А.Казбеги 2 / Гамсахурдиа 34
infobuildinghouse.gebuildinghouse.ge
+995 574 06 02 74

Блог

რემონტი

2018-04-19

ყველაზე გავრცელებული შეცდომები რემონტისას არის სამუშაოების პროცესის და თანმიმდევრობის დარღვევა. ეს  არა მარტო ხასიათს გაგიფუჭებთ, არამედ ბიუჯეტს და გუნება განწყობასაც გინადგურებთ.

ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მოგაწოდოთ სამუშაოების ის ჩამონათვალი და თანმიმდევრობა, რომელიც რემონტს ჯოჯოხეთიდან სასიამოვნო პროცესად აქცევს:

შებათქაშება

იატაკის მოჭიმვა

გიფსოფილის მონტაჟი

შპაკლი


ამის შემდეგ ველოდებით მასალების სრულ გაშრობას. თუ ჩვენ არ დავიცავთ ამ თანმიმდევრობას, კედლები, ჭერი თუ იატაკი დასკდება. 

კედლების ღებვამდე ყველა მტვრიანი სამუშაო უნდა შეჩერდეს. 

დენის წერტილების მონტაჟი უნდა მოხდეს შპაკლის წინ, ხოლო თავად ჩასართველების მონტაჟი კედლების შეღებვის და შპალერის გაკვრის შემდეგ ხდება. 

სულ ბოლოს იგება იატაკი.

აბაზანა/ტუალეტი

კედლების დამუშავება

სველი წერტილების მონიშვნა

დენის წყაროების წერტილების მონიშვნა

იატაკის მოჭიმვა

ფილების გაკვრა (კედელი, იატაკი)

ჩასართველების მონტაჟი

სველი წერტილების გარნიტურის მონტაჟი

შეკიდული ჭერის მონტაჟი

აირჩიეთ ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალები. დააკვირდით ეტიკეტებს და წაიკითხეთ ანოტაციები. უმჯობესია დახარჯოთ მასალებზე მეტი, ვიდრე დაიხარჯოთ ჯანმრთელობის გამოსწორების პროცესში. 

და ბოლოს, ძალიან კარგია, თუ თქვენ გყავთ დიზაინერი, რომელიც ბინას საბოლოო სახეს შესძენს. თუ თქვენი ბიუჯეტი ამას ვერ ითვალისწინებს, მაშინ დასხედით და თავად წარმოიდგინეთ თუ როგორ გინდათ გამოიყურებოდეს ის სივრცე, რომელშიც უნდა იცხოვროთ. დაადგინეთ მიახლოებული სტილი, ავეჯის რაოდენობა და მისი ვიზუალი, მონიშნეთ ის დეტალები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია. ეს რემონტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ!

Подробнее

პროექტირება - ინტერვიუ

2018-03-28

საქართველოში სამშენებლო ბუმია, თუმცა სულ უფრო ხშირად ვრწმუნდებით იმაში, რომ, ის რაც აშენდა და შენდება, გამართული პროექტებით არ გამოირჩევა. 

და მაინც რა არის შენობის პროექტი? რა კომპონენტებისგან შედგება ის და რატომ არის აუცილებელი მშენებლობის დაწყებამდე, სწორი და ზუსტი პროექტის არსებობა?

ამ კითხვებზე პასუხებს კომპანია Building Hous-ის დირექტორი, ბატონი ირაკლი ჯინჭარაძე გაგვცემს.


- ბატონო ირაკლი, რა იგულისხმება პროექტირებაში?


- პროექტირება არის მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო საწყისი და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ ეტაპზე სამუშაო რამოდენიმე მიმართულებით იშლება - დგება გენგეგმა, რომელიც შეიცავს ჰორიზონტალურ გეგმარებას, დაკვალვას და რელიეფის ორგანიზაციის გეგმას, ასევე, მიწის  რელიეფის ტოპოგრაფიას.

შემდეგ უკვე მუშავდება ტიხრების, კედლების, ღიობების დაკვალვა, ჭრილები, ნიშნულები, ფასადის გეგმა. ბოლოს სახურავის გეგმარება დგება, რომელიც, ნივნივების განლაგებას, სახურავის მზიდი ელემენტების განლაგებას, სახურავების ელემენტების სპეციფიკაციებს მოიცავს. პროექტში შედის ასევე ისეთი ელემენტები როგორიცაა სავენტილაციო არხები, კარ ფანჯრების განლაგების გეგმარება, იატაკების პაკეტების სპეციფიკაცია, გარე კედლებისა და ტიხრების ფართი, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების უწყისი, კიბის საფეხურების მოპირკეთების უწყისი, მოაჯირების სპეციფიკაცია, სახურავიდან წყლის გადაყვანა და სხვა დეტალები და კვანძები, სპეციფიკაციით. როგორც ხედავთ ურთულესი, სკურპულოზური და მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომლის გამოტოვება უბრალოდ არ შეიძლება!


- რა მნიშვნელობა აქვს პროექტირებას შემდგომი სამუშაოებისთის?


პროექტი მოიცავსასაშენებელიობიექტისვიზუალურიდაკონსტრუქციულიგადაწყვეტილებებისერთობლიობას.  ეს არის ერთვარი სამოქმედო რუქა. ამ ეტაპის სწორი გადაწყვეტა განაპირობებს მშენებლობის დროულ , ხარისხიან და ფუნქციონალურად გამართულ შესრულებას.


- რას ნიშნავს სწორი პროექტირება?


სწორ პროექტირებაში შედის გრუნტის გეოლოგიური კვლევა, რელიეფის შესწავლა, ფუნქციურად და ვიზუალურად გამართული (გარე და შიდა ექსტერიერი) არქიტექტურული გადაწყვეტა, შენობანაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტა,  შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და შესაბამისი განფასება (ხარჯთაღრიცხვა). თუ პროექტის ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რომელიმე აკლია, პროექტი არასრულყოფილია, შესაბამისად, შენობაც ვერ აშენდება სრულყოფილად.


- პროექტის გარეშე შესაძლებელია თუ არა სახლის მშენებლობა?

- მე გეტყვით, დიახ, რადგანაც დღეს, მთელი საქართველო ასე შენდება და ეს არის ამ ვიზუალური თუ ფუნქციონალური კატასტროფის მიზეზი. ჩვენ ჩვენივე ხელით მოვკალით ქართული არქიტექტურა!

ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტირების ეტაპების კვალიფიციური შესრულება განაპირობებს მშენებლობის დროულ და ხარისხიან შესრულებას.


- რა სირთულეებს აწყდებით თქვენ პროექტირებასთან დაკავშირებით?


პროექტირების თვითოეული ნაწილის არასრულფასოვანი შესრულებისას ხდება გარკვეულ სამუშაოთა რაოდენობის და სხვადასხვა ხარვეზების წარმოჩენა მშენებლობის პროეცესში. ეს იწვევს ბიუჯეტში გარღვევას და ცუდი ხარისხის მიღებას. 


- როგორ დგება პროექტის ფასი?


პროექტირების ფასი დგება თვითოეული ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების განფასებით საბაზრო ფასების გათვალისწინებით.


- რას ურჩევდით მათ, ვისაც სახლის აშენება სურს?


ვისაც სახლის აშენება სურს,პირველ რიგში,დაუკვეთოს კვალიფიციური პროექტი, რომ შემდგომში ის მიიღოს რასაც ელოდება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან დამკვეთებს უმაღლესი დონისა და კვალიფიკაციის პროექტირებას და მის განხორციელებას  ვპირდებით.


Подробнее

ფილა შპალერის ნაცვლად

2018-03-22


ჩვენ შეჩვეულები ფაქტს, რომ კერამიკული ფილა, მხოლოდ აბაზანაშია გამოსადეგი, არადა თანამედროვე, ელიტური ინტერიერების ტრენდი ფილის გამოყენებას შპალერის სანაცვლოდ გვთავაზობს.

შპალერი რაც არ უნდა გამძლე და ძვირადღირებული იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ფუჭდება, ხუნდება, ხოლო ხარისხიანი ფილა ძალიან დიდხანს ძლებს.

თუმცა ფილა, ისეთი, როგორსაც ჩვემ მას ვიცნობთ, საცხოვრებელი ოთახებისთის ცივი და არამყუდროა, თუმცა თანამედროვე დიზაინი და ტექნოლოგიები უკვე გვთავაზობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას.

დღეს ფილაზე სრულად შეიძლება ნაჭრის და ხის ფაქტურის იმიტაცია. თან ისე, რომ ვერავინ ვერ მიხვდება სინამდვილეში რასთან აქვს საქმე. ამასთანავე ნაჭრის ფაქტურის იმიტირებისას, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ტექსტურა, ფაქტურა, ორნამენტი.

ასე რომ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ უკვე არის ფილა, რომელიც შეცვლის შპალერს, იქნება უფრო გამძლე და იქ სადაც ცხელი კლიმატია გაცილებით უფრო მოსახერხებელი.

ამასთან ფრანგი და იტალიელი დიზაინერების ახალი კოლექციები ფუფუნების და ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. კედელში ასეთი ფილის თუნდაც რამოდენიმე ჩანარი თქვენს ინტერიერს ძალიან ძვირფას იერსახეს შესძენს.

მწარმოებლება შექმნეს ფილა რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ძვირფასი აბრეშუმის შპალერის სრულ რეპლიკანტს წარმოადგენს. აბა წარმოიდგინეთ რა ეფექტი ექნება ასეთ ფილას თქვენს სასტუმრო ოთახში?

 

Подробнее

უფანჯრო ოთახი

2018-03-13

ყველა ვთანხმდებით, რომ ოთახში ფანჯარა აუცილებელია. ის არა მარტო შუქის წყაროა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტიც, რომელსაც სივრცის ორგანიზების ფუნქცია აქვს. მაგრამ რა ვქნათ თუ რომელიმე ოთახი უფანჯროდ გვრჩება? ამ შემთხვევაში არის რამოდენიმე ხერხი, რომელიც ამ პრობლემას მოხსნის.

უპირველესად, არ უნდა დაგვავიწყდეს ვენტილაცია, ვინაიდან უფანჯრო ოთახი ბუნებრივად ვერ განიავდება. ასეთ დროს ამ ოთახს უნდა ქონდეს სავინტილაციო არხი, ამწოვი, გამჭოლი, ეს უკვე თქვენს არჩვანზეა. ასევე შესაძლებელია ისეთი სისტემის დაყენება, რომელიც ვენტილაციასთან ერთად გამათბობელ და გამაგრილებელ ფუნქციასაც იტვირთავს. 

ახლა როგორ გავალამაზოთ უფანჯრო ინტერიერი?

დეკორატიული მოძრავი ტიხარი.

პატარა ბინის შემთხვევაში ეს ტიხარი, კარგი გამოსავალია. ასე თქვენ საძინებელ და სასტუმრო ზონებს გამოყოფთ, ხოლო თავად ტიხარი ლამაზ დეკორატიულ ელემენტად იქცევა. ტიხარი შეიძლება იყოს მსუბუქი ბამბუკის, ფერადი შუშის, მოზაიკური ჩანართების, მოხატული ნაჭრის და ასე შემდეგ. ეს თქვენს სურვილებზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

მატყუარა სარკმელი

დიახ, კედელზე შეგიძლიათ სარკმლის ლამაზი ხის ჩარჩო დაკიდოთ, მის უკან კი შპალერზე დახატული პეიზაჟი განათავსოთ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თუ რა ხედი გექნებათ ამ სარკმლიდა - იქნება ეს ოკეანე, პარიზი, დათოვლილი მტები თუ რამე კიბერპანკური ფუტურისტული ქალაქი. ასეთ ფანჯარას ფარდებიც დაამშვენებს და ხელოვნური განათების წყაროც.

სარკეები

ალბათ, ყველაზე გავრცელებული ხერხი, უფანჯრო ოთახის მორთვის, არის სარკე. ორი სარკე, რომელიც ერანეთის პირისპირ კიდია, თქვენს ოთახს ჯადოსნურ უსასრულობას შესძენს. 

დეკორატიული განათებული ნიშები

კედლებში ნიშები, რომლებიც ამონათებულია - კიდევ ერთი კარგი ხერხია მათთვის, ვისაც უფანჯრო ოთაახი ერგო. ასეთ ნიშებში დეორატიული სანთლების ძალიან ლამაზად ჟღერს, ასევე, შუშის დეკორატიული ელემენტებია გამოსადეგი.

ფანჯარა ჭერში

თუ თქვენ ბოლო სართულზე ხართ, იყავით თამამი და ფანჯარა ჭერში გაჭერით. ასე თქვენი სტუმარი ძალიან ხშირად შორეული გალაქტიკები იქნება. 

და ბოლოს გახსოვდეთ! უფანჯრო ოთახი აუცილებლად ღია ტონებში უნდა იყოს დეკორირებული.

Подробнее

როგორ გავზარდოთ სივრცე?

2018-02-19

პატარა ფართის ბინა რომ გავზარდოთ არ არის საჭირო მაგია და ახალი განზომილების აღმოჩენა. ამისთვის საკმარისია ჩვენს 7 რჩევას მიყვეთ და სულ მალე, თქვენი სახლი, პატარა ბინიდან კომფორტულ საცხოვრებლად იქცევა.

მაშ ასე:

1. გამოიყენეთ სარკეები. 

სარკე, სივრცის გაფართოების კლასიკური ინსტრუმენტია, თუმცა აქაც არსებობს პატარა საიდუმლოებები: ცადეთ სარკის ფანჯრის წინ განლაგება - მზის შუქი აირეკლება სარკეში და ოთახს ააელვარებს. ბონუსად მეორე ფანჯრის ილუზიას შექმნის. ან მოათავსეთ სარკე სანათის წინ და იგივე ეფექტს მიიღებთ. ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე სარკეები კი ფანტასტიურ, უსასრულო გარემოს შექმნის.

2. სწორად შეარჩიეთ ფარდები

ფარდები პირდაპირ ჭერიდან უნდა იწყებოდეს. ასე თქვენ მაღალი ჭერის ილუზიას შექმნით. ფარდები იატაკამდე უნდა იყოს, ხოლო ნაჭერი მსუბუქი და ჰაეროვანი. 

3. ავეჯი უნდა იყოს მრავალფუნქციური

სივცე მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული - საწოლის მაგივრად დადგით გასაშლელი ტახტი, რომელიც საწოლისა და ტახტის ფუნქციას შასრულებს. შეიძინეთ პუფი, ის დიდ ადგილს არ იკავებს და ადვილად გადაადგილდება. ამავდროულად სავარძლის ფუნქციას ითავსებს. დასაჯდომებს უნდა ქონდეს უჯრები, სადაც ნივთებს შეინახავთ. თუ ანტრესოლიანი ბინა გაქვთ, კიბის უჯრედის ქვეშ გააკეთეთ კარადა ან სათავსო. 

4. ავეჯი არ უნდა იყოს მასიური

ავეჯი ტრანსფორმერი - იდეალური გადაწყვეტაა! სკანდინავიული გაფორმების სტილი კი პატარა ბინებისთის საუკეთესოა! ავეჯი უმჯობესია ნატურალური ტექსტურის იყოს. 

5. მინიმალიზმი ფერებში

ფერები უნდა იყოს ნაზი და პასტელური, ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ გრადაცია ან ომბრე. მაგალითად საძინებლის კედლები ღია რუხი, გადასაფარებელი და ბალიშებუ მუქი რუხი. ომბრეს შემთხვევაში სიმუქე უნდა იწყებოდეს იატაკიდან და ჭერისკენ ნათდებოდეს. არავითარი გადატვირთული დეკორი. მინიმალიზმი ფერებში თქვენი ხსნაა. 

6. ზონირება

გაყავით ბინა ზონებათ, მაგრამ არ ამოშენოთ კედელი - სტუდიოში საჭმლის და სასტუმროს ზონა შეიძლება იყოს გაყოფილი თაროების სტელაჟით ან ბარის სადგომით. თუ საძინებელიც იქვეა, დაკიდეთ მსუბუქი და ლამაზი ფარდა. სასწავლო ზონა მაღალი მცენარით გამოყავით.

7. ანტრესოლი

თუ თქვენი ჭერი 2.5 მეტრზე მაღალია, თამამად გააკეთეთ მეორე დონე - ასე თქვენ შეძლებთ განალაგოთ საძინებელი მეორე დონეზე. 


Подробнее

სამზარეულოს ფარდა

2018-02-09

სამზარეულოა ის ადგილი, რომელშიც, გაგიკვირდებათ და, ჩვენ, ქალებიც და კაცებიც უმეტეს დროს ვატარებთ. შესაძლებელია არც გვიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ინტერიერი ჩვენს განწყობაზე ძალიან ძლიერად მოქმედებს და ხანდახან იმ ჩვენს ქმედებებსაც განაპირობებს, ამიტომაც, სამზარეულო უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს კეთილგანწყობას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო დაგეგმარებას, სამზარეულო ავეჯს, განათებას, არამედ, ისეთ დეტალსაც, როგორიც არის ფარდა. 

 ვერც ერთი ინტერიერი ვერ იქნება დასრულებული ფარდის გარეშე და საუბარი აქ მაინცდამაინც ნაჭრის ტრადიციულ ფარდებზე არ არის. დღეს ფარდა შესაძლებელია იყოს ისეთი, როგორსაც ჩევნი ფანტაზია დაუშვებს. 

თუმცა რაღაც წესებს უნდა დაეყრდნოთ, მაგალითად, თუ სამზარეულო ქანთრი სტილშია, ფარდები უმჯობესია ნატურალური, რბილი ქსოვილისგან შევარჩიოთ, თუ ჰაი ტეკია, აქ თანამედროვე, ჰაიტეკ ქსოვილების ჟალუზები მოუხდება. 

მნიშვნელოვანია ასევე ფარდის ფერი - ის არ უნდა იყოს მუქი და არ უნდა ზღუდავდეს შუქს - სამზარეულოში შუქი მაქსიმალურად უნდა იღვრებოდეს!

ახლა ძალიან მოდურია ე. წ. რომაული ჟალუზები - ეს არის ჰორიზონტალურად აკინძული ნატურალური მასალისგან შედგენილი როლეტი, რომელიც ძალიან ეფექტურია სამზარეულოში. 

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ექსპლუატაციის თავისებურებანი - რაც არ უნდა კარგი ამწოვი გვქონდეს, სამზარეულოში ფარდა მალე ისვრება და მათი შერჩევისას აუცილებლად ვიკითხოთ თუ რამდენად კარგად ირეცხება მოწონებული მასალა და რამდენ ხანს ძლებს - ფარდა ძვირი სიამოვნებაა და მას მალე გამოცვლა არ უნდა ჭირდებოდეს. 


Подробнее

თარო

2018-02-01

თაროები სახლში აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ. გვერწმუნეთ, რამდენი კარადაც და სათავსოც არ უნდა გქონდეთ, თარო მაინც დაგჭირდებათ. აბა სხვანაირად სად უნდა შეაწყოთ ყველა ის საყვარელი ნივთი, წიგნი თუ ლარნაკი ახალი ყვავილებით?

მაგრამ თაროცაა და თაროც. თუ უბრალოდ კედელზე ხის ნაჭრებს მივადგამთ, ეს ყველაფერი იქნება მოსაწყენი. მაგრამ თუ ამ საქმეს კრეატიულად მივუდგებით ჩვენ თაროსგან გავაკეტებთ ინტერიერის დეკორს!

ძალიან მოდურია შეკიდული თაროების სისტემა. ჭერიდან ჩამოშვებულ ტრისებზე ვამაგრებთ თაროებს, იმდენს, რამდენიც გვსურს და ვიღებთ ორიგინალურ ელემენტს. კედელზე შეგვიძლია შევქმნათ თაროს ტალღა რაც სხვადასხვა სიგრძის თაროების ერთმანეთის მიყოლებით დამაგრებას გულისხმობს. თაროსგან ვარსკვლავიც შეგვიძლია გავაკეთოთ. 

თარო სავარძელი, თარო საწოლი ცალკე საუბრის თემაა. ფანტაზიის გაქანებაზეა დამოკიდებული ის თუ რა ტრანსფორმერს გავაკეთებთ. 

რაც შეეხება მასალას: არ არის აუცილებელი ხით ან ლამინატით შემოვიფარგლოთ! შუშა, პლასტიკი, კერამიკა - ყველაფრისგან შესაძლებელია ორიგინალური ფორმის თარო დამზადდეს.

ასევე შესაზლებელია ინტერიერის ფორმირებისას ჩაშენებული თაროების გაკეთება. თუ თქვენ გაქვთ რემონტი და იყენებთ ე. წ. „გიფსოკარდონს“ , ამ მასალით შესანიშნავად არის შესაძლებელი ნებისმიერი კონფიგურაციის კედელში ჩადგმული თაროს შექმნა.

შემდეგ თქვენ ამ ტაროებს დაფარავთ ლამინატით, ხით თუ გადააკრავთ დეკორატიულ შპალერს, ან რამე სხვა მასალით დაფარავთ, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მთავარია დაიმახსოვრეთ: თარო არასოდეს არ იქნება საკმარისი!


Подробнее

ინტიმის ზონა

2018-01-24

დაგვეთანხმებით, საძინებლის დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს არის ადგილი სადაც უნდა დაისვენო, მოდუნდე და ყოველთვის გინდა რაღაც განსაკუთრებული, თუმცა საბოლოოდ სტანდარტულ ავეჯამდე და ნეიტრალური ფერის შპალერამდე დავდივართ.

