რბილი იატაკი

01
ნოე

რბილი იატაკი

რბილი იატაკი

სად და რა შემთხვევებში გამოგვადგება რბილი იატაკი, იგივე კავროლინი? პირველი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის, გვყავს თუ არა შინაური ცხოველი სახლში. ძაღლის და კატის შემთხვევაში კავროლინი ბეწვებს აიკრავს და მუდმივად გასამტვერსასრუტებელი იქნება. ამიტომ, უმჯობესია ის დავაგოდ ისეთ ადგილებში, სადაც გვჭირდება მეტი სითბო, სიმყუდროვე და კომფორტი. მაგალიტად გარდერობის ოთახში, ან ბავშვის ოთახში. თანამედროვე კავროლინები კარგად იწმინდება და ჰიგიენის თვალსაწზრისით პრობლემებს არ შექმნის.

რბილი იატაკი პრაქტიკული და ფასიტაც ხელმისაწვდომია. ის კარგად შთანთქავს ხმაურს. საკმაოდ გამძლეა და დიდი ხანი მოგემსახურებათ.

რბილი იატაკის სტრუქტურა სამი ფენისგან შედგება: ბუსუსი, საფუძველი და მერადი ფენა.

ბუსუსი ნატურალური ან ხელოვნური ბოჭკოსგან მზადდება. ნატურალურისთვის გამოიყენება ბამბა, სელი, ქოქოსის ბოჭკო. აბრეშუმი და შალი ცხოველური წარმოშობის მასალაა. შალი ნაკლებად გამძლეა და ცუდად იღებება. ამიტომ შალის კავროლინები ძირითადად ბუნებრივი ფერისაა.

სინთეტიკური კავროლინები ბევრად უფრო გამძლეა. პოლიამიდი, პოლიპროპილენი, და პოლიესტერი, ის მასალაა, რომლისგანაც ზალიან ხარისხიანი რბილი იატაკი მზადდება. 

პოლიამიდის მთავარი უპირატესობა ზემდგრადობაა.  ის ხალიჩისთვის იდეალური ბოჭკოა. 

მას ჩამორჩება პოლიესტერი. მისი ბოჭკო, სტრუქტურულად უფრო სუსტია. ასეთი რბილი იატაკი შედარებით მალე გაცვდება. ამიტომ, შეძენისას აუცილებლად იკითხეთ თუ რისგან არის დამზადებული თქვენს მიერ შერჩეული კავროლინი.

აღსანიშნავია ასევე აკრილის მასალის რბილი იატაკები. ის ძალიან კარგად იღებება და ამიტომ აკრილის იატაკების ფერთა პალიტრა შეუზღუდავია. 

შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით და იარეთ ფეხშიშველებმა ზამთრის ყველაზე სუსხიან დღეებშიც კი!