყოს გამძლე და მყარი.
შემოსასვლელი კარებების მასალები დღეს უკვე ასარჩვად გვაქვს: ხე, პლასტიკი, ზეგამძლე მინა, მეტალი. ამიტომაც, რომ არ დავიბნეთ და სწორად ავარჩიოთ, ის კარი, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება, მივყვეთ რამოდენიმე მარტივ რჩევას.
უპიველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ შემოსასვლელი კარი ჰარმონიულად უნდა იწერებოდეს ინტერიერში და საქმე მხოლოდ მის ფერზე არ არის. კარი მთლიანობაში უნდა აღიქმებოდეს და მაგალითად, ჰაი ტეკ ინტერიერში არტ დეკო კარი არ უნდა ჩააყენოთ. მეორე, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს მასალაა:
ლითონის კარი
უკონკურენტო მასალაა. ზეგამძლეობით გამოირჩევა, სანდოა, მყარია და ხმაურის კარგი იზოლატორია. ასევე, კარგად ინარჩუნებს სითბოს. თუ თქვენი არჩვანი ლითონის კარზე შეჩერდა, უნდა გახსოვდეთ:
-ყურადღბით გაეცანით ტექნიკურ დეტალებს, რომელზედაც უთითებს მწარმოებელი.
- მიაქციეთ ყურადღბა მის კონსტრუქციასა და ჩარჩოს.
-მიაქციეთ ყურადღბა საკეტებისთის დატოვებულ ღიობებს.
პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ლითონის კარი უკვე ჩამონტაჟებული საკეტებით იყიდება, ამიტომ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ და გაკმაყოფილებდეთ ის საკეტები, რომელიც მოყვება კარებს.
ხის კარი
ძირითადად აგარაკებზე აყენებენ. უფრო მყარი და სანდოა მთლიანი ხისგან დამზადებული კარი. თუმცა ეს ძვირი ფუფუნებაა. ოპტიმალური სისქე 50 მმ და ზემოთ. ხის კარი სპეციალური ხსნარით უნდა იყოს დამუშავებული რომ მისი ლპობა გამოირიცხოს. ხის კარს გატეხვის საწინააღმდეგო კარკასი უნდა ქონდეს დატანებული.
შუშის კარი
ახლა ძალიან მოდურია შუშის შემოსასვლელი კარი. ასეთი კარები ხშირია მეტალის ჭედურ ელემენტებთან ერთად. ლამაზია ხის და შუშის კომბინაციები ან მასიური, სპეციალურად დამუშავებული, მთლიანად მინის კარი. შუშის კარი დამატებით განათების წყაროს ქმნის. სიმსუბუქის და სივრცის გადიდების შთაბეჭდილებას ახდენს.
კარგად დააკვირდით შუშის ტექნიკურ აღწერილობასა და დეტალებს. რამდენად მყარი და არამტვრევადია. არის თუ არა ბრონირებული შუშა. უძლებს თუ არა დარტყმას, ცეცხლს ან სხვა სახის ზემოქმედებას?
ალუმინის კარი
ფასით ალუმინის კარი ძალიან ხელმისაწვდომია. დღეს ისინი პოპულარობის პიკზეა. შემოსასვლელითვის AGS-68 პროფილის ალუმინის კარი შეარჩიეთ. თუმცა ალუმინი ლითონს გამძლეობით ჩამორჩება, ამიტომ თუ ალუმინის კარს ირჩევთ, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შეიძინეთ.
ალუმინის კარის უპირატესობების:
დაბალი ფასი
სიმსუბუქე
ფერების პრაქტიკულად შეუზღუდავი არჩვანი
ნებისმიერი გემოვნების დაკმაყოფილება
ადვილი მოსავლელია
ასე რომ აირჩიეთ და ისიამოვნეთ ტქვენი არჩვანით!