ჰოდა ჩვენ გვინდა შთაგაგონოთ არაორდინალურ გადაწყვეტილებებზე!

მაშ, ასე, დავიწყოთ:

1.      თუ თქვენ იტყვით, რომ გსურთ აგურის შეუფუთავი კედელი დატოვოთ საძინებელში, მეგობრების უმეტესობა გეტყვით, რომ არ ღირს, და არგუმენტი იქნება, რომ ასეთი საზინებელი არ იქნება მყუდრო და ის უფრო ბრუკლინურ ლოფტს დაემსგავსება, ვიდრე საძინებელს, თუმცა შეხედეთ აი ამ მაგალითს და დარწმუნდით რომ სწორედ გაკეთებული დიზიანი ცვლის მოცემულობას


2.      შავი ფერის საძინებელი??? კიბატონო, თუ ის საწერი დაფა იქნება. არასტანდარტული, თუმცა ძალიან კრეატიული მიდგომა, მითუმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ - შესანიშნავი საშუალებაა გამოავლინონ კრეატიულობა.


3.      თავსართი კედელი პარკეტისგან? ლამინატისგან? გაგიჟდით? დიახ, თამამად გამოიყენეთ ეს გადაწყვეტილება და იქონიეთ ყველაზე განსხვავებული საძინებელი!


4.      მოგწონთ ტრავერტინი? მარმარილო? რატომ არ შეგაქვთ ეს ფაქტურა საძინებელში? ცადეთ და მიიღეთ სიაოვნება


5.      თუ ვერ ამბობთ კლასიკაზე უარს, მაგრამ სტანდარტული შაპალერიც არ გსურთ, მაშინ გამოიყენეთ კედლის პანელები. ისინი შეკრავენ ინტერიერს და თქვენ გახდებით კეთილშობილური და კლასიკური სპალნის პატრონი

Подробнее

ვიტრაჟი

2018-01-16

ყოფილხართ რომელიმე გუთურ ტაძარში? დაგიკარგავთ მეტყველება ვიტრაჟების დიდებულებისგან და გიფიქრიათ, რომ ასეთი სილამაზე სახლში გსურთ?

ფერადი შუშებისგან აწყობილი შუშაბანდი ან თუნდაც ერთი სარკმელი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არსებობს მისი ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რომელსაც ვიტრაჟული სტიკერი ქვია.

ვიტრაჟული სტიკერი, ფერადი, დეკორატიული გამჭვირვალე სტიკერია, რომელიც შუშას ეკრობა და ფერადი ვიტრაჟის ეფექტს ახდენს. მისი დაკვრა საკუთარი ძალებითაც შესაძლებელია, მთავარია რამოდენიმე მარტივი წესი დავიცვათ.

ფერადი სტიკერი შეიძლება იყოს ერთი ფერის და შეიძლება იყოს ნახატიანი. შესაძლებელია თავად შეარჩიოთ რამოდენიმე ერთფერიანი სტიკერებით ის კომპოზიცია, რომელიც მოგწონთ, მოკლედ ფანტაზიის გაქანებას ნუ შეზღუდავთ. 

მნიშვნელოვანია სტიკერის ფერი ინტერიერის ფერებს შეუხამოთ. ის სარკმელი თუ აივნის კარი, რომლის გავიტრაჟებასაც ფიქრობთ უნდა გამოირჩეოდეს, თუმცა ინტერიერის საერთო გამას უნდა ან პასუხობდეს, ან უხდებოდეს. 

თუ აბაზანის ფანჯრის გავიტრაჟება გსურთ, ნესტგამძლე სტიკერი შეარჩიეთ.დღეს ასეთი სტიკერების ძალზე დიდი არჩევანია ბაზარზე. ეცადეთ ძალიან იაფიანებს თავი აარიდოთ, მალე აძვრება.

დასაკრავად თქვენ დაგჭირდებათ საზომი, მაკრატელი, რბილი სუფთა ჩვარი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე.

შუშა ამოიღეთ ჩარჩოდან და კარგად გაზომეთ. შემდეგ დაასველეთ წყლითა და ჭურჭლის სარეცხი ნივთიერებით. მოაშორეთ სტიკერს დამცავი შრე და კარგად მოარგეთ შუშას. ჩვრით გაასორეთ, სანამ ჰაერის ბუშტუკები ბოლომდე არ მოშორდება. შემდეგ ჩასვით შუშა ისევ ჩარჩოში.  

და აი, თქვენ საკუთარი ვიტრაჟის მფლობელები ხართ!


Подробнее

ნაკუწების ხელოვნება

2018-01-08

პეჩვორკი ფერადი ნაკუწებისგან ერთიანი სურათის ან ნაწარმოების შექმნის ხელოვნებაა. დღეს ის ახალი და ძალიან ტრენდული მიმდინარეობაა ინტერიერის დიზაინში. პეჩვორკი შეიძლება იყოს კერამიკული, ნაჭრის, კედლის და ასე შემდეგ.

უმთავრესად, პეჩვორკი კერამიკულ ფილაზეა გავრცელებული. აბაზანაში, სამზარეულოში, თუნდაც სასტუმრო ოთახში ან საძინებელში, ის ყველგან ახლებურად ააჟღერებს ინტერიერს. 

მონოქრომულ ინტერიერში, პეჩვორკის ჩანართები, საინტერესო აქცენტებად აჟღერდება და ხაზს გაუსვამს იმ ზონას, რომელიც თქვენ გსურთ. მაგალითად სამზარეულოში სამუშაო ზონის ეგრეთ წოდებული „წინსაფარი“, ან აბაზანის ერთი კედელი, სასტუმრო ოთახის ის კედელი, რომელიც მაგიდას ებჯინება. პეჩვორკი შეგიცვლით ფერად ხალიჩებს და კედლის პანოებს.

პეჩვორკის ტექნიკა შეგიძლიათ ვიტრაჟებში გამოიყენოთ - ფერადი შუშების ნაკუწებიდან აწყობილი შიდა ვიტრაჟი კედლის მაგივრად, ან ერთი სარკმელი, მაგალითად სამზარეულოსი ან აბაზანის იქნება ის დეტალი, რომელიც თქვენს ინტერიერს განუმეორებლობას შესძენს!

გაითვალისწინეთ ერთი რამ: პატარა ზომის ოთახებში პატარა ზომის ნაკუწებისგან აწყობილი პანოები გამოიყენეთ, ხოლო დიდი ზომის ინტერიერებში თამამად ცადეთ დიდი ზომის პეჩვორკები.

და ბოლოს, პეჩვორკი ასევე შესანიშნავად გამოიყენება იატაკზე. არა, მთელ ბინასა თუ სახლში ფერადი იატაკის დაგებას არ გთავაზობთ, მაგრამ სამზარეულოში ან სააბაზანოში, რატომაც არა?

Подробнее

ვათბუნებთ სახლს

2017-12-26

ვფუთავთ... სახლს

ზამთრის დადგომისას ჩვენ ვრთავთ გათბობას, თუმცა ხშირად ჩვენდა უნებურად ვკარგავთ სითბოს. როგორ ხდება ეს? მარტივად - შესაძლებელია სახლში გვაქვს ღრიჭოები ან სახლის კედლებია თხელი და ძნელად იკავებს სითბოს. მითუფრო თანამედროვე შენობები შორსაა ძველი სახლების ფუფუნებისგან - საყოველთაოთ ცნობილია, რომ აგური საუკეთესოდ ინახავს სითბოს, მაგრამ აგურით აშენებულ ახალ სახლებს პრაქტიკულად ვერ შევხვდებით.

როგორ გავიგოთ საიდან ვკარგავთ სითბოს? ამისთის სპეციალური ხელსაწყო არსებობს - პირომეტრი. ის მარტივად გვაპოვნინებს სითბოს დაკარგის ადგილს და დაგვეხმარება დანაკარგის მინიმალიზაციაში, ვინაიდან სითბური დანაკარგი მარტო ტემპერატურული დისკომფორტი როდია, ის მწარედ გვირტყავს საფულეზე, გვჭირდება მეტი სითბო, ვხარჯავთ მეტ ენერგიას, შესაბამისად ვიხდით მეტს და ვზარალდებით.

მას შემდეგ რაც აღმოვაჩინეთ დანაკარგის ადგილი, ჩვენ შეგვიძლია ის მარტივად აღმოვფხვრათ. თუ ბოლო სართულზე ვართ და ჭერიდან გაედინება სითბო, ჩვენ შეგვიძლია სახურავი ქვამამბით დავათბუნოთ. აქ დანახარჯი ერთჯერადია  და ხარისხიანი მასალის შემთხვევაში ჩვენი ჭერი საიმედოდ იქნება იზოლირებული.

ღრიჭოებს ფანჯრებში ავცდებით თუ დავაყენებთ კარგი ხარისხის პეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეიძლება არსებობდეს მცირე ღღიჭოები, რომელთა ამოვსება შესაძლებელია სპეციალური ქაფით.

კერძო სახლის მეპატრონეებმა შესაძლებელია მთლიანად დაათბუნოს სახლი. ამისთვის სპეციალური მასალა და ასევე მოსაპირკეთებელი მასალები არსებობს. სახლის დათბუნების გავრცელებული მეთოდია ე.წ. „ქურქი“ - როდესაც მთლიანად სახლის კედკლები მინაბამბით იფუთება და ზემოდან სპეციალური ცემეტიანი ხსნარით ილესება. ასეთი ახლი პრეზენტაბელურად გამოიყურება.

 

Подробнее

წავუსვათ... შპალერი

2017-12-22

წავუსვათ... შპალერი

დღეს სულ უფრო მეტ პოპულარობას იკრებს ახალი კედლის დეკორი - თხევადი შპალერი. ის ორნაირია, უკვე გამზადებული, რომელიც შეგიძლიათ შპალერის მაღაზიებში შეიძინოთ და თვითნაკეთი, ანუ დიზაინერული.

გამზადებული თხევადი შპალერი შეიძლება იყოს ბამბის, აბრეშუმის, ან ე. წ. დანიური ბათქაშის, ხოლო დიზაინეული ანუ ხელნაკეთი თხევადი შპალერი დამზადებულია დიზაინერთა მიერ შეკვეთით, ან ინდივიდუალურად. 

ყველა შემთხვევაში თხევადი შპალერის საფუძველი, ქაღალდის, ან ნაჭრის მასალაა, რომელიც სპეციალური მეთოდით მუშავდება და სწორი გამოყენების შემთხვევაში ძალიან ეფექტურია. 1 კვადრატულ მეტრ კედელს სადღაც 350 გრამი მასალა სჭირდება. ასევე თხევადი შპალერი სუნთქავს და ეკოლოგიურია, ვინაიდან ის ბუნებრივი მასალებისგან მზადდება.

ჩვენ ასევე შეგვიძლია თავად დავამზადოთ თხევადი შპალერი და ცოტა ხნით თავი ინტერიერის დიზაინერად წარმოვიდგინოთ.

მაშ, ასე, როგორ შევქმნათ თხევადი შპალერი?

ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება: 40 ნაჭერი ფორმატის ქაღალდი (ფაქტურა გემოვნებით), 1.25 ლიტრი წყალი, 40 გრამი აკრილის ბათქაში, სამშენებლო მიქსერი.

თავდაპირველად წვრილად დახიეთ ქაღალდი და მოათავსეთ სათლში.დაასხით თბილი წყალი და აცადეთ 2 – 4 საათი. მიღებული ნაზავი ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ ის საღებავი, რომელიც გსურთ და კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ მშალი ბათქაში და ისევ ურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთვაროვან მასას. დაუმატეთ შპალერის წებო.

ამის შემდეგ შეგიძლიათ კედლების დაფარვა დაიწყოთ. გამოიყენეთ შპალერის შპატელი და გახსოვდეთ რომ კედელი უნდა იყოს სწორი და გასუფთავებული. აცალეთ გაშრობა 24 საათის განმავლობაში.

ასევე იგივე მეთოდით თქვენ სეგიძლიათ დაამზადოთ შპალერი აბრეშუმის ან კოტონის ნაჭრებისგან. 



Подробнее

ვაშენებთ ბუხარს

2017-12-19

ვაშენებთ ბუხარს!

წინასაახალწლო სამზადისების დროს, განსაკუთრებით გვინდება ხოლმე გვქონდეს ბუხარი. ალბათ იმიტომ, რომ საახალწლო სურათებზე, ყველგან ბუხარი გიზგიზებს და ნაძვის ხეც იქვე, ახლოს იწონებს თავს. ჰოდა, რა ვქნათ, თუ საბუხრე კომუნიკაცია ჩვენს ბინაში არ ხერხდება ან საერთოდაც ეს ძვირი სიამოვნება ჩვენი ბიუჯეტისთის ჯერ-ჯერობით შეუძლებელი თემაა?

გული არ დავიწყვიტოთ! არსებობს ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ბინას სიმყუდროვეს შემატებს და ბუხრის ჟინსაც დაგვიკმაყოფილებს, მითუფრო, რომ ბუხრის თავდაპირველი- გამათბობლის ფუნქცია საერთოდ აღარ არის აქტუალური. 

საუბარი ფსევდობუხარზეა, რომელსაც ნამდვილი ბუხრისგან ვერავინ გაარჩევს, ხოლო იმ განწყობას, რომელიც ბუხრიან ოთახს აქვს, სრულად შექმნის. 

ყველაზე გავცელებეული და მარტივი ფსევდობუხარი - ელექტრობუხარია. დიზაინში არ ხართ შეზღუდული და მხოლოდ თქვენს ან დიზაინერის გემოვნებაზეა დამოკიდებული ტრადიციული გარეგნობა ექნება მას, თუ მოდერნისტული.

ფსევდობუხარის სამ ვარიანტს განიხილავენ:

ე.წ. „ტრადიციული“ ბუხარი, რომელიც ნამდვილი ბუხრის იდენტურად გამოიყურება. ცეცხლის ადგილად ბიობუხრის საწვავი შეგიძლიათ მოათავსოთ, რომელიც ნამდვილი ცეცხლის იმიტაციას მოახდენს. 

ბუხრის იმიტაციები, რომლებიც დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს და კედელზეა მიდგმული. ცეცხლის ადგილზე შეგიძლიათ ბევრი დეკორატიული სანთელი დადგათ და საოცარი სიმყუდროვე შმატოთ ამით ოთახს.

სიმბოლური ბუხრები, მხოლოდ დეკორატიული ელემენტია. ის შეიძლება სამგანზომილებიანი ნახატიც კი იყოს და ეს მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს: სიმყუდროვესა და ბუხრიანი ოთახის განწყობას, რომელიც ასეთი აქტუალურია წინასაახალწლოდ!


Подробнее

როგორ გავანათოთ ოთახები?

2017-12-16

შუქი, ის რაც ძალიან გვჭირდება და ამას ვაცნობიერებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს შუქი გვაკლია. ამიტომ, საცხოვრებელი ფართის განათება, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ინტერიერის დიზაინის დაგეგმვისას.

რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრია ოთახების განათების შესახებ. ზოგს ნათელი და მკვეთრი განათება ურჩევნია, ზოგს მყუდრო და მიმქრალი. მნიშვნელოვანია ასევე სანათის ფორმა, დენის პატრონების რაოდენობა, თავად ნათურების ნათების ფერი - თეთრი თუ ყვითელი ნათება და მრავალი სხვა ნიუანსი.

ამიტომაც, უნივერსალური რჩევები ამ მიმართულებით, ძნელი მისაცემია, თუმცა არსებობს გარკვეული გაიდლაინები იმ ზონების შესაბამისად, თუ რომლის განათებასაც ვაპირებთ.

დაგვეთანხმებით, საძინებლის და სასტუმრო ოთახის განათება ვერ იქნება ერთნიარი. ასევე განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს კაბინეტის, სამზარეულოს და აბაზანის განათბაც.

ყველაზე ნათელი ოთახი, უდავოდ უნდა იყოს აბაზანა. აბაზანაში ქალები იკეთებენ ვარცხნილობას, მაკიაჟს. მამაკაცები ემზადებიან სამსახურში წასასვლელად. ამიტომ, აბაზანაში რამოდენიმე შუქის წყარო აუცილებელია და მათ შორის სარკის სანათი. ამასთან სარკის სანათი თეთრი ნათბის უნდა იყოს. ცალკე შესაძლებელია განათდეს საკუთრივ აბაზანის ზონა. აქ ნათება შეიძლება იყოს ინტიმური, დამამშვიდებელი, ვინაიდან დაღლილებს ძალიან გვიყვარს სურნელოვანი აბაზანის მიღება და მოდუნება. 

საბავშვო ოთახში შუქი უნდა იყოს რბილი და ბავშვის ჩაძინებას უნდა უწყობდეს ხელს. მწვანე აბაჟურიანი მაგიდის სანათი მხედველობაზე ძალიან კარგად მოქმედებს. 

კაბინეტის განათებაც ზონალური უნდა იყოს. მაგიდის სანათი კარგად უნდა მოიცავდეს სამუშაო ზედაპირს. სავარძლისა და წიგნის თაროების განათბა შესაძლებელია ინდივიდუალური იყოს.

მიმქრალი ნათება საკმარისია საძინებლისთის. სანათებზე ნაჭრის აბაჟურები იდეალურად მოუხდება საძინებლის კონცეფციას. შუქი შეიძლება იყოს ტონირებული, საერთო ფერის გამაში. 

სასტუმრო ოთახს რომ ვახსენებთ, ეგრევე ცენტრალური ბროლის ჭაღი გვახსენდება, თუმცა გემოვნება იცვლება და ამიტომ, დღეს სასტუმრო ოთახის განათება სულაც არ გულისხმობს დიდრონ ერთ ჭაღს, არამედ, ასევე ზონალურ აქცენტებზე იღებს ორიენტაციას. ჩვენ შეგვიძლია გავანათოთ ოთახის ცენტრი, ან ის ადგილი სადაც დგას მაგიდა, ასევე გავანათოთ სამეულის ზონა, პატარა ბრები დავაყენოთ კედლებზე და შუქი ვცვალოთ განწყობის და საჭიროების მიხედვით: გავაჩახჩახოთ, როცა სტუმრებს ვუმასპინძლებთ ან მყუდროთ გავანათოთ როდესაც მეგობრებთან ჩამოვსხდებით საჭორაოდ.


Подробнее

მოჩითული იატაკი

2017-12-12

არ გაგიკვირდეთ - დღეს ჩვენ იატაკის მოჩითვაზე გესაუბრებით. იმ პირობებში, როდესაც მოგვბეზრდა ის იატაკი, რომელიც გვაქვს, მაგრამ ახლის დასაგებად თანხმები არ გვყოფნის, ან უბრალოდ არ გვინდა ის რასაც გვთავაზობს სამშენებლო მასალების ბაზარი, მოჩითული იატაკი არის საუკეთესო გამოსავალი.

რა არის მოჩითული იატაკი? ეს არის დიზაინერული გადაწყვეტა, როდესაც იატაკზე იგება ნაჭერი და შემდეგ ეს ნაჭერი იფარება იატაკის ლაქით. ამასთან ეს ხერხი საშუალებას იძლევა ის ნახატი მიიღოთ, რომელიც გსურთ. 

თქვენ შეგიძლიათ დააგოთ მაქმანი, ჩითი, სატინი ან უხეში ტილო და ითამაშოთ ფაქტურებით. 

ასეთი იატაკი ინდივიდუალურ გემოვნებას უსვამს ხაზსს და ძალიან ტრენდულია.

როგორ და რაზე იგება მოჩითული იატაკი?

უპირველესად უნდა დაიგოს ფანერა ან ე. წ. „დეესპე“ და ზედაპირი უნდა იყოს იდეალურად სწორი. შემდეგ, ზედ მაგრდება ნაჭერი. ნაჭერი ან ლურსმნებით მაგრდება კიდეებში ან წებდება მთელს ზედაპირზე. უმჯობესია მეორე ვარიანტი, ნაოჭებისგან თავის დასაცავად. 

შემდეგი ეტაპია ზედაპირის გაუთოება. უთო 170 გრადუსზე უნდა იყოს გახურებული.

ამის შემდეგ იატაკი უნდა გაილაკოს. ლაქი 2-3 დღის ინტერვალით უნდა წაესვას და იდეალური იატაკის მისარბად აუცილებელია ლაქის 6 ფენა.

ასეთ იატაკზე გავლა მხოლოდ საბოლოო გაშრობის შემდეგ არის შესაძლებელი. გვერწმუნეთ, შედეგი დაცდათ ღირს!


Подробнее

ძველი ავეჯის ახალი სიცოცხლე

2017-12-08

ძველი ავეჯის ახალი სიცოცხლე

მოგბეზრდათ ძველი ავეჯი? გინდათ განახლება? ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ახლის შეძენა. დღეს ძველი ავეჯისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა ძალიან ტრენდული და აქტუალურია. 

როგორ? არსებობს განახლების რამოდენიმე მეთოდი, რომელიც მობეზრებულ ნივთებს ახლებურად ააელვარებს. 

ავეჯის რესტავრაციის რამოდენიმე ხერხი არსებობს. 

დეკუპაჟი

დეკუპაჟის ტექნიკამ ჩვენამდე საფრანგეთიდან ჩამოაღწია. მისი პრინციპია ავეჯის ზედაპირზე ნებისმიერი სასურველი გამოსახულებისა თუ ფაქტურის დატანება. ნახატი ქაღალდის აპლიკაციით გადადის. თქვენ უბრალოდ აწებებთ სასურველ ნახატს და ზემოდან ლაკით ფარავთ. 

კრაკელური

ძალიან მოდური მეთოდია, რომელიც ავეჯს კიდევ უფრო აძველებს - მის ზედაპირზე ნასკდომები ჩნდება. ამისთვის ზედაპირზე სპეციალური ლაქი ისმევა, რის შემდეგაც ავეჯი სასურველ სიძველეს იძენს. 

მოხატვა

პოპულარული და იაფი მეთოდი - მოხატვაა. ამისთის აკრილის საღბავები დაგჭირდებათ. შექმენით ესკიზი, ან შეუკვეთეთ ის მხატვარს, იყიდეთ ტრაფარეტები და შეუდექით შემოქმედებას!

კლასიკური რესტავრაცია

ეს მხოლოდ სპეციალისტს უნდა ანდოთ. ზედაპირი ჯერ იხეხება, მერე იწმინდება და სასურველ ფერამდე თუ ფაქტურამდე მუსავდება. ასეთ ავეჯს კლასიკური სახე აქვს ხოლმე.


Подробнее

წერტილოვანი სანათები

2017-12-06

გავიდა ის დრო როდესაც სასტუმრო ოთახში ერთი დიდი ჭაღი ეკიდა და ყველა სადილად მის ქვეშ იკრიბებოდა. ჩეხური წაღების ეპოქამაც გადაიარა და მათი ადგილი წერტილოვანმა განათებამ მტკიცედ დაიკავა.

რა არის წერტილოვანი განათება? ეს არის ჭერის სანათების ისეთი განლაგება, როდესაც განათებულია ინტერიერის ყოველი კუთხე-კუნჭული. ასეთ განათებას რამოდენიმე უპირატესობა აქვს: ხელმისაწვდომი ფასი, ადვილი მონტაჟი, ნებისმიერი ფორმის ჭერზე მორგებადობა. თავად სანათები თუ ნათურები რამოდენიმე კატეგორიისაა: ენერგოეფექტური, ჩვეულებრივი, დიოდის, გაზის. 

მონტაჟი უმარტივესია - უნდა ვიცოდეთ სანათის დიამეტრი და შესაბამისი ადგილი მოვუძებნოთ ჭერს. აღსანიშნავია რომ უფრო კომფორტულად ასეთი სანათები გიფსომუყაოს ჭერში მაგრდება. მთავარია წინასწარ შევქმნათ შუქის დიზაინი, სქემა, რომლის მიხედვითაც განთავსდება სანათები.

თავად მონტაჟი უმარტივესია, სანათები უბრალოდ შედის წერში და თავისივე ფრთებით მაგრდება. ხელის ერთი მოძრაობა და ვარსკვლავური ცა სახლში გაგინათებთ!


Подробнее

ომბრე

2017-12-01

მოდის ინდუსტრიის ახალი ტრენდი - ომბრე - ფერის გრადაციული გადასვლა მუქიდან ღიაზე, თმიდან ინტერიერის დიზაინში გადადის. თუ აქამდე ჩვენ თავს ვიტეხავდით თემაზე თუ რომელ სალონში გაგვიკეთბდნენ ხარისხიან ომბრეს, ახლა თავსატეხი მოგვემატა და კედლების ხარისხიან ტონირებაზე ფიქრში ტრანსფორმირდა.


ომბრე კედლებზე


თუ თქვენ გსურთ ინტერიერის დიზაინის ბოლო ტენდენციებს აყვეთ, თამამად სცადეთ ომბრეს ტექნიკა კედლებზე. თუმცა ამისთის მაღალი კლასის სპეციალისტი გჭირდებათ. როგორც წესი ფერის გრადაციის დროს ღია ნაწილი უნდა იყოს ჭერისკენ, ხოლო მუქი იატაკისკენ, რადგანაც ასე თქვენი ოთახი ვიზუალურად გაიზრდება. 

ომბრე დეორში


ვერ ბბედავთ ექსპერიმენტს კედლებზე? ცადეთ ფარდები. ისინი ვიზუალურად გამოკვეთავენ ფანჯრებს და მოდურ სტილს შემატებენ ინტერიერს.  

ომბრე საძინებელში


ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ გრადიენტი თქვენი საწოლის თეთღეულზე და საძინებლის ხალიჩაზე. 

ომბრე ავეჯში


ბაზარზე ჯერ არ გამოჩნდა ტონირებული ავეჯი, თუმცა მისი დამზადება შესაძლებელია. ცადეთ კომოდის ტონირება. ის სულ ახლებურად აჟღერდება. 

და ბოლოს - ომბრე აბაზანაში


ძალიან მოდური და ახლებური თემაა გრადაციული ფილა აბაზანაში. ამ ტექნიკით თქვენ შეგიძლიათ განსაკუთრებული განწყობა მიიღოთ ინტერიერში.

Подробнее

რითი ამოვავსოთ ღრიჭოები?

2017-11-24

აცივდა. სახლში კი ღრიჭოები გვაქვს. ქარი უბერავს და სითბო მიაქვს. რა გავაკეთოთ?

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში გაეცა, როდესაც პოლიურეთანი გამოიგონეს. დიახ, ის რასაც ჩვენ ქაფს ვუწოდებთ იზოლაციისთის შესანიშნავად გამოდგება, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიხმაროთ სწორედ.

პოლიურეთანის ქაფს ტემპერატურის შენარჩუნება შეუძლია, ხმის იზოლაციის ფუნქციები აქვს და პრაქტიკულად უცვეთია. მისი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო ინტერიერში, არამედ საძირკვლებისა და იატაკების დასათბილადაც კი! ამ სამონტაჟო ქაფს კარ-ფანჯრების დაყენებისას იყენებენ. 

პოლიურეთანი ერთმანეთთან მყარად აკავშირებს ისეთ მასალებს როგორიცაა: ბეტონი, „პე ვე ხა“ ის მოქნილი და ელასტიურია, უძლებს რყევებს და არ იბზარება. წყალგამძლეა. არ ლპება და არ ედება სოკო. 

ძალიან ეკონომიურია, ვინაიდან გამოყენებისას მისი მოცულობა იზრდება. 

გამოყენებამდე ზედაპირები უნდა კარგად გაიწმინდოს ცხიმისა და ჭუჭყისგან. დაცული უნდა იყოს ტემპერატურული მოთხოვნები, რომელიც დატანებულია შეფუთვაზე. 

გამოიყენეთ ქაფი 10 სანტიმეტრზე მეტ ღრიჭოებში. უფრო პატარები დაფარეთ შპაკლით. 


Подробнее

ვასხამთ იატაკს!

2017-11-22

დიახ, არ მოგეჩვენათ, ჩვენ ვსაუბრობთ არა პარკეტზე, ფილაზე, მეტლახზე, არამედ თხევად იატაკზე, რომელსაც ასე, მარტივად მოასხამ და იდეალურად სწორ, მყარ, გამძლე და ლამაზ იატაკს მიიღებ. მეტიც! შესაძლებელია სამი D სიმულაციით, სრულიად ფანტასტიკურ იატაკზეც აღმოჩნდე!

ეს პოლიმერული თხევადი იატაკია. 

პოლიურეთანის იატაკი გამოიყენება როგორც შიდა ინტერიერებისთის, ისე ზედაპირებისთის, რომლებიც გარეთაა. საკმაოდ გამძლეა, არ იცვითება. იდეალურია კორიდორისთის, საწყობისთის, დიდი დარბაზისთვის.

მეტილმეთაკრილატის თხევადი იატაკი ყველაზე ყინვაგამძლეა. ის მყისიერად შრება და ძალიან დიდხანს ძლებს.

ცემენტისა და პოლიურეთანის ნაზავის იატაკები კი ძირითადად ისეთ ინტერიერებში გაომოიყენება, სადაც დიდი დატვირთვა მოდის იატაკზე. მისი ბეტონის ბაქტურა ძალიან ტრენდულია დღეს.

თავდაპირველად ასეთ იატაკებს მხოლოდ საწარმოებში იყენებდნენ, თუმცა დღეს ისინი დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის არამარტო აბაზანებში და სავარჯიშო დარბაზებში გამოიყენება, არამედ, ჩვეულებრივ საცხოვრებლებშია მოდაში. სამი D დიზაინის საშუელბით თქვენ ნებისმიერ ოთახს ჯადოსნურ ინტერიერად გადააქცევთ!

თხევადი იატაკი თბილია, ჰიგიებური, ადვილად იწმინდება და მისი მოვლა ძალიან ადვილია. 

ასეთი იატაკის დასხმისას ზედაპირი უნდა იყოს იდეალურად მოჭიმული. ასევე ტემპერატურა არ უნდა იყოს +10 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები. სასურველია ორპირი ქარისგან დაცვა. თხევადი იატაკის მოსახერხებლობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ის იატაკზე იღვრება, მას არ ჭირდება დამატებითი ძალისხმევა: ის თავისით “იღვრება” და სწორდება. თვალყური ადევნეთ და თუ დაინახავთ ჰაერის პატარა ბუშტუკებს, სპეციალური ხელსაწყოთი მოაშორეთ ისინი. საბოლოო გაშრობამდე გადააფარეთ იატაკს პოლიეთილენი და ძალიან ცოტა ხანში დატკბით რეზულტატით!


Подробнее

რა უნდა ვიცოდეთ კედლის საღებავებზე?

2017-11-15

რა უნდა ვიცოდეთ კედლის საღებავებზე?

კედლის საღებავები სულ უფრო პოპულარული ხდება. ახალი ტექნოლოგიები გვძლევს საშუალებას მოსაწყენი ფერის მაგივრად მივიღონ სხვადასხვა ფაქტურა, ფერი და რელიეფიც კი!

რა უნდა ვიცოდეთ კედლის შეღებვაზე?

უპირველესად, კედელი უნდა იყოს იდეალურად სწორი. საღებავი შპალერი არ არის და არ დაფარავს კედლის დეფექტებს. შემდეგ, გალესილი კედელი უნდა დაიგრუნტოს. 

ამისთვის გამოგადგებათ აკრილის გრუნტი. ის ანტიბაქტერიულიცაა და სოკოს ან სხვა უხილავ პარაზიტებს ჩანასახშივე მოსპობს. 

ასეთი გრუნტი აკრილის და ლატექსის საღბავებს ერთნაირად უხდება. 

წყლის ემულსია საღებავი კარგად ხასიათდება: ძალიან ადვილად იღებება, არ აქვს სუნი, მალე შრება და არ არის ტოქსიკური. მას უსვამენ რორორც კედლებზე, ისევე ჭერზე. ერთადერთი ზედაპირი, რომელზეც მას ვერ გამოიყენებთ არის მეტალი.

არ კარგავს პოპულარობას ზეთის საღბავი. ამ საღებავით კარგად იღებება ხე, მეტალი, ბეტონი. მინუსია ძალიან მძაფრი სუნი და გაშრობის შედარებით დიდი დრო. 

ზეთის საღებავი ორნაირია: თხევადი და შედედებული. თხევადი მზადაა გამოსაყენებლად. შედედებული ოლიფათი უნდა გაზავდეს. 

მოზაიკური, ან გრანიტის საღებავი სხვადასხვა ფერის პიგმენტს შეიცავს და ძალიან კრეატიულ ზედაპირებს ქმნის. ის ლატექსური ან აკრილისაა. მის დასატანად სპეციალური პისტოლეტია საჭირო, რომლითაც საღბავი ზედაპირზე იფრქვევა. მას სუნი არ აქვს. ის საინტერესო რელიეფებსა და ფაქტურებს ქმნის. 

ასევე ძალიან საინტერესოა რელიეფური საღებავი, რომელიც ზედაპირს სხვადასხვა ფაქტურას ანიჭებს: კედელი შეიძლება გამოვიდეს „აბრეშუმის“ ან „ხავერდის“ ან საერთოდაც ჩამოცვენილი ბათქაშის ეფექტით. 

შეარჩიეთ საღებავები გემოვნების მიხედვით და დატკბით ინტერიერით!

რა უნდა ვიცოდეთ კედლის საღებავებზე?კედლის საღებავები სულ უფრო პოპულარული ხდება. ახალი ტექნოლოგიები გვძლევს საშუალებას მოსაწყენი ფერის მაგივრად მივიღონ სხვადასხვა ფაქტურა, ფერი და რელიეფიც კი!რა უნდა ვიცოდეთ კედლის შეღებვაზე?უპირველესად, კედელი უნდა იყოს იდეალურად სწორი. საღებავი შპალერი არ არის და არ დაფარავს კედლის დეფექტებს. შემდეგ, გალესილი კედელი უნდა დაიგრუნტოს. ამისთვის გამოგადგებათ აკრილის გრუნტი. ის ანტიბაქტერიულიცაა და სოკოს ან სხვა უხილავ პარაზიტებს ჩანასახშივე მოსპობს. ასეთი გრუნტი აკრილის და ლატექსის საღბავებს ერთნაირად უხდება. წყლის ემულსია საღებავი კარგად ხასიათდება: ძალიან ადვილად იღებება, არ აქვს სუნი, მალე შრება და არ არის ტოქსიკური. მას უსვამენ რორორც კედლებზე, ისევე ჭერზე. ერთადერთი ზედაპირი, რომელზეც მას ვერ გამოიყენებთ არის მეტალი.არ კარგავს პოპულარობას ზეთის საღბავი. ამ საღებავით კარგად იღებება ხე, მეტალი, ბეტონი. მინუსია ძალიან მძაფრი სუნი და გაშრობის შედარებით დიდი დრო. ზეთის საღებავი ორნაირია: თხევადი და შედედებული. თხევადი მზადაა გამოსაყენებლად. შედედებული ოლიფათი უნდა გაზავდეს. მოზაიკური, ან გრანიტის საღებავი სხვადასხვა ფერის პიგმენტს შეიცავს და ძალიან კრეატიულ ზედაპირებს ქმნის. ის ლატექსური ან აკრილისაა. მის დასატანად სპეციალური პისტოლეტია საჭირო, რომლითაც საღბავი ზედაპირზე იფრქვევა. მას სუნი არ აქვს. ის საინტერესო რელიეფებსა და ფაქტურებს ქმნის. ასევე ძალიან საინტერესოა რელიეფური საღებავი, რომელიც ზედაპირს სხვადასხვა ფაქტურას ანიჭებს: კედელი შეიძლება გამოვიდეს „აბრეშუმის“ ან „ხავერდის“ ან საერთოდაც ჩამოცვენილი ბათქაშის ეფექტით. შეარჩიეთ საღებავები გემოვნების მიხედვით და დატკბით ინტერიერით!

Подробнее

მოზაიკა

2017-11-10

მოზაიკა

დღეს მოზაიკა უკვე აღარ არის ფუფუნების საგანი და სულაც არაა საჭირო იყო რომაელი სენატორი იმისთვის რომ აბაზანაში მოზაიკით მოირკეთებული კედლებით დატკბე.

მოზაიკა, ლამაზი მოსაპირკეთებელი მასალაა და ის სულ უფრო ხშირად გამოიყენება არამარტო სველ წერტილებში, არამედ სამზარეულობში, ე. წ. წინსაფარის მოპირკეთებისას.

თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი რამ: მოზაიკა ლამაზად გამოჩნდება იმ შემთხვევაში თუ მისი მიჯნები ხარისხიანი შემავსებლითაა ამოვსებული. 

შემავსებლის არჩევისას გავითვალისწინოთ თუ რა ადგილას გვაქვს მოზაიკა. რამდენად მშრალი ან ნესტიანია ადგილი, არის თუ არა ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა.

არსებობს შემავსებლის რამოდენიმე სახეობა:

ცემენტის საფუძველზე გაკეთებული შემავსებელი. ის მარტივად დაიტანება ზედაპირზე. თანაც იაფია. თუმცა ასეთ შემავსებელს არ უყვარს ნესტი, ქიმიური საწმენდი საშუალებები და მექანიკური ზემოქმედება. 

ეპოქსიდური შემავსებლები ელასტიურია, მდგრადად იტანს ნესტს და ტემპერატურულ ცვალებადობას. უფრო ძვირია და უფრო ხარისხიანი. 

ფერი

შემავსებლები სხვადასხვა ფერებისაა. თუ სწორედ შეარჩევთ ტონალობას, ის საერთოდ არ გამოჩნდება. სპეციალისტები გვირჩევენ მოზაიკაზე ერთი ან ორი ტონით უფრო მუქი შემავსებელი ავარჩიოთ. თუ უფრო ღიას ავარჩევთ ის უხესად გამოჩნდება და მალე გაისვრება.

შემავსებლის დატანებამდე კარგად გავასუფთაოთ ნაკერები. მოზაიკის დაგებიდან შემავსებლის დატანებამდე 24 საათზე მეტი არ უნდა იყოს გასული. 

შემავსებელი მალე რომ არ ჩამოიფშვნეს დაასველეთ მოზაიკის კიდეები და იგრძენით თავი ძველ რომში!


Подробнее

ზომას არ აქვს მნიშვნელობა!

2017-11-07

პატარა სამზარეულო გაქვთ? ნუ ღელავთ, აი რამოდენიმე რჩევა, რომლის გათვალისწინების შემდეგ თქვენ ზომა დაგავიწყდებათ. ჩააშენეთ ტექნიკა! ყველაფერი რაც შეგიძლიათ, აირღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, უბრალო ქურა, მაცივარი, სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მოკლედ, ყველაფერი ის რაც ცალკე დგას ხოლმე. ასე უამრავ ადგილს გამოანთავისუფლებთ

გამოსაწევი და გასაშლელი კონსტრუქციები: გასაშლელი ან გამოსაწევი მაგიდა, კუთხის უჯრები. დიზაინერები ბევრ საინტერესოს შემოგთავაზებენ!

რეილინგები და თაროები. რა არის რეილინგი? სამუშაო ზონის ზემოთ გადებული კონსტრუქცცია, რომელზეც ჩამოკიდებთ ყველაფერს რაც შეიძლება ჩამოკიდო - კოვზები, ქაფკირები და ასე შემდეგ! ასეევე ჭიქების ჩამოსაკიდი ბარის კონსტრუქცია არის მოდური და მოსახერხებელი.

თაღები კარებების ნაცვლად! ეს ვიზუალურად გაგიზრდით სივრცეს.

ცაშენებული სანათები და წერტილოვანი განათებები კარადებში. უარი ტქვით ჩამოკიდებულ სანათებზე.

სამზარეულო ერთ ტონში უნდა იყოს გადაწყვეტილი. ასე სივრცე სუნთქავს.

აარჩიეთ ორგანყოფილებიანი ქურა. ასე სამუსაო ზონა გამოგინთავისუფლდებათ.

ფარდების მაგივრად დაკიდეთ როლეტები.

დაბოლოს: დეკორი უნდა იყოს ფუნქციონალური. ფერადი კედელი გსურთ? გააკეთეთ ისე, რომ ერთდროულად შეხსენებების დაფად გამოიყენოთ!

Подробнее

მინის შპალერი

2017-11-03

ეკოლოგიურად სუფთა მინის შპალერი

ჰო, არ მოგესმათ, მინის შპალერზე გვსურს მოგახსენოთ, შპალერზე, რომელიც ინოვაციურია და შუშისგან მზადდება. დღეს ის სულ უფრო მოდური და პოპულარული ხდება. მინის შპალერს სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებენ: გარკვეული კატეგორიის შუშას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ამუშავებენ, რის შედეგადაც წარმოიქმნება მინის გრძელი ძაფები. ამ ძაფებისგან იქსოვება მინის შპალერი და ნაქსოვიც მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. 

მინის ბოჭკოსგან ნაქსოვი მასალა ძალიან გავს ნაჭერს. ტავისთავად მინა ქვიშისგან მზადდება, ამიტომაც მინის შპალერი 100% ნატურალური, მსუნთქავი მასალაა. მინის შპალერი ძალიან მდგრადი და გამძლეა. ამასთანავე, მისი „ნაქსოვი“ ორნამენტი ძალიან მრავალფეროვანია. ასეთი შპალერი უძლებს ცეცხლსაც კი! რომ არაფერი ვთქვათ ტემპერატურის ცვალებადობაზე და ნესტზე. მათი ექსპლუატაციის ვადა 30 წელია! 

დღეს გაყიდვაშია რელიეფური და სწორი ზედაპირებიანი მინის შპალერები. სწორი ზედაპირის მქონე შპალერებს კედლების დასათბობადაც იყენებენ, ან აკრავენ და შემდგომ ღებავენ. ასე კედელი ნაქსოვ ფაქტურას იძენს. რელიეფური შპალერისგან კი ზალიან საინტერესო დიზაინის მიღება შეგვიძლია. 

მაგრამ ჩნდება კითხვა - ნუთუ ამ შპალერს ნაკლი არ აქვს? რა თქმა უნდა აქვს. თუ სატანადო ინსტრუქციება არ დავიცავთ გაკვრისას, ისინი დაიმსხვრევა. ამიტომ, გამკვრელი ხელოსნები უნდა იცნობდნენ ამ მასალას. ასევე მინის შპალერი არ არის პლასტიური და გაკვრამდე კედელი იდეალურად სწორი უნდა იყოს. 

თუმცა, დამეთანხმებით, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნაკლი

Подробнее

რბილი იატაკი

2017-11-01

რბილი იატაკი

სად და რა შემთხვევებში გამოგვადგება რბილი იატაკი, იგივე კავროლინი? პირველი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ არის, გვყავს თუ არა შინაური ცხოველი სახლში. ძაღლის და კატის შემთხვევაში კავროლინი ბეწვებს აიკრავს და მუდმივად გასამტვერსასრუტებელი იქნება. ამიტომ, უმჯობესია ის დავაგოდ ისეთ ადგილებში, სადაც გვჭირდება მეტი სითბო, სიმყუდროვე და კომფორტი. მაგალიტად გარდერობის ოთახში, ან ბავშვის ოთახში. თანამედროვე კავროლინები კარგად იწმინდება და ჰიგიენის თვალსაწზრისით პრობლემებს არ შექმნის.

რბილი იატაკი პრაქტიკული და ფასიტაც ხელმისაწვდომია. ის კარგად შთანთქავს ხმაურს. საკმაოდ გამძლეა და დიდი ხანი მოგემსახურებათ.

რბილი იატაკის სტრუქტურა სამი ფენისგან შედგება: ბუსუსი, საფუძველი და მერადი ფენა.

ბუსუსი ნატურალური ან ხელოვნური ბოჭკოსგან მზადდება. ნატურალურისთვის გამოიყენება ბამბა, სელი, ქოქოსის ბოჭკო. აბრეშუმი და შალი ცხოველური წარმოშობის მასალაა. შალი ნაკლებად გამძლეა და ცუდად იღებება. ამიტომ შალის კავროლინები ძირითადად ბუნებრივი ფერისაა.

სინთეტიკური კავროლინები ბევრად უფრო გამძლეა. პოლიამიდი, პოლიპროპილენი, და პოლიესტერი, ის მასალაა, რომლისგანაც ზალიან ხარისხიანი რბილი იატაკი მზადდება. 

პოლიამიდის მთავარი უპირატესობა ზემდგრადობაა.  ის ხალიჩისთვის იდეალური ბოჭკოა. 

მას ჩამორჩება პოლიესტერი. მისი ბოჭკო, სტრუქტურულად უფრო სუსტია. ასეთი რბილი იატაკი შედარებით მალე გაცვდება. ამიტომ, შეძენისას აუცილებლად იკითხეთ თუ რისგან არის დამზადებული თქვენს მიერ შერჩეული კავროლინი.

აღსანიშნავია ასევე აკრილის მასალის რბილი იატაკები. ის ძალიან კარგად იღებება და ამიტომ აკრილის იატაკების ფერთა პალიტრა შეუზღუდავია. 

შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით და იარეთ ფეხშიშველებმა ზამთრის ყველაზე სუსხიან დღეებშიც კი!


Подробнее

სოკო კედელზე

2017-10-28

სოკო კედელზე

ამერიკულ დეტექტივებში მინახავს, ადამიანი დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში და პოლიცია პირველს რასაც აკეთებს, კედლიდან სოკოს სინჯს იღებს. თავიდან ვერ ვხვდებოდი რა სოკო, რის კედელი, თუმცა მერე გავიგე, რომ არსებობს სახლის პარაზიტი, კედლის სოკო, რომელიც გარდა იმისა, რომ ინტერიერს გვიფუჭებს, სერიოზული დაავადებების გამომწვევიც შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით საშიში კი სასუნთქი გზებისთვისაა!

ამ პარაზიტის გავრცელებას შემდეგი ფაქტორები უწყობს ხელს: ძლიერი ტენიანობა, ცუდი ვენტილაცია, ჰიდროიზოლაციის არ არსებობს, ჰაერის ცუდი ცირკულაცია.

სოკო განსაკუთრებით აგრესიულია შემოდგომა - ზამთრის სეზონზე. და ამიტომ, ამერიკული დეტექტივების პერსონაჟებად რომ არ ვიქცეთ:

1. სითბო და სიმშრალე სახლში უნდა მუდმივად კონტროლდებოდეს.

2. ტენინობა არ უნდა აღემატებოდეს 50-60%

3. ყოველდღე გაანიავეთ ოთახები. გაანიავეთ სამზარეულო და საბაზანო.

4. შეამცირეთ ავეჯის რაოდენობა.

5. არ ჩადოთ ნესტიანი ტანსაცმელი კარადაში.

6. გაამშრალეთ მორეცხილი იატაკები.

7. რემონტის დროს საღბავებს დაუმატეთ სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებები.

8. რეგულარულად გაწმინდეთ კონდიციონერები.

9. გქონდეთ გამართული თბოიზოლაცია.

10. მოერიდეთ სითბურ კონტრასტებს, მაგალითად: ძალიან თბილი სამზარეულო და ცივი საძინებელი.


Подробнее

როდესაც ვაკრავთ ფილას

2017-10-25

როდესაც ვაკრავთ ფილას

არც ისე დიდი ხნის წინ კერამიკულ ფილას, მარტივად, კი კაფელსა და მეტლახს ქვიშისა და ცემენტის ნაზავით აკრავდნენ. თუმცა რაც არ უნდა ოსტატურად გაეკრად, რაღაც პერიოდის შემდეგ აბაზანაში შესულებს, ამოღებული კბილივით გვხვდებოდა ამმოვარდნილი ფილები კედლებსა თუ იატაკზე.

საბედნიეროდ ეს დრო წარსულს ჩაბარდა და ჩვენ უკვე გვაქვს სპეციალური ხსნარები, რომლებიც კერამიკულ ფილას ადგილზე დიდი ხნით „ასიკვდილებენ“.

ამ ხსნარის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია: 

ფილის ზომა და მასალა

ფილის ექსპლუატაციის პირობები

თუ რა ზედაპირზე ეკრობა ფილა

თუ თქვენ დიზაინით დიდი ზომის ფილა გაქვთ გათვალისწინებული, გახსოვდეთ, რომ ის მძიმეა. ამიტომ ხსნარი უნდა იყოს ზემდგრადი. ეს თვისება დატანებულია შეფუთვაზე და ყურადღბა მისაქცევია. ასეთი ზემდგრადი წებოები უფრო ძვირია. 

ზოგადად წებოები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

პირველი ჯგუფი: მარტივი ქვიშა-ცემენტის ხსნარი, რომელიც გარე სამუშაოებისთვის გამოიყენება. ის მშრალ და ზომიერად ნოტიო სივრცეში გამოიყენება.

მეორე ჯგუფი: ელიტური ცემენტისა და წებოს ნაზავი, შიდა სამუსაოებისთის. ასეთ ხსნარს ელასტიური სტრუქტურა აქვს. ის სხვადასხვა ტემპერატურასა და ნესტიანობას უძლებს. 

მესამე ჯგუფი: ყინვის გამძლე ხსნარები. ისინი ბუხრების მოსაპირკეთებლად გამოიყენება, ასევე აუზების, მოზაიკის, მარმარილოს მოპირკეთებისას.

კერამიკულ ფილებს ნებისმიერ ზედაპირებზე ამაგრებენ. ის შეიძლება იყოს მარტივი, ან რთული. მარტივია ბეტონი, აგური, ცემენტის მოჭიმულობა. რთულია ლითონის ზედაპირი, პლასტიკი, გიფსოკარდონი. 

საშუალოდ ერთ კვადრატულ მეტრზე 5 კგ მშრალი წებო გამოიყენება. ამ ციფრის ცოდნა ბიუჯეტს დაგიზოგავთ.

წებოცემენტი წყალში იხსნება და გამოსაყენებლად ადვილია. 


Подробнее

სახურავი

2017-10-20

ვიზრუნოთ სახურავზე

ზამთარი მოდის- და მხოლოდ ძალიან ცნობილ სერიოალში არა. ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს დათოვლილ საწოლში რომ არ აღმოვჩნდეთ, მივხედოთ სახურავს. 

სახლის გადახურვა შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა, ყველაზე პრაქტიკული მაინც მეტალოკრამიტია. 

მეტალოკრამიტი გარეგნულად ძალიან გავს ნატურალურ კრამიტს. თუმცა ის მეტალის ფირფიტებისგან შედგება, რომელიც დაფარულია ცინკით და ფერადი პოლიმერით. ამიტომ, მეტალოკრამიტი შეიძლება იყოს ნამდვილი კრამიტის ფერი, ან ნებისმიერი სხვა ფერიც. მეტალოკრამიტის ერთი ნაჭერი სისქით 0,37 -0,75 მმ-ია, თუმცა დეფორმაციისგან საუკეთესოდ დაცული 0,5 მმ-ის სისქის ნაჭერია. ასეთი მასალა საუკეთესოა როგორც საკუთარი სახლების, აგარაკების, ასევე კორპუსების გადახურვისას. ის უნივერსალურია და -50 გრადუსიდან + 120 გრადუსამდე ძლებს. დახრა არ უნდა აღემატებოდეს 14 გრადუსს.

მეტალოკრამიტის საფუძველი ფოლადია, ზედა ფენა ალუმინი, რომელიც იცავს ჟანგისგან, ცინკი იცავს ნაკაწრებისგან და მატებს გამძლეობას. 

მეტალოკრამიტის ზედაპირი შეიძლება იყოს დაფარული:

პოლიესტერით - ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი დაფარვა

მატი პოლიესტერი - აქვს „დაბინდული“ ზედაპირი „ და გამორჩევა ფერის მდგრადობით

პლასტიზოლი - „დაწნული“ ზედაპირით, ძალიან მდგრადია

პურალი - ყველაზე კარგი ხარისხის დაფარვა

პოლიფტორიდი - ყველაზე პრიალა ზედაპირია, თუმცა ასევე ძალიან გამძლეა და ბევრი ფერით არის წარმოდგენილი.

მეტალოკრამიტს შემდეგი უპირატესობები აქვს:

1. მსუბუქია

2. მოყვება ასაწყობი მასალები

3. სწრაფად იგება

4. დიდხანს ძლებს

5. გადაკეტებისას მთლიანად სახურავის მოხსნას არ საჭიროებს

ასე გამოდის, რომ მეტალოკრამიტი, ყველა არსებული გადახურვებიდან ყველაზე პრაქტიკულია.


Подробнее

სახლის კარი

2017-10-17

შემოსასვლელი კარი

რას ხედავს სტუმარი, რომელიც ჩვენს სახლს პირველად სტუმრობს? დიახ, შემოსასვლელ კარს. ინტერიერის ეს დეტალი, დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წმინდა ესტეტიკური დატვირთვის გარდა, მნიშვნელოვან - უცხოების სახლში შემოჭრის  - აღკვეტის ფუნქციას ასრულებს. ამიტომაც, ლამაზის გარდა, კარი უნდა იყოს გამძლე და მყარი.

შემოსასვლელი კარებების მასალები დღეს უკვე ასარჩვად გვაქვს: ხე, პლასტიკი, ზეგამძლე მინა, მეტალი. ამიტომაც, რომ არ დავიბნეთ და სწორად ავარჩიოთ, ის კარი, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდება, მივყვეთ რამოდენიმე მარტივ რჩევას.

უპიველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ შემოსასვლელი კარი ჰარმონიულად უნდა იწერებოდეს ინტერიერში და საქმე მხოლოდ მის ფერზე არ არის. კარი მთლიანობაში უნდა აღიქმებოდეს და მაგალითად, ჰაი ტეკ ინტერიერში არტ დეკო კარი არ უნდა ჩააყენოთ. მეორე, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, ეს მასალაა:

ლითონის კარი

უკონკურენტო მასალაა. ზეგამძლეობით გამოირჩევა, სანდოა, მყარია და ხმაურის კარგი იზოლატორია. ასევე, კარგად ინარჩუნებს სითბოს. თუ თქვენი არჩვანი ლითონის კარზე შეჩერდა, უნდა გახსოვდეთ:

-ყურადღბით გაეცანით ტექნიკურ დეტალებს, რომელზედაც უთითებს მწარმოებელი.

- მიაქციეთ ყურადღბა მის კონსტრუქციასა და ჩარჩოს.

-მიაქციეთ ყურადღბა საკეტებისთის დატოვებულ ღიობებს.

პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ლითონის კარი უკვე ჩამონტაჟებული საკეტებით იყიდება, ამიტომ თქვენ წინასწარ უნდა იცოდეთ და გაკმაყოფილებდეთ ის საკეტები, რომელიც მოყვება კარებს.

ხის კარი

ძირითადად აგარაკებზე აყენებენ. უფრო მყარი და სანდოა მთლიანი ხისგან დამზადებული კარი. თუმცა ეს ძვირი ფუფუნებაა. ოპტიმალური სისქე 50 მმ და ზემოთ. ხის კარი სპეციალური ხსნარით უნდა იყოს დამუშავებული რომ მისი ლპობა გამოირიცხოს. ხის კარს გატეხვის საწინააღმდეგო კარკასი უნდა ქონდეს დატანებული. 

შუშის კარი

ახლა ძალიან მოდურია შუშის შემოსასვლელი კარი. ასეთი კარები ხშირია მეტალის ჭედურ ელემენტებთან ერთად. ლამაზია ხის და შუშის კომბინაციები ან მასიური, სპეციალურად დამუშავებული, მთლიანად მინის კარი. შუშის კარი დამატებით განათების წყაროს ქმნის. სიმსუბუქის და სივრცის გადიდების შთაბეჭდილებას ახდენს. 

კარგად დააკვირდით შუშის ტექნიკურ აღწერილობასა და დეტალებს. რამდენად მყარი და არამტვრევადია. არის თუ არა ბრონირებული შუშა. უძლებს თუ არა დარტყმას, ცეცხლს ან სხვა სახის ზემოქმედებას?

ალუმინის კარი

ფასით ალუმინის კარი ძალიან ხელმისაწვდომია. დღეს ისინი პოპულარობის პიკზეა. შემოსასვლელითვის AGS-68 პროფილის ალუმინის კარი შეარჩიეთ. თუმცა ალუმინი ლითონს გამძლეობით ჩამორჩება, ამიტომ თუ ალუმინის კარს ირჩევთ, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შეიძინეთ. 

ალუმინის კარის უპირატესობების:

დაბალი ფასი

სიმსუბუქე

ფერების პრაქტიკულად შეუზღუდავი არჩვანი

ნებისმიერი გემოვნების დაკმაყოფილება

ადვილი მოსავლელია

ასე რომ აირჩიეთ და ისიამოვნეთ ტქვენი არჩვანით!


Подробнее

ხის პარკეტი

2017-10-14

ხის პარკეტი

ყველა ვთანხმდებით რომ ხის, ნატურალური პარკეტი საუკეთესო არჩევანია. პარკეტი, როგორც იატაკის მასალა, რამოდენიმე საუკუნის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ მყარად უკავია პოზიციები. პარკეტიანი ინტერიერი მდიდრულად გამოიყურება, ძალიან დიდხანს ძლებს და არ იკრავს მტვერს. ის სხვადასხვა ჯიშის ხისგან მზადდება, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული მისი ფასი.

პარკეტის რამოდენიმე სახეობას განასხვავებენ:

საცალო

მოზაიკური

ფარისებრი

პარკეტის ფიცრები

საცალო პარკეტისგან ნებისმიერი ნახატის შექმნაა შესაძლებელი. მისი ზომებია 15-45 სმ სიგრძეში, 3-6 სმ სიგანეში და 1,5-2,5 მმ სიმაღლეში. თუ რომელიმე ცალი პარკეტი დაიკაწრა, მას ადვილად გამოცვლით. საცალო პარკეტი ძვირი მასალაა. ის ძალიან კარგ მოვლას მოითხოვს და ასევე შენობაში ტენიანობის გარკვეული დონე უნდა იყოს შენარჩუნებული. სხვა შემთხვევაში პარკეტი გაფუჭდება. ის „შედგება“ გაუჩნდება ღარები და იატაკი დაიწყებს ჭრიალს.

მოზაიკური პარკეტი ეს არის პარკეტის სეგმენტები, რომლებიც შედგენილია რამოდენიმე ცალი პარკეტისგან. ძალიან გავს საცალოს. თუმცა ხმაურის იზოლაცია ასეთი მაღალი დონის არ აქვს. 

ფარისებრი პარკეტი ორ ფენას შეიცავს. პირველი ფენა საფუძველია, ის ხის ბოჭკოსგან მზადდება, ხოლო სახე ხეა. თქვენ შეგიძლიათ თანაბარსახიანი ფარისებრი პარკეტი აირჩიოთ. თვითოეული ფარის პარამეტრებია 40/40 სმ ან 80/80სმ.

პარკეტის ფიცარი ძალიან გავს ფარისებრს და ორ ან სამ ფენას შეიცავს. საფუძველი დაბალი ხარისხის ხისგან მზადდება, ხოლო სახე, მაღალი და ხარისხიანი ხის მერქანია. დასაგებადაც მარტივია. მაგალითად საცალო ან მოზაიკურ პარკეტს დაგებისას დამატებითი დამუშავება სჭირდება, დაგების შემდეგ კი ის ან ილაკება ან ოლიფათი იფარება. აუცილებელია ციკლოვკაც. ხოლო პარკეტის ფიცარი უკვე დამუშავებულია, დამატებით დამუშავებას არ საჭიროებენ და ის მხოლოდ უნდა დააგოთ.

დაბოლოს. პარკეტი შეგიძლიათ პირდაპირ ბეტონის მოჭიმულ იატაკზე დააგოთ, ან ხის ზედაპირზე.. თუ ხის პარკეტს სწორედ მოვუვლით ის მრავალი ათეული წელი მოგვემსახურება, ხოლო თუ მას ქვემოდან ფანერის საფუძველს გავუკეთებთ, ასეთი იატაკი პრაქტიკულად უკვდავი იქნება!


Подробнее

ლოპოტა

2017-10-10

ლოპოტას კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულებულია

ამ საკითხზე ჩვენ კომპანია Building House-ის გენერალურ დირექტორს, ბატონ ირაკლი ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ

-რას მოიცავდა ლოპოტას პროექტი?

- 2014 წელს ჩვენ სასტუმრო კომპლექსისიD და E კორპუსები, საერთო ფართით 3000 კვ. მ ავაშენეთ. ჩვენი სამუშაო 31 ნომერს, 12 ლუქსს, ,2  საკონფერენციო დარბაზს, გარე პერიმეტრის კეთილმოწყობასა და ღია აუზს მოიცავდა.

2016-2017 წ ჩვენს კომპანიას დახურული საცურაო აუზის აშენება დაგვიკვეთეს. მშენებლობა  კომპლექსური იყო და სატრენაჟორო დარბაზის, სილამაზის სალონის, სოლარიუმის, ღია ვერანდაზე განთავსებულ ჯაკუზის, დახურულ აუზში ჯაკუზის, ფინური და თურქული საუნის აშენებას გულისხმობდა. როგორც ხედავთ, ამოცანა საკმაოდ რთული იყო, ვადებიდან გამომდინარე.

-რა ამოცანა იდგა მშენებლების წინაშე?

- მოგეხსენებათ ლოპოტას კომპლექსი, ძალიან პოპულარულია დამსვენებელთა შორის. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გვიწევდა მუშაობა. სასტუმრო კორპუსები სწრაფად იყო ჩასაბარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონი ჩავარდებოდა. ჩვენ ნამდვილად არ გვსურდა ეს. ამოცანისთვის თავის გართმევა იმ გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც ჩვენ წლების მანძილზე დაგვიგროვდა.

-რამდენად რთული იყო შესასრულებელი სამუშაო?

- დახურული საცურაო აუზი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილ რთულ ნაგებობას, რომლის განხორციელებაც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ სირთულეებთან და რისკებთან იყო დაკავშირებული, ასევე იგი რთული საინჟინრო ნაგებობაცაა თავისი სავენტილაციო, გათბობის და საუნების თანამედროვე სისტემებით. რომ არა ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმი, მსენებლობა რისკის ქვეშ იქნებოდა.

-რა გამოცდილებას მატებს კომპანიას ასეთი პროექტების შესრულება?

-უპირველესად, ნებისმიერი ახალი ამოცანა, და ამ შემთხვევაში დახურული აუზი, ჩვენთის ახალი გამოწვევა იყო, გვმატებს გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. არქიტექტურა ის სფეროა, სადაც მუდამ სწავლობ ახალს. ის ვითარდება და შენც ვითარდები მასთან ერთად. რა თქმა უნდა თუ დროის მოთხოვნას უწყობ ფეხს. ასევე შემჭირდოვებულ ვადებში პროექტის დასრულება, ზალიან დიდი გამოწვევაა და ესეც საინტერესო გამოცდილების დაგროვების შანსს იძლევა.

-რამდენადაც ვიცით, ეს ლოპოტას პროექტის მეორე ფაზაა. ორი სიტყვით მოგვიყევით პირველი ფაზის შესახებ

პირველი ფაზა სასტუმროების 2 კორპუსსთავისი ინფრასტრუქტურით მოიცავდა.

ამ გადმოსახედიდან რას შეცვლიდით მუსაობის პროცესში?

-სამუშაოს ხარისრინი შესრულების ლომის წილი პროექტირებაზე მოდის, საქართველოში ამ მხრივ რთული ვითარებაა. როდესაც ეს საკითხი დაიხვეწება,სამუსაოს ხარისხიან შესრულებასაც საფრთხე არ დაემუქრება.

რა იყო ყველაზე რთული?

მსგავსი პროექტის განხორციელება. ჩვენ ზალიან კარგი პრაქტიკა გავიარეთ

რით ამაყობთ ამ პროექტში?

ვადებში და ხარისხიანად დასრულებულისამუშაო სიამაყით გვავსებს.

ორიოდე სიტყვით მომავალი გეგმების შესახებ

სიამოვნებით გვსურს შეგატყობინოთ, რომ ჩვენ გერმანული სამშენებლო კომპანიის ოფიციალური პარტნიორები გავხდით. ამ კომპანიას თქვენ შეგიძლიათ ამ მბულზე გაეცნოთ: www.epc.com.ge.ჩვენი მხრიდან კი გეტყვით, რომ ეს არის ინოვატორი კომპანია სამშენებლო ტექნოლოგიების კუთხით. მას გამოარჩევს უზადი გერმანული ხარისხი და ახალი, ევროპული ტექნოლოგიების უმაღლეს დონეზე ფლობა. თუ გავავლებთ მათ შესრულებულ პროექტებს თვალს, ადვილად დავრწმუნდებით ამაში. ამიერიდან მათი ხარისხი, ჩვენი ხარისხია!

Подробнее

და კვლავ გათბობაზე

2017-10-06

ნებისმიერი ძველი „ბატარეები“ ითხოვენ განახლებას. რაც არ უნდა თამანედროვე გათბობის სისტემა დააყენოთ, ადრე თუ გვიან, სტანდარტული გათბობის პანელები მოგბეზრდებათ. ოთახის და მთლიანად სახლის ინტერიერის დიზაინიც თავისას ითხოვს - თუ ბოლომდე ჰაი ტეკში არ ცხოვრობთ, ეს თეთრი სათბურები ძალიან გამოგეჩხირებათ თვალში. ჰოდა რა გავაკეთოთ? მოხსნას და ახლის დაყენებას აზრი არ აქვს - ჯერ ერთი არასტანდარტული პანელები ან არ იშოვება, ან ძალიან ძვირია, მეორეც, ასე ხშირად ხომ ვერ გამოვცვლით გათბობას? ამიტომ არსებობს მარტივი იაფი და ეფექტური გამოსავალი - პანელების გადაღებვა! ამისთის ემალის საღებავები გამოგადგებათ, საჭიროა მხოლოდ საღებავი რამოდენიმე მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. 

თანამედროვე საღბავები მოქმედების ზალიან დიდ არეალს გვიხსნიან. ისისნი სხვადასხვა ტემპერატუებისა და ტენიანობის მიხედვით შეირჩევა და ნებისმიერ ინტერიერს ერგება. უბრალოდ, თავიდანვე უნდა განისაზღვროს თუ რატომ ვღებავთ და რა შედეგი გვინდა მივიღოთ. 

სპეციალური საღებავები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

1. საღებავი უნდა იყოს ანტიკოროზიული, მარტივად - არ იჟანგებოდეს და პანელს ჟანგისგან იცავდეს. (ორმაგი ხეირი)

2. სხვადასხვა ტემპერატურისადმი იყოს მდგრადი

3. მეტალის მასალებთან თავსებადი

უნდა გვახსოვდეს, რომ საღბავი გათიშული გაTობის პირობებში უნდა დავიტანოთ. ასევე შეღებვა მხოლოდ ღია ფანჯრების პირობებში უნდა მოხდეს, ვინაიდან მსგავს საღებავებს ძალიან მზაფრი სუნი აქვთ. 

ალკიდური ემალი შესანიშნავია სამზარეულოსთვის, ვინაიდან ძალიან კარგად უძლებს მრავალჯერად წმენდას. 

ნესტიანი ადგილებისთის გამოგადგებათ აკრილის საღბავი. 

პირველი ფენის დატანების შემდეგ დაიცადეთ ერთი საათი, სანამ მეორე ფენას დაიტანთ.

თუ ფერის შეცვლას არ აპირებთ და მხოლოდ განახლება გსურთ, მაშინ ე.წ. „შკურკით“ გახეხეთ ზედაპირი, სპეციალური ხსნარის საშუალებით მოაშორეთ ზედაპირს მტვერი და ცხიმი და ისე შეღებეთ.

სრულიად ახალი ინტერიერის შეგრძნება გარანტირებული გაქვთ!


Подробнее

რა გაგვათბობს?

2017-09-29

დაუნდობლად გვიახლოვდება გათბობის ჩართვის ჟამი. საერთოდაც, გუშინ გამოვრთეთ კონდიციონერები და დღეს უკვე გათბობის ქვაბებს ვუტრიალებთ და ჩართვისგან მხოლოდ ფსიქოლოგიურ-ეკონომიკური საკითხი გვიცავს - ასე ადრე? სექტემბერში? ნუთუ ეს არის ტრამპის მიერ უარყოფილი „კლიმატ ჩეინჯი“?

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გათბობას მხოლოდ ახლა აყენებენ. მათ ეგონათ რომ კიდევ სულ ცოტა ერთი თვე აქვთ საკითხში გასარკვევად, თუმცა არა. და მათ გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღება უწევთ. რა უნდა დააყენონ სახლში რომ ქარიშხალ ირმას პირობებშიც თბილად იყვნენ?

თანამედროპვე გათბობის სისტემები სხვადასხვა საწვავზე მუშაობს. ელექტრო, გაზის, მზის თუ წყლის სისტემები ფართოდ არის წარმოდგენილი ბაზარზე. 

სისტემის დაყენებისას სასურველია ქვაბები ცალკე სათავსოში იყოს. არ არის სასურველი მათი აივანზე განთავსება, ვინაიდან ზამთრის ყინვა სისტემაში წყალს გაყინავს და გამოსაცვლელი გაგიხდებათ. თუ სხვა გზა არ არის, მაშინ აუცილებლად გაუკეთეთ ქვაბს დათბილული კარადა. იგივე ეხება გათბობის ქვაბის აბაზანაში განთავსებას. იქაც დაგჭირდებათ კარადა, ოღონდ ნესტგამძლე იზოლაციური მასალებისგან. 

ყველაზე გავრცელებული გათბობის სისტება წყლისაა. წყალი გაზის საშუალებით ქვაბში თბება და მილებით ოთახებში განთავსებულ სათბურებს „ბატარეებს“ მიეწოდება. ასეთი ქვაბები გაზზე მუშაობენ, თუმცა მათ ასანთებათ ელექტროენერგიაა საჭირო, ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, შუქი რომ ჩაქრება, თქვენი გათბობის სისტემაც გაითიშება. ასეთ შემთხვევაში იმედი უნდა ვიქონიოთ რომ შუქი იქამდე მოვა, სანამ ოთახის სათბურები წყლის სითბოს შეინარჩუნებენ.

მზის გათბობის სისტემა სოლარ პანელებზეა აწყობილი. მზის ენერგიის პანელები სახურავზე ან რომელიმე სხვა ღია სივრცეში მონტაჟდება. მათ უერთდებათ ქვაბი, რომელიც ათბობს წყალს სისტემაში. აღსანიშნავია რომ ბაზარზე სოლარ პანელების გაიაფების ტენდენცია შეინიშნება და თუ მზე არ ჩაქრა თქვენ ერთხელ გიწევთ ინვესტირება. დანარჩენ შემთხვევაში ვერც თელასი და ვერც ყაზტრანსგაზი ვეღარ გაწყენინებთ. გადასახადების დრაკონული ქვითრები არ მოგივათ, ზაფხულში კი ჭარბ ენერგიას გაყიდით და ფულს გააკეთბთ. 

როგორ მოვიქცეთ თუ კვლავ „კარმას“ ანუ გაზის გამათბობლის დაყენება გვიწევს. აქ უნდა დავიცვათ ძალიან მარტივი, თუმცა სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი წესი: გამათბობელი შიდა წვის უნდა იყოს და მილი სწორედ, გარეთ უნდა ქონდეს დამონტაჟებული. არაფრის დიდებით არ დაამონტაჟოს ასეთი სისტემა თქვენით. გამოიზახეთ სპეციალისტი! 

იატაკის გათობაზე უკვე ვისაუბრეთ და თუ გაინტერესებთ ჩვენს ბლოგებში იპოვით. 

თბილ და უშფოთველ ზამთარს გისურვებთ!


Подробнее

როგორ მივიერთოთ აივანი

2017-09-26

რა ვქნათ, თუ ადგილი ბინაში არ გყოფნის? პასუხი ამ კითხვაზე რამოდენიმეა და დამოკიდებულია იმაზე გაქვთ თუ არა აივანი ან ლოჯია და ესაზღვრება ის თქვენს სამზარეულოს თუ არა.

თუ ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, მაშინ თქვენ თამამად შეგიძლიათ აივნის ან ლოჯიის სივრცე ფართის გასაფართოებლად გამოიყენოთ.

1. სასადილო აივანზე

თქვენ შეგიძლიათ აივანი სასადილო ოთახად აქციოთ. მაგიდა, სკამები და რამოდენიმე დეკორატიული ელემენტი სიმყუდროვეს შემატებს თქვენს ახალ სასადილო ოთახს. ასეთი გადაწყვეტის დადებითი მხარეა ბევრი შუქი. ამისთის ჩვენ უნდა შევმინოთ აივანი და არავითარ შემთხვევაში არ ამოვაშენოთ ის. გამოიყენეთ ფანჯრის რაფები, როგორც ბარის სადგომი. და თუ ეს სივრცე თქვენს სამზარეულოს ესაზღვრება, მაშინ ძალიან იღბლიანი ხართ!

აივნის გადაკეთებისას გაითვალისწინეთ ის, რომ თქვენ აივნის დათბილვა მოგიწევთ. გაამაგრეთ ფანჯრის რაფა და იყიდეთ ბარის მაღალი სკამები. გვერდებზე შეგიძლიათ კარადები და თაროები მოაწყოთ. 

2. რელაქსის ზონა

არ გჭირდებათ სასადილო, მაგრამ არ გაქვთ ადგილი სადაც დაემალებით ყველას და დაისვენებთ? აივანი (ან ლოჯია) იდეალურად გადაკეთდება ბუნაგად. შემინეთ აივანი, ჩამოაფარეთ სქელი, რბილი ფარდები, დაყარეთ სავარძელი-ტომრები (პუფები) და დადგით პატარა ჟურნალის მაგიდა. ბალიშები და ჩუმი (ან ხმამაღალი) მუსიკა დაასრულებს სურათს. და დაე მთელმა სამყარომ, დაგიცადოთ სანამ თქვენ ისვენებთ!

3. კაბინეტი

სამუშაო ადგილი არ გაქვთ? აივანი ასევე იდეალურად გადაკეთდება სახლის ოფისად. შემინული სივრციდან შუქი სამუშაო განწყობაზე დაგაყენებთ. პატარა შუშის მაგიდა, კომფორტული სკამი, თაროები და ხედი ფანჯრიდან ყოფილ აივანს იდეალურ სამუშაო ზონად აქცევს.


Подробнее

შპალერი

2017-09-22

მარტივი და სწრაფი განახლება

რა გავაკეთოთ, თუ კედლების ფერი უკვე მოგვბეზრდა? კრედიტი ავიღოთ და მთელი ბინის რემონტი დავიწყოთ?

რა თქმა უნდა არა! ინტერიერის გადახალისებაში ჩვენ სპეციალური შპალერი დაგვეხმარება, რომელიც სპეციალურად შესაღებად არის გამოგონილი!

შესაღები შპალერი ჩვეულებრივისგან იმით განსხვავდება, რომ კარგად უძლებს ნესტს, ასევე აქვს რელიებური ნახატი და რამოდენიმე შეღებვაზეა გათვლილი - მოგბეზრდათ ერთი ფერი? გადაღბეთ და სრულიად ახალ ინტერიერში განაგრძეთ ცხოვრება. ეკონომიაც არის და სიამოვნებასაც იღებთ. 

შესაღბი შპალერი სამ კატეგორიად იყოფა: პლიზელინის, ქაღალდის და მინაბამბის. სამივე რამოდენიმე შეღებვას უძლებს. ფლიზელინის შპალერი ფაქტურით ყველაზე მყარია, ის არ იხევა და არ იჭმუჭნება. ფლიზელინის შპალერი შესანიშნავად ფარავს კედლის დეფექტებს - ბზარებსა და უსწორმასწორებებს. 

ქაღალდის შპალერი ნებისმიერ ზედაპირზე გამოიყენება. უფრო მარტივია ექსპლუატაციისას, და ადვილად ეკრობა კედლებს. წაუსვით შპალერის წებო და გააკარით.

მინაბამბის შპალერის უპირატესობა კი ის არის, რომ ის არამარტო ბინებში, არამედ საჯარო სივრცეებშიც გამოიყენება - ძალიან გამძლე და მყარია.

სამივე სახეობის შპალერს სხვადასხვა “სახიანი” ზედაპირი აქვთ, რომლის შეღებვისას თქვენ იღებთ არამარტო ახალ ფერს, არამედ ახალ ორნამენტსაც. ცადეთ და იცხოვრეთ მუდამ განახლებულ სახლში !


Подробнее

ლოფტი

2017-09-18

ლოფტის სტილი ძალიან პოპულარულია მათ შორის ვისაც თავისუფლება და სივრცე უყვარს. არაორდინარული და ცოტა აცკეტური ინტერიერის დიზაინი იდეალურია მათთვის ვისაც სამუშაო სივრცის და სახლის თანხვედრა სურს, ან უბრალოდ, თანამედროვე, მოდური ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბოლო ტრენდების მიმდევრობა მნიშვნელოვანია. მითუფრო, რომ ლოფტი ამის საშუალებას გვაძლევს - იქ ბევრი ჰაერია, ბევრი შუქი და არანაირი დაბრკოლებები და ზედმეტი დეტალები. ზუსტად ეს სტილი მფლობელის ინდივიდუალურ თვისებებს უსვამს ხაზსს.

ამ სტილის დასაბამი 50-იანი წლებია, როდესაც აშშ-ი საწარმოოებმა ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლა. შესაბამისად, ქალაქებში ბევრი ცარიელი ინდუსტრიული სივრცე დარჩა, რომლებიც ნაკლებშემოსავლიან ხელოვანებმა შეამჩნიეს და აითვისეს. ეს სივრცეები იყო დიდი და იაფი. სხვა კი რა უნდოდათ ღარიბ მწერლებსა და მხატვრებს?

დღეს ლოფტის სტილის ინტერიერები არამარტო საცხოვრებელ სახლებშია პოპულარული - უამრავი კეფე და ბარი გაკეთებულია ამ სტილში და ზუსტად ამის გამო პოპულარულიც!

რა არის აუცილებელი, რომ ლოფტის სტილის ინტერიერი მივიღოთ? უპირველესად დიდი და დაუმუშავებელი ფართი. მეორე აუცილებელი პირობაა მაღალი ჭერი. უმჯობესია დუპლექსი. მესამე - კედლების არ არსებობა. სივრცე უნდა იყოს ერთიანი: სამზარეულო გადადიოდეს სასტუმროში, ხოლო სასტუმრო ოთახი საძინებელში. ყრუ კედლები დაუშვებელია და სხვადასხვა ზონები ერთმანეთისგან ფერით და ორიგინალური ტიხრებით გამოიყოფა. ეს “ტიხარი” შეიძლება იყოს ავეჯი ან მინის შირმა.

მეოთხე პირობაა უზარმაზარი სარკმლები ჭერიდან იატაკამდე. ამასთან ლოფტში უგულვებელყოფილია ფარდები. თუ ლოფტი ბოლო სართულზეა, ჭერის ნაწილი მაინც უნდა იყოს შუშა - ღამით ვარსკვლავების დასათვალიერებლად. 

რა მასალებს ვიყენებთ ლოფტში?

ეს ძალიან მარტივი საკითხია: შავი კარკასი გაქვთ? აგურის და ბეტონის კედლები ჩანს? დატოვეთ ასე. ორივე ლოფტისთვის იდეალურია. ნუ შეფუთავთ შავ კარკასს! 

მოდურია ერთი კედლის გრაფიტით მოხატვა. რა იქნება ზედ გამოსახული თქვენი დიზაინერის ფანტაზიასა და თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული.

არავითარ შემთხვევაში არ შეფუთოთ ჭერი - ჩანს კოჭები? ზუსტად ასეა საჭირო. იატაკი შეგიძლიათ დატოვოთ ბეტონის, ან დააგოთ ხის ფიცრები. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - არ დამალოთ ელექტროგაყვანილობის და სხვა საკომუნიკაციო არხების მასალები. ყველაფერი უნდა ჩანდეს!

როგორი აჯევი დავდგათ ლოფტში?

აქ შეზღუდვები არ გაქვთ! შეგიძლიათ ყველაზე იაფი პლასტიკატის ავეჯით გააწყოთ, ან ბებიის ანტიკვარიატი დადგათ, ყველაფერი საინტერესოდ აჟღერდება. ზონების გასაყოფად იდეალურია წიგნების სტელაჟები. ლითონის კარკასებისგან შეკრული თაროები საუკეთესო გადაწყვეტაა!

და ბოლოს, რა გავაკეთოთ, თუ გვსურს ლოფტი, მაგრამ ძალიან პატარა სტუდიო გვაქვს, რომელიმე ახალშენში? სულ რამოდენიმე არქიტექტურულ-დიზაინერული ხრიკი და პრობლემა აღარ იარსებებს! 

ნაბიჯი პირველი: შეძლებისდაგვარად გააერთიანეთ სივრცე და გადატიხრეთ წიგნის სტელაჟით. 

ნაბიჯი მეორე დატოვეთ ჭერის კოჭები და ელექტროგაყვანილობა შეუფუთავი.

ნაბიჯი მესამე: დატოვეთ ერთი კედელი მაინც შებათქაშებული ან შეუფუთავი ბეტონის

და იცხოვრეთ ლოფტში!


Подробнее

ბარი სახლში

2017-09-13

მიდიხარ ბართან, დგები, უკვეთავ ლონგაილენდს და... გახსენდება რომ სახლში ხარ. ჰო, ბარის მაგიდების მოწყობა სამზარეულოში ახლა ტრენდის მწვერვალზეა. ის ცვლის მაგიდებს, სამზარეულოსა და სასტუმრო ზონების გამყოფად მუშაობს და ზოგადად სახლს პეწსა და სტილს მატებს. მაგიდის ქვედა ზონებში დამატებითი სათავსოების მოწყობაა შესაძლებელი, ზემოდან ჭიქების სამაგრების დაკიდება კი სამზარეულოს ბარს ბოლომდე დაამსგავსებს. ამ ჩანაფიქრს მაღალფეხებიანი ბარის სკამები დაასრულებს. და საღამოობით არსად წასვლა აღარ დაგჭირდება.

რა მასალები უნდა გამოვიყენოთ ბარის მაგიდის მოწყობისას? აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ბარის ზედაპირს. უნდა გავითვალისწინოთ ზემოქმედების ფაქტორები: დავჭრით ზემოდან პროდუქტებს? თუ მხოლოდ ყავის სასმელად გამოვიყენებთ?  მასალა შეიძლება იყოს იაფიანი, თუმცა ექსპლუატაციის შეზღუდული ვადით და ძვირიანი, როგორიც არის მარმარილო ან გრანიტი. სამაგიეროდ ის ძალიან დიდ ხანს მოგემსახურებათ. ასევე შესაძლებელია ზედაპირის ქვისგან ან შუშისგან გაკეთბა.

თუ ფანტაზიას გასაქანს მივცემთ, შეგვიძლია ბარის მაგიდაში აკვარიუმი მოვაწყოთ, ან რამე სუპერთანამედროვე დიზაინი შევქმნათ, თუნდაც მანქანის საბურავებისგან, მთავარია ის ადვილად უნდა იწმინდებოდეს. საქმე ხომ სამზარეულოს ეხება. 

ნატურალური ქვა ძალიან გამძლეა, ხელოვნური კვარციც კარგად შეასრულებს ზედაპირის ფუნქციას. ის გრანიტს გამძლეობაში ორჯერ აღმატება. ძალიან ძნელია მასზე ნაკაწრების დატოვება. 

ზედაპირის კლასიკური ვარიანტი ხის და მეტალის კომბინაციაა. მეტალი მინიმალისტურ დიზაინში იდელურად ჯდება. 

ქვასთან მოდურად ჟღერს მინა. მინა ისე უნდა იყოს დამუშავებული, რომ ადვილად არ ტყდებოდეს. 

ნებისმიერ შემთხვევაში ბარის მაგიდიანი სახლი სულ სხვა იერს იღებს.


Подробнее

მოჭიმული თუ „შეღვრილი“ იატაკი?

2017-09-10

სათაურში გამოტანილი კითხვა ებადება, ადრე თუ გვიან, ყველას, ვინც სახლს იშენებს ან ირემონტებს. და თუ ადრე ე. წ. „სტიაშკას“ ალტერნატივა არ ქონდა, ახლა, მას სულ უფრო მედგრად  კონკურენციას „შეღვრილი” იატაკი უწევს.

გავარკვიოთ რა არის ერთი ან მეორე. „სტიაჟკა“ არის ქვიშისა და ცემენტისგან გაკეთებული ნაერთი, რომლითაც ჭიმავენ, ანუ ასწორებენ პირველად იატაკს, ანუ იმ სიბრტყეს, რომელიც მერე ან კერამოფილით, ან ლამინატით ან კიდევ ხის პარკეტით დამშვენდება. ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა სიაფე და უნივერსალურობაა. ქვიშა-ცემეტის ხსნარს რა სისქეზეც გინდა ისეთზე დააგებ. როგორც გინდა ისე აამაღლებ. თუმცა თუ სწორედ მიყვები ტექნოლოგიას, სადღაც ორი კვირა ის უნდა ინამებოდეს, რომ შემდგომში არ დასკდეს და მხოლოდ ორი კვირის მერე შრებოდეს სადღაც ორ თვემდე. თუ ამ ვადებს არ დაიცავთ, იატაკის დაგებიდან ერთ წელიწადში ლამინატი ამღერდება, იატაკი აჭრიალდება და მეტლახი ამოიყრება, ვინაიდან ქვედა მოჭიმულობა დაიბზარება.

„შეღვrილი“ იატაკი კი თანამედროვე პოლიმერული მასალებისგან შემდგარი ხსნარია, რომელსაც ასხავ, ის თვითონ იღვრება, ეძებს გასასწორებელ ალაგებს, ასწორებს, იდეალურად ავსებს ყველა ღრმულს და ძალიან მალე თქვენ პრიალა ზედაპირის იდეალურად სწორ იატაკს იღებთ. თუმცა ძვირად. ასეთი იატაკის მინუსი ასევე გარკვეული სისქის ლიმიტია. 

და ბოლოს სრულიად იდეალური ვარიანტი: პირველადი ფენა კეთდება ტრადიციულად - ქვიშითა და ცემენტით და ზემოდან თანამედროვე „შეღვილი“ ტექნოლოგიისთ. ასეთი მოჭიმული იატაკი გარანტირებულად დიდხანს გემსახურებათ.


Подробнее

ქვა

2017-09-06

დიდი ხანია რაც გამოქვაბულებში აღარ ვცხოვრობთ, თუმცა ქვის ხანა მგონი ბრუნდება - მოდა ინტერიერის ქვით მოპირკეთბაზე ძალას იკრებს და მოდურ ტრენდათ ყალიბდება. ბუნებრივი მასალა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და ალბათ, სინთეტიკურ ეპოქაში ეს სავსებით „ბუნებრივი“ ტენდენციაა. და საუბარი მარტო მარნებსა და ბუხრის ოთახებზე არ არის - საძინებლებსაც კი უხდება სწორედ შერჩეული ქვის მასალებით მორთვა. 

დღეს, დეკორატიული ქვენის ძალიან დიდი არჩევანია. თქვენ შეგიძლიათ სასტუმრო ოთახის ერთი კედელი აგურით ააწყოთ, შეუფუთავად დატოვოთ და ამერიკულ ლოფტს დაამსგავსოთ. ტრავერტინით საძინებელი მოაპირკეთოთ და შორეულ ფლორენციაში აღმოჩნდეთ ან სულაც მარტივი რიყის ქვის კედელი ამოაშენოთ სამზარეულოში. თუმცა ნემისმიერ შემთხვევაში უნდა დაიცვათ რამოდენიმე მარტივი წესი, რომ თქვენმა ქვამ მთელი პოტენციალი გამოავლინოს.

1. ძალიან მნიშვნელოვანია შუქი. იმ ინტერიერში, სადაც ქვაა, შუქი უნდა იყოს ხასხასა. ზუსტად რომ შუქის წყალობით ქვა ავლენს სილამაზესა და სიმყუდროვეს.

2. ქვა დაუშვებელია ვიწრო და დაბალჭერიან ინტერიერებში

3. ქვას ამდიდრებს ყვავილები და სიმწვანე. დადგით რამოდენიმე ქოთანი თქვენი საყვარელი მცენარეებით ქვის კედელთან და დატკბით შედეგით

4. ქვას თუ შუშას და მეტალს შეუხამებთ, ინტერიერი სუპერთანამედროვედ და ფუტურისტულადაც აჟღერდება. 

უფრო დეტალურ კონსულტაციას კი ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ აი აქ: http://offer.buildinghouse.ge/


Подробнее

დეკორი

2017-09-02

მოვრთოთ სახლი

ინტერიერის შექმნისას გვერდს ვერ ავუვლით აქსესუარებს. ორიგინალური და მოდური წვრილმანების გარეშე ის ვერ შეიძენს იმ განუმეორებელ სულს, რომელიც სახლს თქვენს თარგზე „გამოჭრის“. 

არ არის აუცილებელი უფუნქციო აქსესუარები დაახვაოთ. ასე სახლს საწყობად აქცევთ. აქ სპეციალისტების რჩევაა აუცილებელი, რომლებსაც აი აქ მოძებნით: http://offer.buildinghouse.ge/

დეკორატიული ელემენტები ფუნქციონალური უნდა იყოს და თვალის გახარების დანიშნულების გარდა, სასარგებლო დატვირთვასაც უნდა ატარებდეს. 

თუ თქვენ არ ხართ მნიშვნელოვანი მხატვრული კოლექციის ბედნიერი მფლობელი, არ გაქვთ პიკასო ან თუნდაც მატისი, ნუ მოიწყენთ, მათ როლს სარკეები შეასრულებს. 

სარკემ თანამედროვე დიზაინში ახალი როლი შეიძინა. აღარაა აუცილებელი ერთი დიდი სარკე გქონდეთ გარდერობში. პატარა, სხვადასხვა ფორმის სარკეები ან სარკის ნატეხებისგან შედგენილი კედლის პანოები ვიზუალურად გაადიდებენ ოთახებს და ჯადოქრულ ელფერს შექმნიან. დღეს ძალიან მოდურია მზის ფორმის სარკეები. ისინი შუასაუკუნეების ვენეციიდან გადმონაცვლდნენ და მინიმალისტურ ინტერიერებს ახლებურად აცოცხლებენ. 

აქტუალურია ასევე კედლის მხატვრული პანოები - აბრეშუმზე ბატიკის ტექნიკით შესრულებული აბსტრაქტული ნახატები. ისინი აღმოსავლურ სიმყუდროვეს გვანიჭებენ. 

მინიმალიზმი ძალიან კარგად ეხამება არტ დეკოს არაბესკებს. ნეიტრალურ, ღია ფერის ინტერიერში, არტ დეკოს სტილის სანათი სულ სხვა აქცენტებს დასვამს. ტახტის ბალიშები, არტ დეკოს სტილში მოხატული ბატიკის ბალიშისპირებით გაამდიდრებს ნებისმიერ ოთახს. 

შანდლები, როგორც სააბაზანოს დეკორატიული და ფუნქციონალური ელემენტები ასევე ძალიან აქტუალურია. დამღლელი დღის შემდეგ სანთლების შუქზე აბაზანის მიღება ის სიამოვნებაა, რომელსაც უპრობლემოდ მივანიჭებთ საკუთარ თავს. 

პორცელანის ფიგურები სადაო თემაა. ორიგინალი, ძვირადღირებული მინი ქანდაკებების იაფფასიანი რეპლიკანტებით ჩანაცვლებას არ გირჩევთ. ცუდი ტონია. 

მინიმალისტურ ინტერიერში შესაძლებელია ვინტაჟური ლარნაკები. ისინი ნეიტრალურ ფონებზე ცოცხალ აქცენტებს შექმნიან. 

საძინებელი უმჯობესია მშვიდი პანოებით მორთოთ. მათი ტონალობა საერთო ტონალობიდან ძალიან არ უნდა განსხვავდებოდეს. საძინებლებში ახლა საწოლის თავთან მდებარე კედლის დეკორირებაც მოდურია - აქ განსხვავებული ნახატის შპალერებს აკრავენ ხოლმე, რომლებიც პანოს როლს თამაშობენ.

სწორად შერჩეული დეკორატიიული ელემენტები, ნებისმიერ ძალიან სადა ინტერიერს საინტერესო და მყუდრო სახლად აქცევს. 


Подробнее

სტილი

2017-08-29

გესაუროთ ჭეშმარიტ სტილზე? მოგიყვეთ რა არის მოდაში დღეს? გაგანდოთ ინტერიერის დიზაინის ბოლო ტრენდი? გგონიათ მინიმალიზმი ჯერ კიდევ აქტუალურია? არამც და არამც!

ქალაქის არანორმალურ ტემპში, როდესაც სახლში მოსვლა და ტახტზე წამოგორება ხსნა და ჯილდოა, გამოციებული, მინიმალისტური ოთახები ოფისის გაგრძელებად აღიქმება და ამიტომ მათ სანაცვლოდ გონება და გული მყუდრო არეულობებს ითხოვს. ამიტომაც, აი თქვენ მოდური ინტერიერების თოპ სამეული:

სტილი „ბოჰემა“ იგივე „ბოჰო“

თუ თქვენ გსურთ გამოავლინოთ შინაგანი ბუნება და ამავდროულად, ყველაზე თამამი ჩანაფიქრები განახორციელოთ, მაშინ ეს სტილი თქვენია!

მთავარი წესი - არავითარი წესები! ბოჰემური სტილი ნებას გვრთავს გამოვიყენოთ ფანტაზია 100%-ით. ფერების სიხასხასე და კონტრასტი - თქვენი გზამკვლევია. შეუხამეთ შეუხამებლობა. შეათავსეთ შეუთავსებელი ფერები, ფაქტურა და მასალა. გსურთ ბებიის კარადა და სუპერთანამედროვე, ჰაი ტეკ სამზარეულო? კიბატონო. ვინტაჟური ნივთები და ტექნიკის ბოლო ნიმუში? რა პრობლემაა?

 

სტილი Mid-century

ასეთი ინტერიერი, კომფორტით, სიმყუდროვითა და სიმარტივით გვაჯადოებს. იაფიცაა. თავდაპირველად ფერთა გამაზე ჩამოყალიბდით, შემდეგ მოაწესრიგეთ კედლები და შეარჩიეთ იგივე ფერებში ავეჯი. მიაქციეთ ყურადღბა რეტრო ნივთებს. ისინი ამ სტილის ღერძია. ძალიან მოდურია 70-იანი წლების სტილის სავარძლები. ორი სიტყვით რომ აღვწეროთ ეს არის ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი ჭერი, კედლები და შეხამებული აქსესუარები.


 კანდინავიური სტილი

სკანდინავიურ სტილს უპირატესობას აძლევენ დიდ ქალაქებში მაცხოვრებელი თანამედროვე ცხოვრების რიტმს დაქვემდებარებული ადამიანები, რომლებსაც უყვართ კომფორტი. ამ სტილის მთავარი მახასიათებელია ღია კედლები (უმეტესად თეთრი), ხის იატაკი, ძალიან ბევრი შუქი, და კომფორტული რბილი ავეჯი.

ის გამორიცხავს მუქ ფერებს. მხოლოდ ღია პალიტრა და ძალიან ცოტა ფერადოვანი აქცენტი.

 

Подробнее

როგორ დავრჩეთ ფეხშიშველები ზამთარში

2017-08-26

რემონტი, მშენებლობა

ჩვენ ახლა გვგონია რომ აღარასოდეს შეგვცივდება. ჩვენ ვეძებთ გრილ ადგილებს და საღამოს ნიავს გადამრჩენელივით ველით. თუმცა გავა სულ რამოდენიმე კვირა და ჩვენ მივხვდებით რომ სახლების გათბობის ჟამი სულ უფრო ახლოსაა. და თუ სახლს ვიშენებთ ან ვარემონტებთ, მითუმეტეს - როგორი გათბობის სისტემა იქნება ყველაზე მეტად ოპტიმალური?

დღეს სულ უფრო მეტ პოპულარობას „თბილი იატაკის“ პრინციპი იკრებს და არა მარტო იმიტომ, რომ ზამთარში ფეხშიშველა ტანტალი გვინდა. თბილის იატაკიდან სითბო ჰარმონიულად და თანაბრად ნაწილდება მთელს სახლსა თუ ბინაში, ამავდროულად კედლებზე „ბატარეებიც“ არ გვეჩხირება თვალებში. 

მაშ ასე, გვსურს ჩვენს საცხოვრებელში მუდამ სტაბილურად თბილოდეს? გვსურს თბილი წინდები სამუდამო დავიწყებას მიეცეს? მაშინ იატაკის გათბობა ჩვენი თემაა.

„თბილი იატაკის“ სისტემა

ინფრაწითელი ნატბის ელექტრონული კაბელის სისტემა, რომელიც იატაკის ქვეშ იდება. მას აქვს რამოდენიმე დადებითი თვისება - კაბელები საკმაოდ თხელია და ამიტომ იატაკი ამაღლებას დიდად არ საჭიროებს. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ ტემპერატურა: დავუწიოთ ან ავუწიოთ მხურვალებას. იგივე რეგულაციით ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ გათბობის დრო დღე-ღამის განმავლობაში.

ასეთი იატაკი მონტაჟდება როგორც პირველად ხის ბაზაზე ასევე ბეტონის მოჭიმულობაზე. კაბელების ზედა ფენით მოჭიმვამდე, მკვებავი ელექტროელემენტები კედლებში მონტაჟდება. რეგულატორი მაგრდება კედელზე იატაკიდან 80-90 სანტიმეტრის სიმაღლეზე. შემდეგ იატაკი სპეციალური ხსნარით საბოლოოდ მოიჭიმება. ამასტან ეს შეიძლება იყოს არა ცემენტი, არამედ ნებისმიერი სხვა, თანამედროვე მოსაჭიმი ხსნარი. შემდეგი ეტაპი უკვე თავად იატაკის დაგებაა. დაგებამდე სასურველია მოხდეს გათბობის სისტემის ჩართვა და შემოწმება.

ასეთი იატაკის ნაკლი ის არის, რომ ელექტროენერგიის ხარჯი გეზრდებათ. 

იატაკის გათბობა წყლის სისტემით

იატაკის პირველად მოჭიმვაზე იდება წყლის სისტემის მილები და გათბობის პრინციპი იგივეა რაც სტანდარტულ კედლის „ბატარეების“ შემთხვევაში, ერთი განსხვავებით, მილები იატაკშია. 

„ორმაგი იატაკი“

ძველ იატაკზე იგება თბოიზოლაციური მასალები: კერამზიტი, ქვაბამბა, ნახერხი. ზემოდან იგება ახალი იატაკი. ასეთი იატაკის უპირატესობა ელექტროენერგიის დაზოგვაა. თუმცა სერიოზული ნაკლია ის რომ იატაკს რაღაც ტემპერატურაზე ზემოთ ვერ გაათბობ. ასევე საგრძნობლად აიწევს იატაკის დონე. ასევე შესაძლებელია ამ ორმაგ იატაკში ელექტროსადენების ან წყლის სისტემის დატანება. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ უნივერსალურად დათბილულ იატაკს. 


Подробнее

ჩონჩხები კარადაში ან როგორ მოვაწყოთ საკუჭნაო

2017-08-23

სწრაფი რემონტი

კი, ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს საიდუმლო, რომელსაც საგანგებოდ, ან არც ისე, მაგრამ მაინც მალავს, თუმცა საიდუმლოებების გარდა, ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს რამოდენიმე ზედმეტი და არც ისე ზედმეტი ნივთი, რომელსაც დროებით მაინც, შენახვა ჭირდება - ქვაბები, ტაფები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამზარეულოს აქსესუარები და მურაბა ტყემლების მთელი ნაკრები. სად განვალაგოთ ეს ყოველივე? დავყაროთ ზემოდან და ბინა საწყობად ვაქციოთ? არ არის კაი აზრი. უსისტემოდ მივყარ-მოვყაროთ? უარეს შედეგს მივიღებთ. ამიტომაც, გვიდგება ისეთი საკითხი, როგორიც საკუჭნაოს მოწყობაა.

სანამ ბინას, სახლს ავიშენებთ ან გავირემონტებთ, აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ დაგვჭირდება შესანახი სივრცე!

ასეთი სივრცის სამი ვარიანტი არსებობს:

1.      ჩაშენებული საკუჭნაო

ეს არის სამზარეულოს სივრცეში, რომელიმე კედელთან არსებული ზონა, რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა ნივთებისთვის განკუთვნილი თაროები, ასევე უჯრები და სხვადასხვა ტიპის სათავსოები. ასეთ ჩაშენებულ საკუჭნაოს უნდა ქონდეს კარები, რომლის დაკეტვის შემთხვევაშიც სამზარეულო და საკუჭნაო ორ დამოუკიდებელ სივრცედ იქცევა.

 

2.      „თანასაკუჭნაო“

ასეთი საკუჭნაო სამზარეულოს დამატება-გაგრძელებაა. ცოტა მეტი დამხმარე თარო და სტელაჟი, ღია ან დახურული კარადა და სხვადასხვა ნივთების შესანახი სივრცე მარტივად ორგანიზდება.

 

3.      საცლკე სივრცე საკუჭნაოსთვის

თუ თქვენ იღბლიანი ხართ დაიმდენ ფართობს ფლობთ, რომ ცალკე კარადა-ოთახის გაკეთება შეგიძლიათ, გილოცავთ, თქვენ ცალკე სივრცის მფლობელი ხართ, სადაც დამალავთ, გადამალავთ ან მარტივად დადებთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ (ჩონჩხების ჩათვლით)!

სასურველია ასეთი საკუჭნაო სამზარეულოს მიმდებარედ იყოს, ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ, მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.

 

ეცადეთ საკუჭნაო, მაქსიმალურად ბუნებრივი მასალით ააწყოთ - ხის თაროები და სტელაჟები იდეალურია. წინასწარ გაითვალისწინეთ, თუ რისი შენახვა დაგჭიორდებათ და ის რაოდენობა სათავსო განალაგეთ, რომ არც ცარიელი დაგრჩეთ და ადგილი ტყუილა არ დაკარგოთ, ან პირიქით, შესანახი სივრცე არ დაგაკლდეთ.

 

დაბოლოს, თუ გსურთ იდეალური საკუჭნაოს ბედნიერი მფლობელი გახდეთ, ენდეთ სპეციალისტების რჩევებს, მაღალი კლასის სპეციალისტებს კი იპოვით აი აქ: http://www.buildinghouse.ge/

Подробнее

ზღვის სანაპირო სახლში

2017-08-18

საზაფხულო რემონტი

გარეთ ზაფხულია, შვებულებიდან ან უკვე ჩამოვედით ან აწი წავალთ და ეს მოძველებული ინტერიერები ნერვებს გვიშლის.. ზღვის სილურჯე გვაკლია, მთის სიმწვანე გვსურს და დღეების შემოკლების მოლოდინში მზის სიხასხასეს შენარჩუნებას ვგეგმავთ. როგორ მოვიწყოთ არდადეგები სახლში? რა თქმა უნდა სწრაფი რემონტით, ამისთვის კი უნდა შევიდეთ აი აქ http://offer.buildinghouse.ge/

და სახლში მარადიული ზაფხული დავგეგმოთ!

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ინტერიერიდან ხალიჩების მოშორება. მტვრის ბუდეა და გვაცხელებს. ასევე ავალაგოთ ტახტის ბალიშები, დავკიდოთ ღია და შედარებით მსუბუქი ფარდები.

ეს რაც ჩვენ თვითონ შეგვიძლია, ხოლო რემონტისთვის რამოდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც გასათვალისწინებელია:

ფერთა თემატური პალიტრა

ინტერიერში გამოიღენეთ „ზღვის თემატიკა“ რადგანაც ის თქვენ ზღვაზე გატარებულ შვებულებას გაგახსენებთ. ლურჯი კედელი, თეთრად გადაღებილი ჭერი, რიყის ქვებით აწყობილი ბარის სადგამი ან სამზარეულოს ხის ზედაპირები იდეალურად მოაუხდება ინტერიერს.

თეთრი ფერი

გახსოვთ კუნძული სანტორინი? ყოვლისმომცველი სითეთრე ზღვისა და ცის ფონზე. გაბედეთ და მთლიანი ბინა თეთრად შეღბეთ. მოგბეზრდებათ? ადვილად შეცვლით. თეთრი ჰო იდეალური ბაზაა და შემდგომ რენოვაციებს ადვილად „იტანს“. 

მჭახე ფერი

ვერ ეგუებით სითეთრეს? რას იტყვით ნარინჯისფერსა და ყვითელზე? ბუნებრივი ხის „გემბანი“ პარკეტი, სტაფილოსფერი კედელი და ლურჯი დარაბები ფანჯრებზე - მარადიული ზაფხული მაშინაც როდესაც გარეთ თოვს!

სიმწვანე

მწვანე ფერი თვალს ასვენებს. ნეიტრალურად შეფერილ ინტერიერში კედლის მწვანე დეტალი საუკეთესო აქცენტია. არაა აუცილებელი მწვანე შპალერის გაკვრა. სამზარეულოში რამოდენიმე მწვანე კარადა ტონუსისთვის სავსებით საკმარისია.

საღამოს სიგრილე

საძინებელი ლურჯ და ფირუსიზფერ ტონებში თამამი მოდური და ძალიან ლამაზი გადაწყვეტაა.

ასე, რომ როდესაც შვებულება დასრულდება და კვლავ ოფისში გამოიკეტებით, სახლში მისვლისას კვლავ არდადეგების განცდა დაგეუფლებათ!

Подробнее

როგორ „ავხადოთ“ ჭერი

2017-08-12

მშენებლობა და სწრაფი რემონტი

დაბალი ჭერები... რა უნდა უყო დაბალ ჭერს? უყურო და იდარდო და იოცნებო სადმე ძველი უბნის ძველ სახლში გადასახლებაზე? მგონი სხვა გზაც არსებობს: დასაჭიმი ჭრები. ისინი არა მარტო ლამაზია, არამედ ჰაეროვნების ეფექტს ქმნის და ვიზუალურად ჭერს ამაღლებს.

დასაჭიმი ჭერი ორი სახისაა: გლუვი და პრიალა. სამზარეულოსთის, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ და თუ ეს სამზარეულო ახლა ასეთი პოპულარული სტუდიოა და სასტუმრო ოთახთან არის მიერთბული, პრიალა ჭერი იდეალურია. ის ამაღლებს ჭერს, ირეკლავს სივრცეს და შეგრძნება, რომ თავზე ბეტონი გადევთ, აღარ შეგაწუხებთ. ამასტან სამზარეულოს დასაჭიმი ჭერის მასალა შესანიშნავად უმკლავდება. მისი სპეციალური ანტისეპტიკური დაფარვა ებრძვის მტვერს და ბაქტერიებს. 

დასაჭიმი ჭერების მონტაჟამდე რამოდენიმე წესია გასათვალისწინებელი: 

1. ის კედლები სადაც დამაგრდება დასაჭიმი ჭერი უნდა იყოს მყარი. 

2. ყველა კედელი უნდა იყოს იდეალურად მოსწორებული ჭერი ჩაფუშულ პარაშუტს რომ არ დაემსგავსოს. იგივე ეხება კერამიკულ ფილასა თუ გიფსოფილას.

3. საკუთრივ ჭერი უნდა იყოს იდეალურად მოსწორებული

4. ყველა კაბელი წინასწარ უნდა იყოს მიყვანილი განათების წყაროებთან.

5. ნაგავი და ზედმეტი დეტალები უნდა მოშორდეს.

6. ჭერების დაჭიმვის დროს შენობაში უნდა დაცული იყოს საჭირო, სპეციალური ტემპერატურული რეჟიმი.

ყველაზემოთქმული მიუთითებს შემდეგ ფაქტზე: იმისთის რომ თქვენი დაჭიმული ჭერები იდეალურად გამოიყურებოდეს, მოუხმეთ სპეციალისტებს და ნუ ენდობით სადმე ხიდის ქვეშ მდგარ ყველაფრისმცოდნე ხელოსნებს! სპეციალისტებს კი იპოვით აი აქ: http://offer.buildinghouse.ge/


Подробнее

ვაშენებთ შადრევანს... ოთახში!

2017-08-09

ვაშენებთ შადრევანს... ოთახში!

ვისაუბროთ სიგრილეზე. ჰო, როდესაც გარეთ +41 გრადუსია, ერთადერთი, რაც თავში მოგდის, ცივ და სველ ადგილას მოხვედრაა. და თუ ასეთი ადგილი შენი სახლია? 

არა, სიცხისგან არაადეკვატური აზრები არ მომდის. სრულიად კონკრეტულ, სახლის შადრევანზე მაქვს საუბარი. ის ძალიან პოპულარულია და ინტერიერის დიზაინში სულ უფრო ხშირად გვხდება. 

გსურთ ნამდვილი სახლის შადრევნის აშენება? დაგვიკავშირდით აქ: http://offer.buildinghouse.ge/

და სანამ თქვენ ჩვენ გვიკავშირდებით, მე ამ საკითხში უფრო მეტად გაგარკვევთ.

ნებისმიერი სახლის შადრევნის კონსტრუქცია წყლის სატუმბის, წყლის რეზერვუარის და დეკორატიული ელემენტებისგან შედგება. 

რა მასალა დაგჭირდებათ? თუ თქვენ გსურთ ბუნების იმიტაცია, მაშინ ქვის შადრევანი თქვენზე ზედგამოჭრილია. აქ ნატურალური მასალები გამოგადგებათ: რიყის ქვა, მეტალი, კერამიკა. დიზაინში შესაძლებელია ნიჟარების, მცენარეების გამოყენება. ეს სპეციალისტების და დეკორატორების ფანტაზიაზეა დამოკიდებული. 

არსებობს სამაგიდო შადრევნები. პატარა საოცრება, რომელსაც საძინებელში ან სასტუმრო ოთახში მოათავსებ. კონსტრუქციული ნაწილი იგივეა, უბრალოდ მასშტაბია მცირე. 

სხვა საკითხია იატაკის შარდევანი. ასეთისთვის, აუცილებელია ოთახი გარკვეული ფართობის იყოს, რომ ავეჯზე კონდენსატი არ გაჩნდეს. ასეთი შადრევნისთვის საუკეთესო ადგილი სასტუმრო ოთახი ან დიდი შემოსასვლელი ჰოლია. ასევე ორანჟერეა. ნესტიან სივრცეში ყვავილები უფრო გაიხარებს. ზამთარში კი მომაჯადოებელი ზაფხულის ბაღის ამაყი მფლობელები იქნებით. 

ძალიან ტრენდულია გეომეტრიული ჩანჩქერი. ქვის ნატურალური მასალა, მინიმალისტური ფორმები ნებისმიერ ჰოლსა თუ შემოსასვლელს ინტერიერის მთავარ სივრცედ აქცევს.

და მერწმუნეთ, რა ტემპერატურას გამოაცხადებენ პროგნოზში, თქვენთვის აღარ იქნება საინტერესო!


Подробнее

როგორ ამოვძვრეთ კოლოფიდან

2017-08-04

როგორ ამოვძვრეთ კოლოფიდან

სწრაფი მშენებლობა და რემონტი

ლექტორი მყავდა. ერთხელ რატომღაც მოგვიყვა თუ როგორ გადააკეთა თავისი ოროთახიანი „ხრუშჩოვკა“ოთხოთახიანად. გვერდზე მჯდომმა კურსელმა კი წაიჩირჩულა, ლიფტები ჩადგაო?

ეს რატომ გამახსენდა: ახალაშენებული სახლების ფართობებიც რაღაც ლიფტებსა და კოლოფებს შორის მერყეობს. სტანდარტულები, მრავალნოლიანი თანხის მფლობელებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მოკვდავები რომლებსაც ვყიდულობთ, ჰოდა რა ვქნათ თუ კოლოფში ცხოვრება არ გვინდა?

რა და არსებობს რამოდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც ჩვენს პატარა ბინებს საცხოვრებლად მომხიბლავს გახდის.

სივრცისა და დროის კონტინიუმის დარღვევა არ გვჭირდება. ამით ცერნში დაკავდნენ, ჩვენ კი ვიწვევთ პროფესიონალებს აი აქედან: http://offer.buildinghouse.ge/და ვიწყებთ:

ვხსნით და ვაგდებთ კარებს:

არა, ტუალეტსა და საძინებელში ვტოვებთ, მაგრამ ყველა დანარჩენ კარს ვემშვიდობებით და აღმოვაჩენთ რომ უფრო თავისუფლად ვსუნთქავთ. დიზაინის თანამედროვე ბაზარი კარებების ძალიან მრავალფეროვან ჩამნაცვლებლებს გვთავაზობს.

კარებების შემდეგ ვაგდებთ ყველაფერს რაც ძველია და აღარ ვიყენებთ:

გადააგდეთ ფანჯრიდან ძველი კარადა! არა, ჯერ გადაიხედეთ, ქვემოთ გამვლელები ხომ არ არიან და მერე გადააგდეთ. იტალიელებივით. ძალიან მაგარი შეგრძნებაა და ადრენალინი მოაქვს. პატარა ოთახში კედლის დიდი კარადა რომ გახრჩობდათ, აქამდე ვერ მიხვდით?

ვარჩევთ შესაბამის ავეჯს:

დაემშვიდობეთ დიდ, მუქ და მასიურ ტახტებსა და სავარძლებს. დიდ ჭაღებს, დიდ მაგიდებს. მსუბუქი თაროები, ღია ფერის პატარა ტახტები, კედლებში ჩაშენებული სათავსოები დარბაზების მაცხოვრებელთა თავდაჯერებულობას შეგმატებთ

აი ის ფანჯრები, რომლებიდანაც კარადები გადაყარეთ:

უნდა იყოს დიდი, ფართე და ნათელი. ძალიან მოგიხდებათ ფრანგული აივნები, რაც მეტი ღიობია, მით უკეთესი. ფარდები კი ჰაეროვანი და ფარფატა.

კუთხეები:

კუთხეებში თაროები განათავსეთ. ის ადგილი სადაც ადრე დედა გაყენებდათ, იდეალურია ჩაშენებული კარადებისთის, სტელაჟებისთვის, და ყველაფრისთის რაც იმ ნივთებს დაიტევს, რომლებიც ჯერ კიდევ დაგრჩათ.

მოპირკეთბა:

ღია ფერის შპალერი ან საღბავი, სარკეები, ერთიდაიგივე ფერის ავეჯი, ყველაფერი სივრცესვიზუალურად ადიდებს.

განათება:

ბროლის ჭაღი, რომელიც გრძელ ჯაჭვზე კონწიალობს, ცუდი იდეაა. ასევე ბრები. ჭერში ჩაშენებული განათება, რაც შეიძლება ბევრი დონითა და ბევრი შუქით - აი რა გჭირდებათ.

სტილი:

დაუმეგობრდით მინიმალიზმს, ჰაი ტეკსა და ლოფტის სტილს. სამივე ძალიან ტრენდულია და თვითდაჯერებას მატებს.

დაგეგმარება:

დღეს ძალიან პოპულარული ტრენდი: სამზარეულოს, სასადილოსა და სასტუმრო ზონების გაერთიანება ზრდის სივრცის პოტენციალს, თუმცა ჩახოხბილის სუნი მთელს ბინაში შეიძლება აღარ მოგეწონოთ... ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ამწოვი დაგჭირდებათ.


Подробнее

სახურავი

2017-08-01

დაივიწყეთ დაქცეული ჭერი!

ვაშენებთ მყარ გადახურვას

წლიდან წლამდე, გვიმყარდება აზრი, რომ ქალაქში ცხოვრებას, შემოგარენ აგარაკებზე გადაბარგება სჯობს. სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური, აგარაკზე ცხოვრებისკენ გვიბიძგებს. თუ სახლი მხოლოდ საზაფხულო კოტეჯი არაა და ყველა საჭირო კომუნიკაციით არის აღჭურვილი, მითუფრო. თუ არადა აგარაკის საცხოვრებელ სახლად გადაკეთბას, ან ახლის აშენებას მარტივად შეძლებთ, თუ დაუკვეთავთ აქ და ახლა: http://offer.buildinghouse.ge/

რას უნდა მივაქციოთ ყურადღბა უპირველეს ყოვლისა? რა თქმა უნდა სახურავს! ჭერი რომ არ დაგვექცეს, და ტაშტებით არ ვირბინოთ, ეს საკითხი საფუძვლიან მიდგომას საჭიროებს. უპირველესად უნდა ვიცოდეთ რომ სახურავი კარკასისა და გადახურვისგან შედგება. კარკასი იღებს საკუთარ თავზე ყველა მძიმე დარტყმას, ქარი იქნება ეგ, ძლიერი წვიმა თუ თოვლი. ამასთან კარკასი და გადახურვა ერთიანობას უნდა წაროადგენდეს. გადახურვის მასალა უნდა იყოს ხმაურგაუმტარი და წყალგამძლე. ასევე ადვილად ექვემდებარებოდეს შეკეთბას, გამოირჩეოდეს ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით. 

კარკასი ხშირად ხისგან მზადდება. ხე უნდა იყოს საუკეთესოდ გამომშრალი და მსუბუქი, ძალიან მყარი ჯიშის. კარკასის ფორმები სხვადასხვაა: ერთქანობა ( სახურავი ცალ მხარეზე დაქანებით), დახრის კუთხე 14-დან 26 გრადუსამდე უნდა მერყეობდეს; ორქანობა (სამკუთხა გადახურვა) 14-დან 60 გრადუსამდე დახრის კუთხით; ოთხქანობა (დახრის კუთხეები 20-60 გრადუსი); მანსარდული გადახურვა. 

ის თუ რა ტემპერატურა გექნებათ სახლში, დაგცხებათ თუ შეგცივდებათ, დამოკიდებულია საიზოლაციო მასალის ხარისხზე. თუ იზოლაცია არასწორედაა დაგებული, მასალა კი უხარისხოა, თქვენ ზამთარში სითბოს დაკარგავთ, სამფხულში კი სიცხე დაგტანჯავთ. 

დაბოლოს, ძალიან დაკვირვებით და სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინებით აირჩიეთ გადახურვის მასალა. აქ გასათვალისწინებელია ყველაფერი: კლიმატი, ტემპერატურების ცვლა, ტენიანობა, ნალექების რაოდენობა, დიზაინი. დღეს გადახურვის მასალათა ძალიან დიდი არჩვანია. შესაძლებელია ჩვენ მოგვწონდეს კრამიტი, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევდნენ თუნუქს ან პირიქით. დავუჯეროთ მათ. 

და ასევე, სახურავი აუცილებლად ჩამოგვექცევა, თუ ჩვენ თუნდაც ძალიან ძვირი მასალები შევარჩიეთ, მაგრამ სპეციალისტების რჩევები არ გავითვალისწინეთ!

მაღალი დონის პროფესიონალებს კი აუცილებლად მოძებნით ჩვენს საიტზე !! 


Подробнее

ვაშენებთ სახლს და არ ვიხდით გადასახადებს!

2017-07-28

ვაშენებთ სახლს და არ ვიხდით გადასახადებს!

დაინტერესედით? ახლა აგიხსნით - ჩვენ ენერგოეფექტურ სახლზე ვსაუბრობთ. მოგეხსენებათ გადასახები მხოლოდ იზრდება. გაათბო სახლი ისე, რომ კომფორტი გქონდეს და არ გაკოტრდე სულ უფრო ძნელი ხდება, ამიტომ აი თქვენ რამოდენიმე რჩევა, თუ როგორ ავაშენოთ სახლი და დავზოგოთ ფული:

შეარჩიეთ ბუნებრივი სამშენებლო მასალები. ხე ფუფუნებაა, ძვირია, მაგრამ, გაითვალისწინეთ, მხოლოდ ერთხელ იხდით და მერე სულ ზოგავთ. მთლიანად ხის სახლი აგარაკისვთის იდეალურია, ქალაქში ნაკლებად, თუმცა დღეს სამშენებლო ბაზარზე არსებობს მასალები, რომლებიც ეფექტურად ინახავს სითბოს. მშენებლობისას შეარჩიეთ ისეთი ადგილი, რომელიც სამხრეთისკენ არის მიმართული. პირდაპირი მზის სხივები თქვენი მოკავშირეა. ზაფხულში დაგცხებათ? არა, აივნებსა და ფანჯრებზე დამაგრებული ტენტები დაგიცავთ სიცხისგან, ხოლო ზამთარში მზე დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სითბო. 

ადგილი ქარისგან უნდა იყოს დაცული. ამაში ასევე ბუნებრივი მოკავშირეები, ხეები დაგეხმარებათ. დარგეთ რაც შეიძლება მეტი, სწრაფად მზარდი ხე და ბუჩქი, ამასთან ზოგი მათგანი მარადმწვანე უნდა იყოს - ზამთარში საფარი არ დაკარგოს და ცივი ქარისგან დაიცვას სახლი, ხოლო ის ხეები რომლებსაც ფოთოლი დასცვივდებათ სახლში ბევრ ზამთრის მზის სხვივს შემოუშვებს და ასევე დაგეხმარებათ ეკონომიაში.

კარის და სარკმლის ღიობები სწორად დაგეგმეთ. ეცადეთ ისინი ჩრდილოეთ მხარეს განალაგოთ.  დააყენეთ ორმაგი ფანჯრები.

ჭერს, კედლებსა და იატაკს სპეციალური თბოსაიზოლაციო მასალები დაატანეთ. ისინი არა მარტო სიცივისგან, ხმაურისგანაც დაგიცავთ. ასე თქვენ ძალიან მალე შეამჩნევთ რომ შუქსა თუ გაზზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავთ და მეტი ფული გრჩებათ გასართობათ!


Подробнее

აბაზანის სწრაფი რემონტი - განათება

2017-07-24

ბლოგში აბაზანის შესახებ დაგპირდით აბაზანის განათებაზე საუბარს. როგორ უნდა გავანათოთ ეს სივრცე მოდურად და ამავდროულად პრაქტიკულად?

შემოგთავაზებთ ცხრა მარტივ რჩევას, რომელიც გაგიადვილებთ რემონტის დაგეგმვას, თუმცა არ დაგავიწყდეთ, ამ ყოველივეს სპეციალისტი უნდა ანხორციელებდეს!

რამდენი სანათი დამჭირდება?

სანათების რაოდენობა აბაზანის ფართზეა დამოკიდებული. თუ აბაზანა პატარაა, საკმარისია ერთი ცენტრალური ჭაღი ჭერზე და ორი ან სამი დამხმარე სანათი. აუცილებელია სარკის, შხაპის და პირსაბანი ზონების განათება.

თუ აბაზანა დიდია, მაშინ დიზაინერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: 

    1. სტილი

    2. რა სიმაღლეზე განლაგდება სანათები

    3. სანათების ტიპი

რა ტიპის სანათბს ვირჩევთ?

დღეს სანათების ფართო არჩვანია. თქვენ, სპეციალისტთან ერთად უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სტილი და ტიპი:

    1. ღია

    2. ჩაშენებული

    3. ჭერის

    4. კედლის

    5. იატაკის

ასევე უნდა შეარჩიოთ:

     - სამუშაო ზონის სანათი

    - დეკორატიული სანათი

    - მიმართული განათება

    - საერთო განათბა

დღეს სხვადასხვა ტიპის სანათების გამოყენებაა შესაძლებელი: სტანდარტული ნათურებიანი, ჰალოგენური, ლუმინისცენტური, დიოდური.


როგორ უნდა განლაგდეს შუქის წყაროები?

განათება თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, ამიტომ უნდა გვახსოვდეს: რაც მეტია შუქის წყაროს რაოდენობა, მით ნაკლები ინტენსივობის ნათება უნდა ქონდეთ მათ. 

შუქი უნდა ყველა ფუნქციურ ზონაში იყოს. 

არ უნდა იყოს ბლიკები, ამიტომ, შუქი ამრეკლავ ზედაპირებთან მიმართებაში პერპენდიკულარული უნდა იყოს.

შეცდომაა: პირდაპირ სარკის ზემოთ სანათის დაყენება. უმჯობესია დავაყენოთ გვერდითა სანათები.

ფერადი პლაფონები შემოიტანს ინტერიერში საინტერესო დეტალებს.

არ შეგეშინდეთ დიოდური განათების დაყენება.

გამიჯნეთ სხვადასხვა ზონის სანათების ჩამრთველები.


ჭერის განათბა - აუცილებელია

ჭერის განათება გამაერთიანებლის როლს თამაშობს და აუცილებლად გასათვალისწინებელია. კარგი ვარიანტია მოძრავი სანათი. მისი შემოტრიალებით მიმართულ შუქსაც მიიღებთ. 


რომელი ფუნქციური ზონები გამოვყოთ?

 -პირსაბანი

 - ბანაობის ზონა

 - თავისუფალი ზონა (გადასაცმელი, გასარეცხი ნივთების შესაგროვებელი და ასე შემდეგ)


გაანათეთ სარკე

სარკის ირგვლივ განათება უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, ამიტომ უმჯობესია შუქი იყოს რბილი და სანათები გვერდებზე ანლაგებული. 

საკუთრივ აბაზანის განათება

აბაზანის ზონის განათება დეკორატიული დატვირთვისაა. ამიტომ აქ ისეთი შუქი გჭირდებათ, რომელიც რელაქსაციას შეუწყობს ხელს. იგივე ეხება საშხაპეს. მკვეთრი შუქი არაა საჭირო.


დეკორატიული განატება

დიდი ზომის სააბაზანოებში შესაძლებელია არაფუნქციონალური დეკორატიული განათებები - დიოდები აბაზანის გასწვრივ, მრავალდონიანი სააბაზანოს საფეხურების განათება - ეს თქვენს გემოვნებასა და დიზაინერის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.


უსაფრთხოება

განათების სქემა პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ

სანათები წყალგამძლე უნდა იყოს

მეტალი სანათებზე კოროზიას არ უნდა ექვემდებარებოდეს

არ განათავსოთ ბრები აბაზანაზე

წყლის მოხვედრის რისკი სანათებზე უნდა იყოს მინიმალური

ღია გაყვანილობა დაუშვებელია!

წარმატებულ რემონტს გისურვებთ!


Подробнее

სააბაზანო ოთახის რემონტი

2017-07-17

სააბაზანო ოთახის რემონტი

დღეს აბაზანას ბინის დიზაინში დიდი დატვირთვა აქვს. ის უკვე აღარ არის „დამხმარე სათავსო“, პირიქით, ცენტრალურ სივრცედაც შეგვიძლია ვაქციოთ და აბაზანა სულაც სასტუმრო ოთახის სივრცეში დავდგათ!

თუმცა არ გვინდა უკიდურესობები. საკმარისია გემოვნებით მოვაწყოთ სააბაზანო ოთახი და ის რელაქსისთვის საუკეთესო ადგილად გვექცევა. 

ამისთის კი აუცილებლად უნდა გვყავდეს სპეციალისტი. ნუ გადაწყვეტთ სააბაზანოს თვითნებურად მოწყობას. დაიქირავეთ დიზაინერი და ყური დაუგდეთ მის რჩევებს.

ახლა რამოდენიმე სიტყვით სააბაზანო ფილაზე:

დღეს მაღაზიებში წარმოდგენილია უკვე „აწყობილი“ აბაზანის ნიმუშები. ფილების ნახატიც, განლაგებაც დასრულებული სახით შეგვიძლია ვიხილოთ. ეს ძალიან გვეხმარება არჩევანში. 

გვახსოვდეს რომ სააბაზანოს ცენტრი პირსაბანია. ის ყველაზე ხშირად მოხმარებადი ადგილია, ამიტომ, ლოგიკურია რომ ყველაზე „ხასხასა“ სურათი ზუსტად ამ პირსაბანის ირგვლივ უნდა იყოს. თუმცა ხშირად პირსაბანი შესასვლელიდან მარცხნივ ან მარჯვნივ არის განლაგებული, ამიტომ, ეფექტური უნდა იყოს ის კედელი, რომელსაც ჩვენ შესვლისთანავე ვხედავთ. 

პირსაბანს ხშირად სარკით აფორმებენ. ვგულისხმობ არა პატარა სტანდარტულ სარკეს, არამედ დიდს, ჭერამდე, განათებებითა და სხვა ელემენტებით. 

მოდურია ერთი ფერის ფილა, დეკორატიული ფრიზებით, თუმცა ახლა პოპულარობას იკრებს ვინტაჟური სტილი სადაც კედლები ხელოვნურად დაძველებულია და ფილაც ვითომ „ჩამოცვენილი“

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სააბაზანო თეთრი, ცისფერი ან „ბეჟი“ უნდა ყოფილიყო.იყავით თამამი და ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების - მაგალითად სტანდარტული აბაზანის მაგივრად შეგიძლიათ ფეხებზე შემდგარი აბაზანა დადგათ ისე, რომ გვედები ფილაში არ ჩასვათ.

ასევე მოდურია არა ფილის არამედ წყალგამძლე ხის იატაკი. მთლიანობაში აბაზანა ახლა უფრო ოთახს გავს, ვიდრე ადგილს სადაც მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს იტარებენ.

ჭერის შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება შეკიდული ჭერების ხარისხს. შეკიდული ჭერის ნაკლია, ის რომ მის შიგნით შეიძლება ნესტი დაგროვდეს და შემდეგ ობი მოედოს. ამიტომ მასალა უნდა იყოს „მსუნთქავი“

ასევე შეგიძლიათ ჭერიც შესაბამისი ფილით მოაპირკეთოთ ან წყალგამძლე საღებავით შეღებოთ. 

დავდგათ თუ არა უნიტაზი სააბაზანოში? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფართის განკარგვა შეგიძლიათ. თუ ფართი ხელს გიწყობთ და ცალკე ტუალეტის გაკეთება შეგიძლიათ, უმჯობესია სააბაზანო და ტუალეტი გამიჯნული იყოს. 

ცალკე განხილვის საგანია განათება, რომელზეც შემდეგ ბლოგში ვისაუბრებთ.




Подробнее

სწრაფი რემონტი

2017-07-10

სამზარეულო

დამეთანხმებით, სამზარეულო, არის ის ადგილი, სადაც უმეტეს დროს ვატარებთ. და არა მარტო ქალები. მამაკაცებიც. დილა საუზმით იწყება, სამსახურიდან მოსულებს კი ვახშამი გველის. ეპოქა, როდესაც სამზარეულო სასტუმრო ოთახისგან კედლით და ჩარაზული კარით იყო გაყოფილი, დასრულდა და საერთო სივრცე გაბატონდა. სტუდიოების მზარდი პოპულარობის პირობებში, კი სამზარეულოში საძინებელი ზონაც აღარაა უცხო. აქედან გამომდინარე, სამზარეულო სახლის საკვანძო ადგილად გადაიქცა და რამდენადაც კარგად და გამართულად იქნება ეს ზონა მოწყობილი, იმდენად კომფორტულად ვიქნებით ჩვენ სახლში.

სამზარეულო სახლის ენერგეტიკულად ყველაზე მეტად დატვირთული ადგილია. აქ უამრავი დენის წყაროა და განათებაც არანაკლები უნდა იყოს.

ელექტროობის დაგეგმარება მხოლოდ ავეჯის განლაგების ზუსტი გეგმის არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამიტომ განსაზღვრეთ სად გექნებათ ხელსაბანი, სად გაზქურა ან ელექტროქურა, სად განლაგდება სამუშაო ზონა, გექნებათ თუ არა მოდური კუნძული.

სამზარეულოში ძალიან ბევრი ელექტროხელსაწყოა, რომელიც ქსელში მუდამ ჩართული უნდა იყოს. ასეთი წყაროები არც უნდა ჩანდეს და ამავდროულად გასათიშად ადვილად მისადგომი უნდა იყოს. ყველაზე პრობლემური საკითხია სად გავაკეთოთ აირღუმელის, მიკროტალღური ღუმელის და ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ჩასართავები.

ერთ-ერთი პასუხი ასეთია: აირღუმელისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩასართავები შესაძლებელია ცოკოლიდან 10 სანტიმეტრის სიმაღლეზე, სამზარეულო ავეჯის უკან დამონტაჟდეს. რამე რომ იყოს, ცოკოლის დემონტაჟი ადვილია და ჩასართავებიც ხელმისაწვდომი გახდება.

მეორე ვარიანტია ჩასართავების კარადაში დამალვა. ამ შემთხვევაში ავეჯის კედელი იჭრება. მოსახერხებელია და ადვილად ხელმისაწვდომი.

აქვე ავღნიშნავ, რომ იმ ხელსაწყოებს, რომლებიც მუდამ ჩართულია, ცალკე ავტომატი უნდა ქონდეს. ასე ბევრ პრობლემას ავიცდენთ.

როგორ მივაერთოდ სხვა ტექნიკა?

ამწოვის ჩასართავი კარადების უკან შეიძლება დავმალოთ. მაცივრის ჩასართავი იმ მიმდებარე კედელზე უნდა დამაგრდეს, სადაც მაცივარი დგას.

ტელევიზორის ჩასართავი კი იქვე კეთდება.

მიქსერების, კომბაინების, ყავის მანქანის და სხვა ყოველდღიური ტექნიკის ჩასართავებს, როგორც წესი სამუშაო ზონის კედელზე ვაკეთბთ. თუ ეს სამუშაო ზონა კუნძული არ არის და სტანდარტულად, სამზარეულოს ნაწილია, ყველა საჭირო ჩასართავი ე.წ. სამზარეულოს საყელოზეა (კაფელის კედელი სამუშაო ზონასა და კარადებს შორის).

კუნძულის შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე. ამ შემთხვევაში ელექტროკაბელი იატაკში იდება და კუნძულში „ამოდის“. იქვე მაგრდება რამოდენიმე ჩასართავი ელექტროხელსაწყოებისთის.

განათბა

სამზარეულოს ცენტრში ერთი ჭაღი მოძველებული ვარიანტია. არც არის საკმარისი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სამუშაო ზონების განათბა. ქურის გამნათებელი წყარო როგორც წესი ამწოვებს აქვთ. ასევე შესაძლებელია კარადების განათებები, როგორც შიგნით, ასვევე ზოლად, გაყოლებაზე. ეს უკვე შუქის დიზაინის თემაა და ინდივიდუალურ გადაწყვეტას საჭიროებს.

ძალიან ლამაზად გამოიყურება დიდი აბაჟურიანი სანათი სასადილო მაგიდის ზემოთ. ის სიმყუდროვეს ქმნის, თან ძალიან მოდურია.

ასვევე მოსახერხებელია კედლის წერტილოვანი განათებები სხვადასხვა ზონებისთის - იქ სადაც ტახტია, ან სავარძელი. წერტილოვანი განათებები შესაძლებელია მოძრავი და მიმართულიც იყოს - იქით მიატრიალებთ, სადაც დაგვჭირდებათ.

ასე მოწყობილ სამზარეულოდან, მერწმუნეთ, არსად გასვლა არ მოგინდებათ!

Подробнее

ხუთი მიუტევებელი შეცდომა

2017-07-04

თქვენ ახლა მეტყვით, რატომ ვწერ კვლავ შეცდომებზე. პასუხი მარტივია და ჯერ კიდევ დავით გურამიშვილმა გაგვცა - „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი“ - უმჯობესია ყველა საფრთხე ვიცოდეთ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, რათა რემონტი ან მშენებლობა ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ იმედგაცრუებად არ გვექცეს.

მაშ ასე, 5 მიუტევებელი შეცდომა, რომელიც შეგვიძლია დავუშვათ სახლის მშენებლობის ან რემონტის დროს!

მშენებლობა პროექტის გარეშე

ეკონომიის მიზნით არ შეუკვეთო მშენებლობის პროექტი - ისეთივე სისულელეა, როგორიც მაგალითად, ფული დაგენანოს და სტომატოლოგს არ ეწვიო. გგონიათ კბილის ტკივილი უპროექტო მშენებლობაზე მტკივნეულია? არავითარ შემთხვევაში, კბილს საბოლოოდ ამოიღებ და უპროექტოდ აშენებულ სახლს რას უზამ? სამჯერ მეტს დახარჯავ და გადააკეთებ? არის შემთხვევები რომ ვერც გადააკეთებ.

ნუ ჩახატავთ თქვენს მომავალ სახლს ცალხაზიან რვეულში. არ ენდოთ მათ, ვინც ასე იქცევა. ნუ დაიქირავებთ ისეთ ბრიგადას, რომელიც არ მოგთხოვთ პროექტს.

თუ ასე მოიქცევით, კედლებზე ღრმა ნაპრალები, და ჩამოვარდნილი ჭერი ნუ გაგიკვირდებათ. ასეთ სახლს ვერც გაათბობთ, ვერც გააგრილებთ და რაღა დაგიმალოთ, ვერც იცხოვრებთ მანდ.

დატოვო ბრიგადა მეთვალყურეობის გარეშე

არა, მე არ ვამბობ, რომ თქვენ უნდა დაადგეთ თავზე ხელოსნებს და „იპრარაბოთ“. თქვენ, როგორც მე, ამ საქმისა არაფერი გაგეგებათ. მოგატყუებენ. აუცილებლად. იმიტომ რომ ბრიგადას ერთი სურვილი აქვს - მალე ჩაგაბაროთ ობიექტი და ახალი დაიწყოს. ამიტომ, თუ მაღალი დონის ინჟინერი არ ხართ, შეეშვით ხელოსნების დევნას და დაიქირავეთ სპეციალისტი - ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერი. აუცილებელი დეტალი! ინჟინერი არ უნდა იცნობდეს ბრიგადას და იყოს დამოუკიდებელი.

მშენებლობა სხვისი პროექტის მიხედვით

საძირკველის სიმყარე დამოკიდებულია გრუნტის თავისებურებაზე. მარტივად რომ ავხსნა: ქვიშისებრი გრუნტი ერთ პროექტს მოითხოვს, თიხის - მეორეს და ტორფის მესამეს. ამიტომ, თუ არ გსურთ თქვენი სახლი დაცურდეს ან სულაც დაინგრეს, დაივიწყეთ „სხვისი პროექტი“

შეცდომა ზომებში

ახლა რთულ რაღაცას გეტყვით. შესაძლებელია ვერ გაიგოთ, მაგრამ დამიჯერეთ. სახლის ზომა ღერძების ზომებით იზომება. ეს ღერძები კედლების შუას მიუყვება და უფრო დიდია ვიდრე გაბარიტული ზომა. დაბალი კვალიფიკაციის ბრიგადებმა ეს არ იციან და არ აქცევენ ყურადღებას. შედეგად, ვიღებთ უფრო პატარა სახლს ვიდრე გვინდოდა. გამოსავალი - დაიქირავეთ მაღალი დონის სპეციალისტები

და ბოლოს - დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალები

ეკონომია სამშენებლო მასალებზე ძალიან ცუდი იდეაა. გარდა იმისა, რომ დაბალი ხარისხის მასალები გაგიზრდით ხარჯს - დასრულებული რემონტი ან მშენებლობა თავიდან საკეთებელი გაგიხდებათ, ასეთი მასალები ტოქსიკურია და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში!

Подробнее

10 შეცდომა, რომელიც შეგიძლია დაუშვა სახლის მშენებლობისას

2017-06-29

თვითშემოქმედება მშენებლობისას დასჯადია. არა, არავინ არ მოვა და არ შეგაჩვენებს, მაგრამ, საკუთარ თავს ისე დასჯი, რომ დარჩენილ წლებს სინანულში გაატარებ. ან დაანგრევ რაც ააშენე და ხელახლა ააშენებ. თუ ჭკუა ისწავლე ამ დროს, სპეციალისტსაც მოუხმობ.

ან თავიდანვე მიმართავ სპეციალისტებს და სასჯელს აცდები.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებმა, შესაძლებელია შენი სახლი ცხოვრებისთის უვარგისად აქციოს. ან, მაინც იცხოვრო, ოღონდ დიდი დისკომფორტით.

ამიტომ, საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების მაგივრად, თავიდანვე ჩართეთ მშენებლობის პროცესში სპეციალისტები. ახალბედებს კი გაგიზიარებთ იმ 10 შეცდომას, რომლემიც აუცილებლად ცხოვრებას გაგიმწარებთ.

შეცდომა #1

სველი წერტილების კომუნიკაციებისგან მოშორებით განთავსება

არქიტექტორები სველი წერტილების განლაგების ადგილებს თავიდანვე გეგმავენ.ისინი კომუნიკაციებთან სიახლოვეში უნდა იყოს. ნუ შეუშლით სპეციალისტებს ხელს და მიყევით მათ რჩევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მილების გრძელ ტრასებს იატაკის ქვეშ და მეტიც, ეს მილები სხვადასხვა დახრის იქნება. შედეგად კი წყლის ჭავლის პრობლემას გაიცნობთ. თუმცა ეს არ არის მთავარი. ასეთი მილები იატაკის მოჭიმულობის სიმაღლეს ზრდის. ეს კი ჭერს გიდაბლებთ. გსურთ ასანთის კოლოფში ცხოვრება? მგონი არა.

შეცდომა #2

ოთახებისა და სამზარეულოს ბუნებრივი განათების არმქონე ოთახებში განთავსება

ჩვენ ყველას სინათლის შუქი გვჭირდება და საქმე მარტო D ვიტამინში როდია. გავა რამოდენიმე დღე და ჩვენ მივხვდებით რომ კითხვა თუ საჭმლის დამზადება მხოლოდ ელექტრონულ შუქზე დამღლელი და შეუძლებელია. უფანჯრო ოთახები გარდერობების, საკუჭნაოების და სველი წერტილებისთის არის მორგებული.

შეცდომა#3

აბაზანიდან და ტუალეტიდან სასტუმრო ოთახში გამოსასვლელი

მართალია ინტერიერების სუპერთანამედროვე დიზაინებში ყველას შეგვიმჩნევია სასტუმრო ოთახში დადგმული აბაზანა და ტუალეტი შუა საძინებელში, თუმცა მსგავსი ექსტრიმის მოყვარულები თუ არ ვართ, უმჯობესია სანკვანძი არ გამოდიოდეს სასადილო და სასტუმრო ოთახებში. ეგებ რომელიმე სტუმარს ხალხმრავალ ფართიზე შეუმჩნევლად განმარტოება სურს?

შეცდომა #4

კერძო სახლში მხოლოდ ერთი შესავლელი

დაგემეთ მინიმუმ 2 შესასვლელი. ერთი იყოს „სასტუმრო“ და მეორე დამხმარე. ასე თქვენ მარტივად შეძლებთ ეზოში ან საკუჭნაოებში ნივთების გატანას, პროდუქტების სამზარეულოში შეტანას, ხოლო სასტუმრო შემოსასვლელი მუდამ დალაგებული და გაპრიალებული გექნებათ. ორზე მეტი შემოსასვლელიც მოსახერხებელია თუ სახლს ცალკე დამხმარე კომუნიკაციები აქვს.

შეცდონა #5

შემოსასვლელი, რომელიც პირდაპირ უერთდება სასტუმრო-სამზარეულოს

ღია სივრცე ძალიან მოდურია, თუმცა ცალკე შემოსასვლელი ზონა, შიდა კარადებითა და ტანსაცმლის საკიდებით გაცილებით მეტად კომფორტული. და იქნებ ისეთი ვინმე გესტუმრათ, ვისი სახლში შემოყვანა საერთოდ არ გსურთ?

შეცდომა#6

სასტუმრო სანკვანძის შემოსასვლელიდან შორს განთავსება

ეცადეთ დამხმარე სანკვანძი შემოსასვლელთან ახლოს განათავსოთ. ასე სტუმრებს, ტუალეტის ძიებაში მთელი სახლის შემოვლა არ მოუწევთ.

შეცდომა #7

 სანკვანძების სიმცირე

იდეალური სიტუაცია თითო საძინებელზე თითო სანკვანძის არსებობაა. თუმცა, თუ ასეთი ფუფუნება არ გაგაჩნიათ სასურველია წყვილს ჰქონდეს საკუთარი სანკვანძი და იქვე ერთი საერთო (აქ არ იგულისხმება სასტუმრო სანკვანძი)

შეცდომა #8

 დამხმარე ბლოკის არ არსებობა

სახლში აუცილებელია გამოყოთ ფართობი საკუჭნაოსთვის. ამავდროულად საკვები პროდუქტების და საწარმოო ნივთების საკუჭნაო უნდა იყოს გამიჯნული.

შეცდომა №9

„გასასვლელი ოთახები“

არ დაგეგმოთ კაბინეტი, საძინებელი და სასტუმრო ოთახი ისე, რომ მათი გავლა იქნება საჭირო სახლის ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილების დროს. ეს ძალიან მოუხერხებელია.

შეცდომა#10

კორიდორების ზომა

და ბოლოს! არ შეიძლება კორიდორის სიგანე 120 სანტიმეტრზე პატარა იყოს. ერთხელაც ავეჯის გატანა ან ახლის შემოტანა რომ დაგჭირდეთ?

Подробнее

რემონტი - ჯოჯოხეთიდან ნეტარებამდე

2017-06-20

გზამკვლევი დამწყებთათვის

ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გადახედავ სახლის კედლებს, მზერას მიაპყრობ ჭერს, დახედავ იატაკს და მიხვდები რომ შენს ცხოვრებაში სწრაფი რემონტი გარდაუვალია.

ის რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა, ვინაიდან საერთოდ არ იცი რითი დაიწყო, უკვე მოხდა!

თავიდან ფიქრობ, რომ კედლებს შეღებავ ან ახალ შპალერს გააკრავ და მორჩება, იქნები სუფთად და დალხენილად, მაგრამ არ შეცდე, ეს არის ყველაზე დიდი და გავრცელებული შეცდომა! არ არსებობს კედლის განახლებით დასრულებული რემონტი, რადგანაც მერე აღმოჩნდება რომ კედელთან მიმართებაში ჭერია ჩამუქებული, იატაკი გაცვეთილი და სააბაზანოში რომელიღაცა მილი არაბუნებრივ ხმებს გამოსცემს...

ამიტომ ღრმად შეისუნთქე და მიყევი ცვლილებების დინებას.

და აქ შენ უშვებ საბედისწერო შეცდომას - მიდიხარ ელიავაზე მარტო და მნიშვნელობა არ არის მამაკაცი ხარ თუ ქალი.

ამ პარალელურ რეალობაში, რომელსაც ელიავა ეწოდება შენ აღმოაჩენ რომ ის „კალენა“ ამ „ტრუბაზე“ არ მიდის, მაგრამ თუ გინდა რომ წავიდეს, უნდა წახვიდე ნუგზართან, რომელიც ამ შეუთავსებლებს მოქლიბვის გზით შეათავსებს. რომ შპალერის წებო კაია რუსული, მაგრამ აქვთ მხოლოდ ჩინური და რუსული არ აქვთ. რომ თურქულიც არაუშავს, მაგრამ რუსული ჯობია. და შენ იტანჯები იმ განცდით რომ ვერ იშოვე ის რაც ჯობია,შესაბამისად შენი სწრაფი რემონტი დაუსრულებელ რემონტად იქცა...

მერე შენ იგებ რომ ლამინატის ღრუბელი იწვევს კიბოს, მაგრამ, არაუშავს, მაინც წავა. ამის მერე შენ იწყებ თაბაშირსა და კერამიკულ თაბაშირს შორის განსხვავების შესწავლას. მერე ხვდები რომ ფუგა არის კერამიკულ ფილებს შორის წასასმელი ნაზავი და არა მუსიკასთან კავშირში მყოფი რამ. მერე ეძებ 8 ნომერ „შკურკას“ და სამ ლურსმანს, რომელიც დაგაკლდა...

და შენი ცხოვრება გრძელდება ელიავაზე. სულ. მუდამ და ამის სასრული არ არის.

და ხელოსნები.. ხელოსნები, რომელიც რემონტისთვის დაიქირავე მოძრაობენ ამ განზომილებათა სისტემასთან სრულ აცდენაში. ის, რომელიც უნდა მოსულიყო დილით და ჩამოეხია ძველი შპალერი (რას ვერჩოდი, ღმერთო, რატომ დავიწყე), მოდის საღამოთი. ხოლო ის, რომელიც უნდა მოსულიყო, უკვე ჩამოხეულ შპალერზე, „მალიარი“ დიდოსტატი, რომელიც გაგაცნო გარე ბიძაშვილის მამიდამ, მოდის ჩამომხევამდე და ამბობს რომ სანამ არ ჩამოხევენ მისი საქმე არ არის და მიდის. სანტექნიკოსი, პიქით, მოდის დროზე და აძრობს უნიტაზსს და მიდის. სულ მიდის და აღარ მოდის.. და შენ დადიხარ მეზობელ გულიკოსთან და გრცხვენია.

მერე შენ მიდიხარ მკითხავთან და ატრიალებ თეფშს, იხმობ კალიკრატეს (პართენონი აქვს აშენებული) და სთხოვ დახმარებას.

და ბოლოს ხვდები, რომ რაღაც დააშავე წინა ცხოვრებაში და ისჯები.

არადა არ ისჯები. უბრალოდ ის საქმე დაიწყე, რომელიც არ იცი და ძალიან გვიან ხვდები, რომ არსებობს ხალხი, რომელმაც მშენებლობა, ხარისხიანი რემონტი და თანამედროვე დიზაინი იცის და მათ შეუძლიათ ეს ჯოჯოხეთი სასიამოვნო! სასიამოვნო პროცესად გიქციონ...

ხოლო ეს შემდეგი ბლოგის თემაა. დამელოდეთ!

Подробнее

Building House - მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები

2017-05-25

Подробнее